Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ბენიტესი დღეს გაფორმდება


Recommended Posts

 

 

http://cdn.wn.com/ph/img/e8/6e/445df59f8b7a8f2539ff4d4bf3c5-grande.jpg

 

დღეს ბენიტესი “ინტერთან” 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.მილანის “ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ და “ლივერპულიდან” წასულმა რაფაელ ბენიტესმა შეთანხმებას მიაღწიეს.

იტალიური კლუბის ხელმძღვანელი აცხადებს – თითქმის ყველა საკითხი მოგვარებულია და კონტრაქტი ოფიციალურად სამშაბათს (ანუ დღეს) გაფორმდებაო.

მორატისვე თქმით, მოლაპარაკების პროცესში არანაირი დაბრკოლება არ შექმნილა და მხარეებმა საერთო ენის გამონახვა მალევე შეძლეს. იტალიური პრესის ინფორმაციით, ბენიტესი “ინტერთან” 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო მისი წლიური ანაზღაურება 5 მილიონი ევრო იქნება.

“პრინციპში, ხელშეკრულება უკვე მზად გვაქვს. მხოლოდ ხელმოწერების დასმა დაგვრჩა და ამ პროცედურასაც მალე შევასრულებთ”, – განაცხადა მორატიმ.

შეგახსენებთ, რომ “ლივერპულში” გატარებული 6 სეზონის შემდეგ, ბენიტესმა “მერსისაიდული” კლუბი გასულ ხუთშაბათს დატოვა. თუმცა, როგორც ჩანს, მას უქმად ყოფნა დიდხანს არ მოუწევს.

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...