FIORENTINO Posted August 17, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 17, 2008 აფხაზები მხოლოდ სამეგრელოს 4 სოფელში იმფოფებიან პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის CNN-ის ეთერში გაკეთებული განცხადება აფხაზების მიერ სამეგრელოში 13 სოფლის დაკავების შესახებ ადგილობრივ გამგეობებში არ დასტურდება. როგორც "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტისთვის ადგილობრივი გამგეობიდან გახდა ცნობილი შეაირაღებულ აფხაზებს წალენჯიხაში მხოლოდ სამი სოფელი და ზუგდიდის რაონის ერთი სოფელი აქვთ დაკავებული. "შეიარაღებული აფხაზები ადგილობრივ მოსახლეობას ჯერჯერობით არ ერჩიან, ადგილობრივი მოსახლეობა აფხაზების მხრიდან ყაჩაღობის დაწყებას თხილის სეზონის დროს ვარაუდობს", - განუცხდეს "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტს წალენჯიხის გამგეობაში. აფხაზების მიერ სამეგრელოს 11 სოფლის დაკავების შესახებ ინფორმაციას, სამეგრეო-ზემი სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ალეკო ახვლედიანიც უარყოფს და დეზინფორმაციას უწოდებს. ახვლედინის მტკიცებით, შეიარაღებული აფახაზები მხოლოდ ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში იმყოფებიან და ადგილობრივებს არ ერჩიან. ცნობისათვის: შეიარაღებული აფხაზები წალენჯიხის სამ სოფელში ჭალა ფახულანსა და მუჟავაში იმყოფებიან რომლებიც ენგურს გაღმა მდებარეობს, ხოლო ზუგდიდის რაიონ სოფელ განმუხურში შესასვლელში, ცენტრსა და სოფლის ბოლოში იმყოფებიან. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.