planetanews Posted June 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 8, 2010 მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, რომელიც ევროპის რამდენიმე ქვეყანაშია, ევროზონა გაფართოებას გეგმავს. 2011 წლიდან ესტონეთის ოფიციალური ვალუტა შესაძლოა ევრო გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის ექსპერტების ნაწილი ევროს ინფლაციას ვარაუდობს. სააგენტო ბლუმბერგი წერს, რომ ევროპის ფინანსთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ესტონეთში ევროს შესვლას, მიუხედავად ევროპის ცენტრალური ბანკის გაფრთხილებისა. ბანკის განცხადებით, ესტონეთს გაუჭირდება ინფლაციის კონტროლი. ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეკრებაზე ლუქსემბურგში, რომელიც რამდენიმე დღის წინ შედგა, ლუქსემბურგის პრემიერ მინისტრმა, ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა: ”2011 წლის 1 იანვრიდან ესტონეთი ევროზონის მე-17 წევრი გახდება”. ესტონეთის ევროზონაში შესვლის საკითხს ქვეყნების მმართველები უკვე 17 ივნისს ოფიციალურ შეხვედრაზე გადაწყვეტენ, წერს ინტერფაქსი. ესტონეთი ევროზონის ქვეყნებს შორის ბოლოდან მეორე ადგილს იკავებს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით (14მლრდ ევრო) და ამ მაჩვენებლით მხოლოდ მალტას უსწრებს. ინფლაცია ესტონეთში 2008 წელს 10,6% იყო. იმავდროულად, 12 თვით ადრე, 2010 წლის მარტში (ესტონეთის საგამოცდო პერიოდი ევროზონაში შესასვლელად), დაფიქსირებული იყო დეფლაცია 0,7%, ევროზონაში შესვლისთვის ინფლაციის მაჩვენებელი 1% უნდა იყოს. მაგრამ ფასების ცვლილება შესაძლოა აისახოს ”დროებით ფაქტორებში” და რთული იყოს მაკროეკონომიკური არამდგრადობის აღმოფხვრა, მათ შორის, ინფლაციის მაღალი ზრდის ტემპის”,-განაცხადა ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში. ამავდროულად, ევროზონაში შესვლისთვის ესტონეთი კიდევ რამდენიმე ტესტს გადის: საბიუჯეტო დეფიციტის დონის კონტროლი, ქვეყნის ვალების მოცულობა, ვალუტის სიმყარე. ევროზონაში ესტონეთის შესვლის შემდეგ, მისი გაფართოება რამდენიმე წლით გადაიდება. ლიტვა და ლატვია, რომლებიც ევროზონაში შესვლის სურვილს გამოთქვამენ, გეგმას, საუკეთესო შემთხვევაში, 2014 წელს განახორციელებენ. რაც შეეხება პოლონეთს და ჩეხეთს, მათ არ აქვთ კონკრეტული თარიღი ევროზონაში გაწევრიანებისთვის. ამ დროისთვის ევროზონაში შემავალი 16 ქვეყანაა: გერმანია, ბელგია, ირლანდია, საბერძნეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, კიპრი, ლუქსემბურგი, მალტა, ჰოლანდია, ავსტრია, პორტუგალია, სლოვენია, სლოვაკეთი, ფინეთი. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts