Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი საფრანგეთში, იქ ვლადიმერ პუტინის ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/afp_logo.jpg

 

პარიზი – საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ოთხშაბათის ჩათვლით ოფიციალური ვიზიტით პარიზში იმყოფება, სადაც თავის შეშფოთებას გამოთქვამს ფრანგული სამხედრო გემის „მისტრალის“ რუსეთისთვის მიყიდვის გეგმაზე, საფრნგეთში ვლადიმერ პუტინის ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე. 

 

მისი პრესსამსახურის განცხადებით, ბატონი სააკაშვილი, რომელიც საფრანგეთში კვირას ჩამოვიდა, სამშაბათს პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შეხვდება. ის მოლაპარაკებებს გამართავს პრემიერ–მინისტრ ფრანსუა ფიიონთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ბერნარ კუშნერთან.

 

საქართველო შეშფოთებულია რუსეთისთვის  ვერტმფრენმზიდ „მისტრალის“ მიყიდვის გეგმით, რომლის საშუალებითაც რუსეთს სურს საკუთარი შეიარაღებული ძალების ქმედუნარიანობის ამაღლება, სამხედრო მოქმედებების დროს, საკუთარი დესანტის გადასროლის ოპერაციების სწრაფად განხორციელება.

 

თებერვალში პარიზში რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ვიზიტის შემდეგ ამ გემის შესყიდვა პარიზსა და მოსკოვს შორის „ექსკლუზიური მოლაპარაკებების“ საგნად იქცა.  რუსეთს ერთი ეგზემპლიარის შესყიდვა და დამატებით სამი გემის საკუთარ გემთსაშენებში აგება სურს.  

 

ამ თემაზე მოლაპარაკებები, რაც ასევე იწვევს ბალტიის ქვეყნების შეშფოთებასაც, ხუთშაბათს და პარასკევს რუსეთის პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინის პარიზში ვიზიტის ფარგლებშიც გაგრძელდება.

 

საფრანგეთში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ეკონომიკურ საკითხებზე მოლაპარაკებებსაც მოიცავს. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა, ორშაბათს, თავის ფრანგ კოლეგა ჟან–ლუი ბორლოოსთან ერთად, ხელი უნდა მოაწეროს დეკლარაციას, რომელიც განახლებადი ენერგეტიკის სფეროში, რამდენიმე გეგმის განხორციელებას ითვალისწინებს.

 

სამშაბათს, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური კვლევების ისნტიტუტში კონფერენციის გამართვას გეგმავს, რომელსაც ხუთასამდე მონაწილე დაესწრება.

 

2008 წლის აგვისტოში, საქართველო და რუსეთი, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონზე კონტროლისთვის, ერთამნეთს ომში დაუპირისპირდნენ. საფრანგეთს, რომელიც მაშინ ევროკავშირს თავჯმდომარეობდა, კონფლიქტის სწრაფად დასრულების მიზნით, შუამავლის სახით ჩაერთო.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...