planetanews Posted June 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 8, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/05/article-1085468-0275f953000005dc-933468x450_big.jpgელისეის სასახლეში საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტების მიხეილ სააკაშვილისა და ნიკოლა სარკოზის შეხვედრა მიმდინარეობს. ორი ქვეყნის პრეზიდენტები რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულების საკითხებს, კერძოდ კი რუსეთის მიერ ამ დოკუმენტით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას განიხილავენ. საუბარი ასევე ორმხრივი ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს შეეხება. სააკაშვილისა და სარკოზის შეხვედრის პარალელურად, საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლეს კარლა ბრუნის ხვდება. პრეზიდენტების შეხვედრამდე ელისეის სასახლის ეზოში საზეიმო მიღება გაიმართა. სააკაშვილისა და სარკოზის შეხვედრა რამდენიმე წუთში დასრულდება, თუმცა გაკეთდება თუ არა შეხვედრის შესახებ განცხადებები, ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მას საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ახლავს. პირWელი Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts