planetanews Posted June 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 8, 2010 http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/avari-150x150.jpgდღეს დილით აღმაშენებლის ხეივანში #15 ავტობუსისა და “აუდის” მარკის ჯიპის შეჯახების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთაგან შვიდი ავტობუსის მგზავრია, სამი კი - “ჯიპის”. დაშავებულები ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში და მე-4 საავადმყოფოში გადაიყვანეს. დიდი დიღმის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს. ამის შესახებ ჟურნალისტრებს მერიის კულტურისა და სოცუზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ განუცხადა. ამ დროისთვის ავარიის შედეგად დაშავებულებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ექიმების შეფასებით, არც ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმე არ არის. გოგა ბერიძე იმყოფებოდა შემთხვევის ადგილას. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/06/avaria.jpg itvს ლინკი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts