planetanews Posted June 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 8, 2010 გაზრდილი სახელმწიფო 2010 წლის ბიუჯეტით, დევნილებისთვის დასავლეთ საქართველოში საცხოვრებელი სახლები აშენდება. ამის შესახებ, პარლამენტში ბუნებისა და გარემოს დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე 2010 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის პროექტის განხილვისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა განაცხადა. პეტრიაშვილის ინფორმაციით, გაზრდილი ბიუჯეტიდან 24 მილიონი ლარი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის გამოეყოფა. მისი თქმით, პარლამენტის მიერ ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დასავლეთ საქართველოში დაიწყება და ამავე თანხით მოხდება დევნილთა კომუნალური ვალების დაფარვა. შეგახსენებთ, რომ ლტოლვილთა სამინისტროს სახლების მშენებლობა ქირით და ნათესავებთან მცხოვრები დევნილებისთვის აქვს განსაზღვრული. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი 215 მილიონით ლარით იზრდება და ცვლილებების პროექტის განხილვა პარლამენტში დღეს დაიწყო. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts