Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge პარიზი თბილისთან ურთიერთობებს აგვარებს


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_figaro1.jpg

 

იზაბელ რასელი

 

დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიკოლა სარკოზის შეხვდება. შეხვედრა პარიზში ვლადიმერ პუტინის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე შედგება

 

ელისეს სასახლე, როგორც იქნა დასთანხმდა მიხეილ სააკაშვილის თხოვნას შეხვედროდა საფრანგეთის პრეზიდენტს. საქართველოს ლიდერი პარიზში ოთხშაბათამდე დარჩება და მას რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი შეცვლის.

 

დღეს თბილისის და პარიზის ურთიერთობებში, რომლებიც საგრძნობლად გაუარესდა ელისეს სასახლის მიერ კრემლთან დაახლოვებაზე აღებული კურსის გამო, კვლავ ერთგვარი დათბობა შეიმჩნევა და მაინც ძირითადი სადაო საკითხი, რომელიც რუსეთისთვის „მისტრალის“ კლასის ოთხი ვერტმფრენმზიდის მიყიდვაზე (ამ გემს ბევრი ფრანგული ფლოტის მარგალიტად მიიჩნევს) ფრანგული მხარის გადაწყვეტილებაში მდგომარეობს, მაინც გადაუჭრელია. საქართველო, რომლის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის არმიას დღემდე დაკავებული აქვს, ამტკიცებს რომ ამ გარიგებამ რეგიონში შეიძლება სტრატეგიულ ძალთა ბალანსი შეცვალოს. აქ არ შეიძლება არ გავიხსენოთ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის სიტყვები, რომელიც იმის შესახებ საუბრობდა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს „მისტრალი“ შავი ზღვის ფლოტს საშუალებას მისცემდა „ყველა ამოცანა 26 საათის ნაცვლად 40 წუთში გადაეწყვიტა“.

 

ქართველები რუსეთისთვის სამხედრო ტექნოლოგიების გადაცემაზეც არიან შეშფოთებულები. მათი აზრით ასეთი გადაწყვეტილება, პოლიტიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუგებარია. „შეიძლება კი სახელმწიფომ, რომელმაც სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას მიაღწია და შუამავალი იყო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, ერთი მხარის შეიარაღებას დასთანხმდეს მეორის საზიანოდ? ეს ყველაფერი მშვიდობისმყოფელის როლს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება“ – აცხადებს ქართველი დიპლომატი.

 

მართალია საქართველო აპირებს ამ საკითხის დეტალურ განხილვას საფრანგეთის ხელმძღვანელობასთან, თუმცა მას ელისეს სასახლესთან კონფლიქტის ოდნავი სურვილიც კი არა აქვს. „მნიშვნელოვანი არ არის მოეწერება თუ არა ხელი კონტრაქტს, რუსეთმა ხომ უკვე მოიპოვა მისთვის ესოდენ  საჭირო პოლიტიკური სიმბოლო: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ინიციატორი ქვეყანა თანხმდება იარაღი მიჰყიდოს მხარეს, რომელიც მას არღვევს! ყველაზე უარესი უკვე მოხდა. ამის გამო ჩვენ არ ვაპირებთ საფრანგეთთან ბრძოლას…“ – განაცხადა საკითხის განხილვაში მონაწილე საქართველოს წარმომადგენელმა.

 

2008 წლის ხუთდღიანი ომში პოზიციების დაკარგვის შემდეგ, საქართველო დღეს დასავლეთში ახალ მოკავშირეებს ეძებს და საფრანგეთი ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ლოგიკური კანდიდატია. საქმე ის არის, რომ საფრანგეთის და რუსეთის ურთიერთობები არც ისეთი უღრუბლოა, როგორც ზოგიერთები იმედოვნებენ. ის რომ მოსკოვი უარს ამბობს თბილისთან ხელმოწერილი შეთანხმების პირობების შესრულებას, პარიზში საგრძნობ გაღიზიანებას იწვევს. კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტი: „მისტრალის“ გაყიდვაზე მოლაპარაკებები ყოველგვარი კონკრეტული შედეგების გარეშე ჭიანურდება. კრემლს ოთხი ხომალდიდან სამის აშენება რუსეთში სურს, მაშინ როდესაც ელისეს სასახლე მოითხოვს, რომ ორი გემი სენ-ნაზერეს ვერფებზე უნდა აიგოს…

 

გარდა ამისა, საქართველოს ლიდერებს პარიზისგან ევროკავშირში მათი მისწრაფების მხარდაჭერის მოპოვება სურთ. ბოლო დროს ამერიკელები ერთგვარად ჩამოშორდნენ რეგიონის საქმეებს, რასაც 2008 წლის აგვისტოში მათი თავშეკავებული რეაქცია ადასტურებს. „ფრანგები კი პირიქით გვეხმარებიან ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევაზე მოლაპარაკებებში. ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყნის მხარდაჭერა“ – გვიხსნის საქართველოს წარმომადგენელი.

 

ასეთი პოლიტიკური მხარდაჭერა თბილისისთვის მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ მისი სტრატეგიული პრიორიტეტები არსებითად შეიცვალა. საქართველო, რომელიც მისი უზარმაზარი და მოუქნელი მეზობლის სამხედრო ინტერვენციის საფრთხის ქვეშ იმყოფება, რუსი დათვისგან დაცვის გარანტიების მისაღებად დიდი ხანია რაც ნატო-ს კარზე აკაკუნებს. „მაგრამ თუკი ადრე ჩვენი მოკლევადიანი პრიორიტეტული ამოცანა ნატო-ში გაწევრიანება იყო, მაშინ როდესაც ევროკავშირთან მიერთება უფრო შორეულ პერსპექტივას წარმოადგენდა, დღეს ჩვენ მიგვაჩნია რომ ნატო-ში გაწევრიანების საუკეთესო საშუალება ევროკავშირთან დაახლოვებაა“ – ამბობს ქართველი ექსპერტი. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მომავალზე მადლენ ოლბრაიტის ჯგუფის მიერ ახლახანს გამოქვეყნებულმა დასკვნამ, ქართველებზე ცივი დუშის ეფექტი იქონია, რადგან უახლოეს მომავალში მათ ნატო-ში გაწევრიანების გზა ჩაუკეტა. ამგვარად, თბილისს ამ ტენდენციის გადასატეხად ლისაბონში წლის ბოლოს დაგეგმილი სამიტის წინ, გათვლა პარიზის დახმარებაზე აქვს.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...