planetanews Posted June 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 8, 2010 ასოციაცია “Global Star“-ი 18-20 ივნისს, „Georgia Palace Hotel“-ის მიერ დაგეგმილ სეზონის გახსნის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. რის შემდეგაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართება პრეზენტაცია, ასევე, სამუშო შეხვედრები აჭარის რეგიონში მოქმედ რესტორნებსა და სასტუმროებთან. ასოციაცია „Global Star“-ი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და კულტურის, ძეგთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, საქართველოს სასტუმროების ევროპის ერთიან სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას, საქართველოს სასტუმროების კლასიფიკაციის (ვარსკვლავების მინიჭების) ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებასა და საქართველოს სასტუმროების წარმომადგენლებისათვის სემინარების საშუალებით ევროპის ერთიანი სტანდარტის მოთხოვნების გაცნობას უზრუნველყოფს. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული ასოციაციის მიერ შესრულებული რიგი აუდიტებისა და მენეჯმენტთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, სასტუმრო „ღივერ შიდე“„River Side“-ს (თბილისი, ბროსეს ქუჩის შესახვევი) სამვარსკვლავიანი კატეგორია მიენიჭა და შესაბამისი დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა. სასტუმროს ხელმძღვანელობამ სერვისების გაუმჯობესებისა და მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტის შექმნის მიზნით, გარკვეული რეორგანიზაციული ღონისძიებები დაგეგმა, რის შედეგადაც „River Side“-ის მენეჯმენტს შესაძლებლობა ექნება დააკმაყოფილოს არსებული კლასიფიკაციის სისტემის უფრო მაღალი კატეგორიის მოთხოვნები და ყველა საჭირო ცვლილების წარმატებულად განხორციელების შემდეგ, სავარაუდოდ, მიიღებს ოთხი ვარსკვლავის შესაბამისკატეგორიას. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts