planetanews Posted June 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 8, 2010 საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება, დღეს ბერნარ კუშნერი ივნისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქმიან ვახშამზე მიიღებს. საფრანგეთის საგარეო უწყების ცნობით დაგეგმილია პრეზიდენტების შეხვედრაც. ამ შეხვედრის შესახებ ორივე მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრის ზუსტი დრო. სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში 9 ივნისს სრულდება. ”ეს ვიზიტი იმის შესაძლებლობაა, რომ კიდევ ერთხელ გამოვუცხადოთ საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა და განვამტკიცოთ ფრანგულ–ქართული ურთიერთობები, რაც სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს. ესენია: თანამშრომლობა შიდა უსაფრთხოების საკითხებზე, ავღანეთში ფრანგული ნაწილების დისლოკაციის ადგილას საქართველოს 172 სამხედრო პირის სამსახური, რეგიონში გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარებისთვის განზრახულობათა დეკლარაციების გაფორმება. გარკვეულწილად განხილული იქნება ასევე ეკონომიკური და კომერციული თანამშრომლობის პერსპექტივები. დღის წესრიგში დგას ისეთი თემების განხილვა, როგორებიცაა საქართველოს ურთიერთობის გაღრმავება ევროკავშირთან, რასაც საფრანგეთი აქტიურად უჭერს მხარს, ისევე როგორც სხვა აქტუალური საერთაშორისო საკითხები” - აცხადებს საფრანგეთის საგარეო უწყება. ” საფრანგეთი კვლავ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში” - ნათქვამია განცხადებაში. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts