Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - კახეთის რეგიონში ორი ახალი საწარმო გაიხსნა


Recommended Posts

კახეთის რეგიონში ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ორი საწარმო – ნაფარეულში ვარდის ზეთის მწარმოებელი ქარხანა შპს “კოპალა”, ხოლო იყალთოში რძის გადამამუშავებელი მცირე საწარმო დღეს გაიხსნა.

 

შპს “კოპალამ” ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის პროექტის ფარგლებში 150 000 აშშ დოლარის, იყალთოში მდებარე ი/მ დ. ბოტკოველის რძის გადამამუშაველმა საწარმომ 50 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიიღეს. ამ თანხებით და ადგილობრივი ფერმერების თანადაფინანსებით, მოხდა საწარმოები განახლება და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. შეიქმნა 50-ამდე ახალი სამუშაო ადგილი. ვარდის ზეთის მწარმოებელ საწარმოში ხდება ვარდის ზეთის წარმოება და დაფასოება. საბოლოო პროდუქტი კი ექსპორტზე გერმანიაში გადის. იყალთოს რძის გადამამუშავებელი საწარმო კი ორი ტიპის ყველის (სულგუნი და ქართული ყველი) წარმოება, დაფასოება და დისტრიბუცია დაიწყებს. ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში დღეისათვის დამტკიცებულია 286 პროექტი: პირველადი წარმოების, მცირე და საშუალო საწარმოებისა და ფერმერთა მომსახურების ცენტრების განვითარებისთვის საქართველოს ყველა რეგიონში, საერთო თანხით 16.2 მლნ. აშშ დოლარი, რაც, სავარაუდოდ, 3600-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნის წინაპირობაა საქართველოს რეგიონებში.

 

გახსნის ცერემონიას პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში გიორგი ღვინიაშვილი, აგრეთვე სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ათასწლეულის ფონდის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...