Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge გერმანია და რუსეთი ევროკავშირის უსაფრთხოების ახალი კომიტეტის შექმნის ინიციტივით გამოდიან


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/euobserver.jpg

 

ენდრიუ რეტმანი  

 

ბრიუსელი – გერმანია და რუსეთი ევროკავშირს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე უსაფრთხოების ახალი ფორუმის შექმნისკენ მოუწოდებენ ისეთი პრობლემების მოგვარებისთვის, როგორიც მაგალითად დნესტრისპირეთია.

 

შაბათს (5 ივნისს) გერმანიის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი და რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი გერმანიის დედაქალაქიდან 40 კილომეტრში მდებარე  მეზებერგის სასახლეში ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივ კონფერენციაზე ინიციტივით გამოვიდნენ.

 

„ახლა ბრიუსელში წარმომადგენელთა კომიტეტი ფუნქციონირებს, რომელიც უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტაზე მუშაობს“, – განაცხადა ქალბატონმა მერკელმა, რომელიც ევროკავშირის საბჭოსთან არსებულ უსაფრთხოების და პოლიტიკის საკითხების კომიტეტს (PSC) გულისხმობდა. „ამ კომიტეტის განვითარება შესაძლებელია იმისთვის, რომ მას რეგულარული და მუდმივი კონტაქტი ჰქონდეს არამხოლოდ წარმომადგენელთა დონეზე, არამედ, ევროკავშირს და რუსეთს შორის, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზეც“.

 

მან დასძინა, რომ ბერლინი ამ იდეას ბრიუსელში, სამშაბათს  PSC–ს მომავალ შეხვედრაზე წარმოადგენს, რათა „ამგვარი მექანიზმის“ შექმნა „დაიწყოს“.

 

პრეზიდენტმა მედვედევმა იდეას მხარი დაუჭირა. მან განაცხადა: „ჩვენ უნდა შევქმნათ სპეციალიზირებული ფორუმი, სადაც შესაძლებელი იქნება საერთაშორისო უსაფრთხოების მიმდინარე საკითხებზე მოსაზრებათა გაცვლა. ჩვენ შეგვიძლია ასევე თანამშრომლობის სხვადასხვა სამართლებრივ ასპექტებზე რეკომენდაციების მომზადება“.   

 

მხარეებმა დნესტრისპირეთი ახსენეს, მოლდავეთის მიწის ნაწილი, რომელსაც პრორუსული ორიენტაციის აჯანყებულები აკონტროლებენ და სადაც რუსეთის ბაზაა განთავსებული,  როგორც ერთგვარი პრობლემა რომელთან შეჯახებაც ახალ კომიტეტს მოუწევს.

 

„ჩვენი იდეის მოსინჯვა კონკრეტულ მოვლენებზე შეიძლება, რომლებიც ჩვენ აუცილებლად უნდა გადავწყვიტოთ. ჩვენი აზრით, დნესტრისპირეთის სიტუაცია – საკმაოდ ადექვატური მაგალითია“, – განაცხადა ქალბატონმა მერკელმა.

 

მეზებერგში შეხვედრის დროს ორი ლიდერი და მათი მთელი რიგი მრჩევლები დახურულ კარს მიღმა 10 საათის განმავლობაში თათბირობდნენ, იუწყება გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA.

 

ქალაქ როსტოვი–დონზე ევროპულ–რუსული სამიტის გამართვიდან კვირაზე ნაკლები დრო გავიდა, რომელზეც ევროკავშირმა არ მიიღო რუსეთის წინადადება უვიზო გადაადგილებაზე შეთანხმების დაჩქარებულ გაფორმებაზე, და რომელზეც მხარეებმა ვერ შეძლეს დეტალური მემორანდუმის შემუშავება რუსეთისთვის, მისი ეკონომიკის მოდერნიზებაში ევროკავშირის დახმარებაზე.

 

შაბათს, მედვედევი ცდილობდა ვიზების საკითხის წამოწევას.

 

„ჩვენი მოქალაქეებისთვის, რუსეთის მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი ამ საკითხში ჩვენ წინსვლას მივაღწევთ, ის შეცვლის ჩვენს ცხოვრებას. ეს ჩვენ ნამდვილ პარტნიორებად გვაქცევს“, – განაცხადა მან.

 

გაურკვეველი რჩება, იყო თუ არა უსაფრთხოების კომიტეტის შექმნის წინადადება, რომელიც გულისხმობს რეგულარულ შეხვედრებს საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს კეტრინ ეშტონს და მის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შორის, განხილული ეშტონის კაბინეტთან.

 

„ჩვენ იმედი გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ეს მთლიანობაში ევროკავშირზე დადებითად აისახება“, – განაცხადა ქალბატონმა მერკელმა.

 

ჟურნალისტების კითხვებზე, რატომ განიხილებოდა საკითხი ორმხრივ შეხვედრაზე და არა ევროკავშირის დონეზე, დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ გერმანიას და რუსეთს აქვთ პარტნიორული თანამშრომლობის „ხანგრძლივი“ ისტორია.

 

„ყველა იდეას მისი ფუძემდებლები ჰყავს, რომლებიც მათ განამტკიცებენ და წინსვლას უწყობენ ხელს. ამ თვალსაზრისით, მე შეიძლება კარგი იდეების განხილვა ორმხრივი მოლაპარაკებების დროს დავიწყო“, – განაცხადა მან. „ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ბრიუსელს არ ვითვალისწინებთ ან ბრიუსელთან თანამშრომლობის შეცვლა სახელმწიფოებთან თანამშრომლობით გვსურს. უბრალოდ იდეები პირადი ურთიერთობების დონეზე ჩნდება“.

 

ქალბატონმა მერკელმა განაცხადა: „ეს ორმხრივი შეთანხმება არ არის. თუმცა ის ამ მიზანსაც ემსახურება. ყოველთვის არსებობს სიტუაციები, როდესაც ბლოკის ერთი წევრი–სახელმწიფო რომელიმე სფეროში სხვებს ცოტათი უსწრებს ხოლმე“.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...