planetanews Posted June 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 8, 2010 ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ოფიციალური განცხადება გააკეთა გალში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. სტივ ბერდი, პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ გალში მიმდინარე მოვლენების შესახებ ისინი ინფორმაციას სხვადასხვა წყაროებიდან იღებენ. ეს წყაროები სხვადასხვა ორგანიზაციები, ასევე, ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან. ბერდის თქმით, რა ხდება დღეს გალში, მისთვის ჯერ ცნობილი არ არის. თუმცა გუშინ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ გალის რაიონში მომხდარი ინციდენტის შედეგად გარდაიცვალა სამი ადგილობრივი თანამდებობის პირი, ჭრილობები მიიღეს სხვა პირებმაც, ადგილი ჰქონდა დაკავებათა რიგს და გავრცელდა ცნობები რამდენიმე სახლის გადაწყვის შესახებ. ბერდი ამბობს, რომ გალში ვითარების დეტალები მისთვის უცნობია, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ აქვს შესაძლებლობა შევიდეს რეგიონში. ”მას (მისიას) არ შეუძლია ამ ინციდენტების ზუსტი არსის ან დინამიკის დადგენა.” ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მისია მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავოს კომენტარებისგან, რომლებსაც შეუძლია კიდევ უფრო გაზარდოს დაძაბულობა რეგიონში. ”თავშეკავება არის საჭირო იმისათვის, რომ ზიანი არ მიადგეს ადგილობრივი მოსახლეობის ნდობას და საფრთხე არ დაემუქროს სტაბილურობას” არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად და თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასევე მიიჩნევს, რომ აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს შეხვედრა ხელისუფლების ყველა შესაბამის წარმომადგენელს შორის აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts