planetanews Posted June 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/france-diplomatie.jpg 6–9 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბერნარ კუშნერი პრეზიდენტს 8 ივნისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქმიან ვახშამზე მიიღებს. ეს ვიზიტი იმის შესაძლებლობაა, რომ კიდევ ერთხელ გამოვუცხადოთ საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა და განვამტკიცოთ ფრანგულ–ქართული ურთიერთობები, რაც სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს. ესენია: თანამშრომლობა შიდა უსაფრთხოების საკითხებზე, ავღანეთში ფრანგული ნაწილების დისლოკაციის ადგილას საქართველოს 172 სამხედრო პირის სამსახური, რეგიონში გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარებისთვის განზრახულობათა დეკლარაციების გაფორმება. გარკვეულწილად განხილული იქნება ასევე ეკონომიკური და კომერციული თანამშრომლობის პერსპექტივები. დღის წესრიგში დგას ისეთი თემების განხილვა, როგორებიცაა საქართველოს ურთიერთობის გაღრმავება ევროკავშირთან, რასაც საფრანგეთი აქტიურად უჭერს მხარს, ისევე როგორც სხვა აქტუალური საერთაშორისო საკითხები. ჩვენ შევეხებით ასევე საქართველოში 2008 წლის კონფლიქტის შედეგებს. საფრანგეთი მხარს უჭერს ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელებას, რომლის უახლოესი რაუნდი 8 ივნისს გაიმართება. საფრანგეთი კვლავ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ვიზიტის დროს, საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება რესპუბლიკის პრეზიდენტს, პრემიერ–მინისტრს და სახელმწიფო მინისტრს, მინისტრებს ეკოლოგიის, ენერგეტიკის, გრძელვადიანი განვითარების და ზღვის დარგში მწვანე საფარის შენარჩუნების ტექნოლოგიებსა და კლიმატის საკითხებზე მოლაპარაკების მიზნით. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts