Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) “წითლები მუნდიალზე” – ინგლისი


Recommended Posts

http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01206/gerrard-carragher_1206874c.jpg

 

დღეიდან მუნდიალის დაწყებამდე შემოგთავაზებთ სტატიების სერიას – “წითლები მუნდიალზე”, სადაც განვიხილავთ ლივერპულის ფეხბურთელების ნაკრებებს და მათ შანსებს მსოფლიო ჩემპიონატზე… ყველაზე მეტი მერსესაიდელი კი ინგლისის ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული…

 

ლივერპულის წარმომადგენლები ინგლისის ნაკრებში არიან გლენ ჯონსონი, ჯეიმი კარაგერი და სტივენ ჯერარდი . ლივერპულის კაპიტანი ინგლისის ნაკრების კაპიტანიც იქნება 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე და თუ ინგლისელები გახდებიან ჩემპიონები, პირვლეი თასს სწორედ ჯერარდი აღმართავს…

 

ინგლისის ნაკრები:

 

ამჟამად “წითელი ლომები”-ის ნაკრები ფიფას რეიტინგში 8-ე ადგილზეა. მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 13-ჯერ ავს ნათამაშები, თუმცა მხოლოდ ერთი თასი აქვს მოგებული და ისიც შორეულ 1966 წელს. მას შემდეგ ინგლისელებს საერთაშორისო ტურნირებზე არცერთი ტიტული არ მოუგიათ, თუმცა ნებისმიერი ჩემპიონატის უდავო ფავორიტებად ითვლებიან.  უკანასკნელი წარმატება, 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში გასვლა იყო. ოლიმპიურ თამაშებზე კი ინგლისელებმა ორჯერ აიღეს ოქროს მედლები, 1908 და 1912 წლებში…

 

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ინგლისი ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო 10–დან 9 თამაში, წააგო უკრაინასთან და ორჯერ დაამარცხა ევრო 2008–დან გამომგდებელო ხორვატია. ევროთასიდან გამოგდების გამო ბრიტანელებმა რევანში აიღეს და ხორვატია ჯგუფში ჩატოვეს… სრული ცხრილი კი ასე გამოიყურება

 

http://s47.radikal.ru/i117/1005/d8/6042d4b790cc.png

ინგლისმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 10 მატჩში 34 გოლი გაიტანა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო ევროპის ზონაში. შედარებისთვის ესპანეთმა სულ 28, გერმანიამ კი 26 გოლი გაიტანა.

 

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე კი, კენჭისყრის შედეგად ინგლისის ჯგუფში მოხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატები, ალჟირი და სლოვენია. პირველი მატჩი 12 ივნისს რუშტენბურგში გაიმართება ა.შ.შ-ს წინააღმდეგ…

 

 

http://s46.radikal.ru/i112/1005/32/7a74aca7536f.jpg

 

 

მერსესაიდელები ინგლისის ნაკრებში:

 

ლივერპულის ფეხბურთელებიდან “წითელ ლომებში” გამორჩეული ადგილი უდაოდ სტივენ ჯერარდს უჭირავს. რომელიც ჯონ ტერის სკანდალური ამბებისა და რიო ფერდინანდის ტრამვის გამო – ინგლისის ნაკრების კაპიტანი გახდა. თუმცა მიუხედავად ამისა ვერავინ ვერ იტყვის, რომ სტივი ამას არ იმსახურებდა. იგი ინგლისის ეროვნული გუნდის სიმბოლო და მებრძოლი ხასიათის ნახევარმცველია, რომელიც კაპიტნის სამკლაურით ნამდვილად შეძლებს ინგლისი ფინალამდე მიიყვანოს…

 

ჯერარდმა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ტრამვის გამო გამოტოვა. 2006 წლის მუნდიალზე კი ორი გოლი გაიტანა. ნაკრებშუ სტივს ზუსტად 80 მატჩი აქვს ჩატარებული და 16 გოლი გატანილი. ამ შედეგით მუნდიალზე იგი ყველაზე გამოცდილი ინგლისელი ფეხბურთელია.

 

გლენ ჯონსონი კი პირველად მიემგზავრება მუნდიალზე. იგი ინგლისის ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია და მას ფაბიო კაპელო ყოვეთვის ენდობა. გლენიც არ უცრუებს მას იმედებს და დაცვაში კარგი თამაშის გარდა, ულამაზესი გოლებიც გააქვს. მან სულ ახლახანს, მექსიკასთან გამართულ ამხანაგურ მატჩშიც საოცარი გოლი გაიტანა. სტივენი და გლენი ნაკრებში შეუცვლელნი არიან და თუ ტრამვები არ მიიღეს ყველა მატჩშ ძირითადში დაიწყებენ…

 

http://i165.photobucket.com/albums/u58/Lilburne69/010508-chelsea-gerrard-carragher.jpg

 

ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ მუნდიალზე ჯეიმი კარაგერიც გაემგზავრებოდა. მისი მაღალ დონესა და გამოცდილეაში ეჭვი არავის ეპარება, უბრალოდ იგი თავისივე სურვილით იყო წამოსული ნაკრებიდან და მხოლოდ და მხოლოდ კაპელოს დაჟინებული მოთხოვნით დაუბრუნდა ეროვნულ გუნდს. ფერდინანდის ტრამვის გამო მას გამოუჩნდა შანსი ითამაშოს ძირითადში, ჯონ ტერისთან ერთად. მაგრამ ვის ანდობს კაპელო ცენტრალური დაცვის ადგილს, ლივერპულის გამოცდილ ვიცე-კაპიტანს, თუ რომელიმე ახალგაზრდა მცველს, ეს თავად მწვრნთელის გადასაწყვეტია. კარაგერი კი ჯერარდის მსგავსად მეორედ მიემგზავრება მუნდიალზე. პირველად ისიც 2006 წელს იყო გერმანიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე.

 

ასე რომ ლივერპულის მხრიდან მუნდიალზე სამი ინგლისელი მიემგზავრება და სამივე სავარაუდო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი. რაც ყველაზე მთავარია, ინგლისელთა კაპიტანი, ლივერპულელი სტივენ ჯერარდია და ვფიქრობ სწორედ ინგლისია ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი გამარჯვებისა. ერთად ვუგულშემატკივროთ ლივერპულის ინგლისელ ფეხბურთელებს…

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...