Jump to content
Planeta.Ge

კახა შარტავა-არჩევნების შემდეგ გადადგმული ნაბიჯების


Recommended Posts

ცოტა არ იყოს დიდი მაგრამ ჩემი აზრით საინტერესო ინტერვიუა, ნუ მოკლედ ვისაც გინდათ წაიკითხეთ :read:

 

-----------------------------------------------------------------------------------------

 

- ბატონო კახა, თქვენ ემზადებოდით პარტიის ყრილობის ჩატარებისთვის, თუმცა, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, სპორტის სასახლის ადმინისტრაციამ ფართის დათმობაზე უარი გითხრათ. სად და როდის გაიმართება "ფორუმის" ყრილობა?

 

- ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები სპორტის სასახლის ადმინისტრაციასთან, მაგრამ სხვადასხვა მოტივით უარს გვეუბნებოდნენ და ბოლოს გვითხრეს, რომ პოლიტიკურ პარტიებს დარბაზს ვერ დავუთმობთ, მათ შორის ვერც მმართველ პარტიასო. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ყრილობა აუცილებლად უნდა ჩავატაროთ და დავიწყეთ სხვა ფართის მოძიება. სპორტის სასახლეზეUუფრო ნაკლები დარბაზი არ გვყოფნის, ამიტომ ახლა მოგვიწევს ლოკომოტივის სტადიონის მოსინჯვა, რომ იქნებ იქ მაინც ჩავატაროთ "ფორუმელების" სრულფასოვანი შეკრება.

 

- რა მიზანს ემსახურება ეს ყრილობა, რა პოლიტიკური გზავნილების გაჟღერება მოხდება თქვენი მხრიდან?

 

- აქ ერთი მხრივ, გაცხადებული იქნება "ფორუმის" ხედვა, როგორ უნდა შეიცვალოს ვითარება ქვეყანაში, როგორ უნდა მოვახერხოთ ის, რომ ეს რეჟიმი აღარ მართავდეს ქვეყანას და როგორი უნდა იყოს საქართველო, როგორც სახელმწიფო. როგორი უნდა იყოს მისი შიდა პოლიტიკური თუ სხვა ტიპის მოწყობა და საგარეო პოლიტიკური ორიენტირები, რაც დამოკიდებული იქნება საქართველოს საერთაშორისო ფუნქციის გამოკვეთაზე. თუ ქვეყანას არ აქვს საერთაშორისო და მინიმუმ რეგიონალური ფუნქცია, მისი სახელმწიფოებრივი არსებობა არ აინტერესებს არავის და შესაბამისად, ტერიტორიული მთლიანობის საკითხიც ასე იქნება ჩამოკიდებული ჰაერში. თუ გამოკვეთე სახელმწიფოს ისეთი ფუნქცია, რომელიც მეტი სარგებლობის მომტანია გარე სამყაროსთვის, ვიდრე დაშლილ-დაქუცმაცებული და დანაწევრებული საქართველო, ეს შეიძლება, იქცეს გარანტად იმისა, რომ ამ სახელმწიფოს მაშინ საკმარისი ტერიტორია სჭირდება თვითრეალიზებისათვის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტიებზე მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს სერიოზული საუბარი. ამიტომ ეს ძირითადი საკითხები, რა ტიპის სახელმწიფო უნდა იყოს საქართველო შინ და გარეთ, უნდა გავიტანოთ სამსჯელოდ. თუმცა ეს სპორტის სასახლის შეკრების ფორმატში უფრო იოლი და კარგი გასაკეთებელი იქნებოდა. რაც შეეხება სტადიონს, იქ შეკრების ასეთ ჩარჩოში ჩატევა შეიძლება ცოტა გაჭირდეს, თუმცა ვეცდებით, რომ ეს პროგრამული საკითხებიც ძირითადად და კარგად გავაშუქოთ. ერთ-ერთი უმთავრესი თემა იქნება საზოგადოების საბოლოო კონსოლიდაცია იმ ამოცანის გადასაჭრელად, რასაც ამ რეჟიმის შეცვლა და ამ მიმართულებით უმოკლეს ვადებში პირველი შედეგის ჩვენება ჰქვია. მოსახლეობამ თავის მრავალწლიანი ბრძოლის "პირველი პოლიტიკური მოსავალი" წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.

 

- კერძოდ?

 

- კერძოდ, ან საარჩევნო გარემოს შეცვლის საკითხი უნდა გადაწყდეს და შეცვლილ გარემოში უნდა ჩატარდეს რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, ან ამ ხელისუფლებას უნდა ჩამოერთვას არჩევნების ჩატარების უფლება საერთოდ. ეს არის ის ამოცანა, რომლის გადაჭრასაც უნდა მოვახმაროთ ჩვენ ყრილობიდან დაწყებული გარკვეული პერიოდი, კონკრეტულად რა და როგორ იქნება, ამას თანდათანობით მივაწვდით საზოგადოებას.

 

- პოლიტიკურ პარტნიორებზე რას გვეტყვით? "ალიანსი საქართველოსთვის" 2012 წლისთვის მზადებაზე გადავიდა, ნინო ბურჯანაძის ირგვლივ ახალი პოლიტიკური ცენტრი ყალიბდება, გიორგი თარგამაძის "ქრისტიან-დემოკრატები" ჯერ ხმამაღლა არაფერს აცხადებენ, მაგრამ როგორც პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, თარგამაძე ახალ სტრატეგიას ირჩევს და უახლოეს მომავალში ეს გუნდი ხელისუფლებას ღიად დაუპირისპირდება...

 

- ჩვენ ამ ეტაპზე არ ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს. ნებისმიერი არჩევნები ამ გარემოში ჩატარებული, დასრულდება ისეთივე შედეგით, როგორც დასრულდა ყველა დანარჩენი. ჩვენ ვიწყებთ იქიდან, რითაც დაწყებული გვაქვს ეს საქმე არჩევნებამდე. ანუ შეთანხმებულია რამდენიმე პარტია საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებული წინადადებების აუცილებლობის თაობაზე, რასაც მხარი დაუჭირა რამდენიმე საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ. მე ვფიქრობ, რომ ეს ჯგუფები უნდა შეიკრიბონ ღიად და საჯაროდ და იქ უნდა გაირკვეს, ვის რა გზა აქვს არჩეული, ვინ ერთგული რჩება ამ ხელმოწერისა და აპირებს ბრძოლის გაგრძელებას და ვინ შეიძლება, გადაიფიქრა და სხვა გზა აირჩია. ყოველ შემთხვევაში, ეს პარტიები საზოგადოების თანდასწრებით უნდა შეიკრიბონ. მე რამდენადაც ვიცი, ამ ათი პარტიის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის განხილვას ეთანხმება "ქართული აკადემია" და კარგი იქნება, თუ იგი იქნება ერთ-ერთი ინციატორი, რომელიც მოუწოდებს ამ დოკუმენტზე ხელმომწერ სუბიექტებს, რომ შევიკრიბოთ და გავარკვიოთ, ვინ რა გზით მიდის. საარჩევნო გარემოს შეცვლისათვის ბრძოლაზე შეთანხმება თუ მოხდება, ამ ბრძოლის წარმოებას დიდი დრო არ დასჭირდება, ზაფხულის განმავლობაში გამოიკვეთება ძირითადი ტენდენცია. შემოდგომის დასაწყისისთვის უკვე ზუსტად გვეცოდინება, შესაძლებელია თუ არა საარჩევნო გარემოს შეცვლის მიღწევა. შეუძლებლობის შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდა მოვახერხოთ და ამ ხელისუფლებას უნდა ჩამოვართვათ არჩევნების ჩატარების უფლება საერთოდ.

 

- ეს შეხვედრა როდის უნდა მოხდეს?

 

- თუ ის პარტიები, რომლებმაც არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა და ჯერ კიდევ დაკავებულები არიან შედეგების გადამოწმებით, გასაჩივრებით და ა.შ. მოიცლიან და მზად იქნებიან, ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ ამ შეხვედრისათვის.

 

- ნინო ბურჯანაძის ახალი პოლიტიკური ცენტრისა და "ეროვნული ფორუმის" ურთიერთობის რა ფორმატი წარმოგიდგენიათ? თქვენ, ალბათ, იცით, რომ ამ მიმართულებით ოპოზიციონერ ლიდერებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს.

 

- ჯერჯერობით, არანაირი ფორმატი არ წარმომიდგენია, საერთოდ არ ვიცი, რა ცენტრზეა საუბარი და ვინ არიან მისი შემადგენელი სუბიექტები. ჯერ უნდა დავინახო ეს ცენტრი. არარსებულ ცენტრთან ურთიერთობაზე ვერაფერს მოგახსენებთ.

 

- ბატონო კახა, რატომ არ ელოდებით 2012 წელს, დამეთანხმეთ, ქვეყნისთვის ბევრად უმჯობესია პოლიტიკური პროცესების კონსტიტუციურ ვადებში წარმართვა...

 

- 2012 წლამდე რა ხდება?

 

- შესაძლოა, ბევრი რამ ხდება, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ 2012 წელზე, როგორც საპარლამენტო არჩევნების წელზე. თუ თქვენ იცით, რა ხდება 2012 წლამდე, მაშინ ეს თქვენ უნდა გვითხრათ.

 

- კი ბატონო, გეტყვით, რაც ხდება. 2008 წელს, როდესაც საპარლამენტო არჩვნები დამთავრდა და სანამ ოპოზიცია და საზოგადოეება გონს მოეგო, ქვეყანაში მოხდა ომი და დაიკარგა საქართველო თითქმის მთლიანად. ასეთი რაღაცეები მოხდება 2012 წლამდე. ამიტომ არ არის ლოდინის დრო. ამ ხელისუფლებას დაწყებული აქვს საქართველოს დაშლის ლეგალიზაციის პროცესი. პირველი ნაბიჯი გადადგა ადგილობრივი არჩევნების დანიშვნით, შესაბამისად, ეს კურსი გაგრძელდება, ამის დიდი ალბათობაა და ჩვენ 2012 წლისთვის არ დაგვრჩება არაფერი, ვინაიდან ამ ხელისუფლებას არჩეული აქვს ასეთი ვექტორი, რომ მათ შემდეგ არ უნდა დარჩეთ არაფერი.

 

- სად არის აქ ლოგიკა?

 

- არის!!! ისინი ისე უნდა წავიდნენ ხელისუფლებიდან, რომ აქ არავინ არ უნდა დარჩეს პასუხის მომთხოვნი და მომკითხავი მათი შეცდომებისა და დანაშაულებისა. შესაბამისად, როდესაც ეს რეჟიმი თავისით წავა, ქვეყანას საკუთარი თავის მართვის რესურსი აღარ ექნება და აქ აღარ იქნება არავითარი აუცილებლობა სხვა ხელისუფლების არსებობისა და ყოფნისა. შესაბამისად, ეს ტერიტორია განწირული იქნება იმისთვის, რომ იმართოს გარედან. გარედან დაინიშნება ამ ტერიტორიების მართვის მენეჯმენტი, აქედან ვალების ამოღების და ყველა რესურსის გაფლანგვა-განიავების.

 

- ხომ არ აჭარბებთ?

 

- ეს არ არის არანაირი ახირება, ისევე, როგორც არ იყო ახირება ჩვენი ბრძოლა ცხინვალის სამხრეთ ოსეთად და კოდორის ზემო აფხაზეთად გამოცხადების წინააღმდეგ. ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ ეს პროცესი ომით დამთავრდებოდა და იქ რუსი დადგებოდა. ასეც მოხდა. არ იყო ახირება ის, რომ არანაირად არ შეიძლებოდა ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნების დანიშვნა იმ რეალობაში, რადგან დაკარგული ტერიტორიების ფონზე, დანარჩენ რეგიონებში არჩევნებზე დათანხმება ნიშნავს იმას, რომ საქართველო გარკვეულწილად ეთანხმება დღევანდელ სტატუს კვოს და თუ ხვალ-ზეგ, რომელიმე სახელმწიფოს რუსეთთან რამე შეთანხმებისთვის დასჭირდება აფხაზეთის აღიარების პროცედურის დაწყება, დაიწყებს ღიად და არგუმენტად ექნება ის, რომ თვითონ ქართველი მოსახლეობა დაეთანხმა ამას, ვინაიდან ის ომის შემდეგ არჩევნებზე წავიდა და ეს არჩევნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გამართულა.

 

- მაგრამ კონსტიტუციაშია განსაზღვრული არჩევნების საკითხი. მისი არდანიშვნის შემთხვევაში ოპოზიციას სერიოზული პრეტენზიები ექნებოდა ხელისუფლების მიმართ.

 

- კარგად გაგახსენდათ კონსტიტუცია. ამ ხელისუფლების პირობებში თქვენი მხრიდან კონსტიტუციაზე საუბარი სერიოზული მოქალაქეობრივი ვაჟკაცობაა. კონსტიტუციის მიხედვით, არჩევნები უნდა ჩატარებულიყო შემოდგომაზე და გადმოწეულ იქნა ეს არჩევნები იმიტომ, რომ ხელისუფლებას ჰქონდა სერიოზული კრიზისი და ელოდებოდა საკმაოდ მძიმე შემოდგომა. 2010 წლის შემოდგომა, რასაც ჩვენ ვამზადებდით თვეების განმავლობაში, ანუ რეგიონების ჩართვას იმ საერთო-საპროტესტო პროცესში, რომელიც დაიწყო თბილისმა მანამადე, ჩაიშალა სწორედ ადგილობრივი არჩევნების გაზაფხულზე გადმოტანით და ამით ხელისუფლებამ მოიგო ერთი წელი.

 

- თქვენი პოლიტიკური პარტნიორები წავიდნენ ამ არჩევნებში...

 

- დიახ, ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები წავიდნენ ამაზე.

 

- არ იცოდნენ თქვენი გეგმის შესახებ?

 

- რა თქმა უნდა, იცოდნენ.

 

- მაშინ მათი ნაბიჯი საერთო გეგმის ღალატად შეიძლება ჩაითვალოს.

 

- ეს არ იყო საერთო გეგმა.

 

- საერთო ინტერესი დავარქვათ, ოპოზიციას ხომ ამ ხელისუფლების შეცვლა უნდოდა და უნდა ახლაც. ეს ხომ ყველას ინტერესში შედის?

 

- როგორც ჩანს, საერთო ინტერესიც არ ყოფილა, როგორც აღმოჩნდა, რომ ყველას თავის ინტერესი ჰქონდა.

 

- მათი არჩევნებში მონაწილეობის ინტერესი რა იყო?

 

- დაფიქსირდა რაც იყო - ზოგმა ჩათვალა, რომ გარკვეულ წარმატებას მიაღწია, გაცილებით მეტი პროცენტი აქვთ, ვიდრე ჰქონდა გუშინ, რამდენიმე ადამიანი შევიდა საკრებულოებში და ეს არის მათთვის წარმატება. ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამ აიღო ლიცენზია პოლიტიკაში დარჩენისა და სერთიფიცირებისა და ლიცენზირების პროცედურა გაიარა. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია პარტიებისათვის, განსაკუთრებით, ჩვენს მდგომარეობაში მყოფი პარტიებისათვის, დაფინანსების შენარჩუნება და მიღება შედეგების მიხედვით და ეს შედეგები აქვს ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას.

 

- ანუ მათი მხრიდან არჩევნებში მონაწილეობა ძალიან მოკლევადიანი გათვლა იყო?

 

- მე ვფიქრობ, რომ არც ერთი ოპოზიციური სუბიექტი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობდა, სერიოზულად არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ გაიმარჯვებდა. მე ვფიქრობ, რომ ყველამ ყველაფერი წინასწარ იცოდა.

 

- ის, რაც იყო, უკვე წარსულია, მომავალზე ვისაუბროთ.…ვისთან ერთად მიდის "ეროვნული ფორუმი" ახალ ბრძოლაში და, თუ რჩება მარტო, მერე როგორი იქნება მისი სტრატეგია?

 

- მერე რას ვაპირებთ, გამოჩნდება მას შემდეგ, რაც დღევანდელ კონფიგურაციას დავინახავთ. ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, რა ბრძოლასაც ახლა ვიწყებთ, ვინ მოდის ჩვენთან ერთად. თუ მარტო რჩება "ეროვნული ფორუმი", და ეს გაირკვევა უახლოეს მომავალში, ჩვენს ყრილობამდე, მაშინ შემოგთავაზებთ, რა და როგორ იქნება. ჯერჯერობით, არ ჩანს, როგორი პოლიტიკური კონფიგურაცია იქნება. რაც შეეხება დაუმორჩილებლობებს და ხავერდოვან რევოლუციებს, მე ვამბობ, რომ შედეგის მიღწევა თუ გვინდა, ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. თუ რეჟიმს ძალაუფლების დაკარგვის პოლიტიკურ საფრთხეს არ უქმნი, ის არასდროს არაფერს დაგითმობს. ამ მზადყოფნისთვის პრობლემას არ წარმოადგენს რაღაც ორგანიზაციული, სტრუქტურული თუ ფუნქციური საკითხები. ამის ორგანიზება შეიძლება, მთავარი სურვილია. დღეს ეს ძნელი დასანახია, რადგან ქვეყანაში, სადაც მოქალაქეებმა აბსოლუტურად არასაჭირო და არანაირი შედეგის მომატან არჩევნებზეც კი ვერ და არ თქვეს უარი, ძალიან ძნელია დაუმორჩილებლობაზე იფიქრო. ჩვენ ისეთი სწორი პროცესების დაწყება უნდა მოვახერხოთ, რომელსაც მხარდაჭერა გაუჩნდება ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც და ეს მხარდაჭერა მოიტანს იმის შესაძლებლობას, რომ ილაპარაკო სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე და საერთო ეროვნულ ყრილობაზე. მორჩილებასაც და დაუმორჩილებლობასაც ერთი და იგივე ინსტრუმენტი მართავს - თვითგადარჩენის ინსტიქტი. თუ ადამიანი გრძნობს, რომ იღუპება რაღაცის გამო, მზად არის, რომ იმას დაემორჩილოს, მაგრამ თუ ხვდება, რომ მორჩილებით კიდევ უფრო იღუპება, მერე მზად არის, არ დაემორჩილოს. ეს უნდა გააცნობიეროს საზოგადოებამ და ჩვენ უნდა მივეხმაროთ იმის გაცნობიერებაში, რომ მორჩილებით კიდევ უფრო ვიღუპებით. ამის გაცნობიერების შემთხვევაში კი, იგი საყოველთაო მორჩილებიდან საყოველთაო დაუმორჩილებლობაზე გადავა.

 

- ეს ცოტა ძნელი ხომ არ იქნება?

 

- ცოტა ძნელი კი არა, ძალიან ძნელი იქნება. იოლი არის ის, რასაც აკეთებს ეს რეჟიმი და, თუ ეს იოლი არის მისაღები საზოგადოებისათვის, ვიდრე ის ძალიან ძნელი, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, მაშინ ეს ხელისუფლება არის აქ და იქნება მანამდე, სანამ სული არ ამოხდება ან რეჟიმს, ან საქართველოს.

 

- თქვენ კონკრეტულად არ მიპასუხეთ, თუ დანარჩენი ოპოზიცია არ წამოვა თქვენთან ერთად ახალ პოლიტიკურ ბრძოლაში, მარტო "ფორუმი" ეყოფა ამ ბრძოლას?

 

- გიპასუხეთ ამაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ, თუ ყრილობამდე გამოჩნდა კონფიგურაცია პარტნიორებისა, დაჯგუფებისა და ა.შ. ყრილობაზე გაცხადდება ის, რომ ვიღაცასთან ერთად ვაკეთებთ, თუ არადა, ფორუმი მიდის თავის გზით და აკეთებს იმას, რაც დაიწყო. იქნება საკანონმდებლო ინიციატივის ფორმატიც, ხელმოწერების შეგროვება და ხელისუფლებისთვის შეგზავნა, საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება და მოსახლეობის მობილიზაცია იმისათვის, რომ ჩვენ დაწყებული საქმე მივიყვანოთ ბოლომდე.

 

- საზოგადოების მზაობის შკალა განსაზღვრული გაქვთ?

 

- საზოგადოების მზაობის შკალა აჩვენა ადგილობრივმა არჩევნებმა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ვინც წავიდა არჩევნებზე, იცოდა, რომ ამ არჩევნებს აზრი არ აქვს. იცოდა, რომ ვერ მოიგებდა. იცოდა, რომ გარემო არ არის თავისუფალი. იცოდა, რომ სიები არ ვარგა, ცესკო არ ვარგა და ა.შ. მაგრამ მაინც წავიდა არჩევნებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას ცვლილების ძალიან დიდი სურვილი აქვს და ყველაფერში ეძებს იმედს - მათ შორის უიმედოში და ეს უნდა გამოიყენო. გარდა ამისა, აჩვენა შემდეგი - ხელისუფლებამ რა პროცენტებიც აიღო, მას თუ შევადარებთ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, რეჟიმის მხარდაჭერა თბილისში 28%, საქართველოს მასშტაბით კი 30%-ია. ტოტალური მობილიზების შემთხვევაში, ეს არის მაქსიმუმი, რაც შეძლო ხელისუფლებამ. დანარჩენი 70% არის რეზერვი ოპოზიციის, რომელიც უნდა გამოიყენოს. შეძლებს თუ არა ამას ოპოზიცია, იმაზეა დამოკიდებული, რისი თავი აქვს და, თუ არ აქვს, მაშინ იქნება პოლიტიკურ ტივტივში წლების განმავლობაში.

 

- და რისი თავი აქვს ოპოზიციას?

 

- არჩევნების დასრულების პერიოდში ოპოზიციის მიერ გადადგმული ნაბიჯების და არჩევნების შეფასებების მიხედვით გამოჩნდება, რისი თავი აქვს ოპოზიციას.

 

- ანუ ჯერ ამაზე ლაპარაკი ცოტა ძნელია?

 

- ჯერჯერობით, ამაზე ლაპარაკი ცოტა ძნელია. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც რაღაც პროცენტები მიიღო ამ არჩევნებში, მოუწევს საკუთარ სტრატეგიაზე დაფიქრება, რადგან პროცენტებს როგორც აგროვებ, ასევე ადვილად კარგავ. ისინი უნდა დაფიქრდნენ, მხარდაჭერის გაზრდისთვის რა უფრო გამოადგებათ, აქტიური ბრძოლა რეჟიმთან, თუ მასთან თანამშრომლობა. პასიურობის და რეჟიმთან დაახლოების შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ იმ მხარდაჭერის დიდ ნაწილს, რაც მათ ჰქონდათ არჩევნებამდე, დაკარგავენ. დაკარგვის შემთხვევაში "ეროვნული ფორუმი" ეცდება ეს ხალხი ხელისუფლებისკენ კი არ გაუშვას, იმ პროცესისკენ წამოიყვანოს, რომელიც საზოგადოების კონსოლიდაციას შეუწყობს ხელს. თუ არჩევნებში მონაწილე სუბიექტები ჩათვლიან, რომ მათთვის აქტიური ბრძოლა საარჩევნო გარემოსთვის, რიგგარეშე არჩევნებისა და სხვა საკითხების გადაჭრისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიქნებით პარტნიორები. თუ გადავლენ პასიურ რეჟიმში და იოცნებებენ მომავალ წლებზე, 2012-ზე, 2015-ზე და 2020-ზე და შეეცდებიან, რომ ის შეინარჩუნონ, რაც მიიღეს, ჩვენ პარტნიორები ვერ ვიქნებით და არა მგონია, რომ იმის შენარჩუნება მოახერხონ, რაც ახლა აქვთ.

 

პროპაგანდისტული მანქანა, ჯერჯერობით, წარმატებულად მუშაობს ოპოზიციის წინააღმდეგ. "ეროვნული ფორუმი" მზად არის იმისთვის, რომ ხელისუფლება თქვენი იმიჯის შელახვას შეეცდება?

 

- რომელ საზოგადოებაში უნდა შელახონ ჩვენი იმიჯი?! ამ საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ამ რეჟიმისთვის მისაღები პოლიტიკური ძალა მათი გულშემატკივარი არ არის. ამ რეჟიმის მიერ მტრად გამოცხადებული ძალა საზოგადოების მტერი კი არა, უფრო მოყვარეა!

 

- გარე სამყაროზე გადავიდეთ. ჩემი ინფორმაციით, თქვენ ბევრი შეხვედრა გქონდათ როგორც საერთშორისო ორგანიზაციების, ისე დიპკორპუსის წარმომადგენლებთან...

 

- მარტივი შეთავაზება გვქონდა ჩვენ ამ თვეების განმავლობაში გარე სამყაროსთვის და იმასვე ვთავაზობთ ახლა. „ფორუმი“ რას ითხოვს? - ვინმეს მოკვლას, დახვრეტას, გადაგდებას? ფორუმი ითხოვს სამართლიან საარჩევნო გარემოს და იმ წინადადებებს, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ გარე სამყაროს, რასაც ყველა დაეთანხმა.

 

- მაგრამ თქვენი შეთავაზება ხელისუფლების შეცვლას ნიშნავს, ვინაიდან სამართლიანი საარჩევნო გარემოს პირობებში ამ ხელისუფლების კიდევ გამარჯვების შანსი ობიექტურად ძალიან დაბალია.

 

- ორი ვარიანტი არსებობს - ან ცვლი ხელისუფლებას და მერე ცვლი გარემოს, ან ჯერ ცვლი გარემოს და მერე შეცვლილ გარემოში ცვლი ხელისუფლებას - უნდა აირჩიოს საზოგადოებამ. რომელი ურჩევნია და უნდა აირჩიოს მათ შორის გარე სამყარომაც. ჩვენ ორივესთვის ვართ მზად, ერთადერთი იმისთვის არ ვართ მზად, რომ ამ რეჟიმს შევეგუოთ კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში.

 

- ისე, მიხეილ სააკაშვილიც არ არის მზად გადადგომისთვის... და იმისთვის, რომ დარჩეს, ყველა რესურსს გამოიყენებს და თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ამ გუნდის პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები იმისთვის, რომ დარჩეს ხელისუფლებაში, რბილად რომ ვთქვათ, კორექტული და ზნეობრივი არ არის...

 

- ვიცით, მაგრამ მიხეილ სააკაშვილზე და მის ქმედებებზე აპელირება სწორედ იმ საყოველთაო მორჩილებისა და ინფანტელიზმის გამოხატულებაა, რომლის გამოც ასე იოლად გვმართავს ეს რეჟიმი.

 

- გეთანხმებით, ოპოზიცია დღემდე ხელისუფლების მოედანზე თამაშობს და აგებს...

 

- მიხეილ სააკაშვილის გადასაწყვეტი აღარ უნდა იყოს, როდის ჩატარდება არჩევნები და როგორ გარემოში. ერთხელ და სამუდამოდ, საზოგადოებამ და ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს ეს. თუ საზოგადოებას ამის თავი არ ექნება, მაშინ ეყოლება მიშა.

 

- უცხოელი პარტნიორების პოზიცია როგორია?

 

- მათი დამოკიდებულება მარტივია - ისინი თვეების განმავლობაში მზად იყვნენ მხარდაჭერა აღმოეჩინათ ოპოზიციისთვის საარჩევნო გარემოს შეცვლისათვის ბრძოლაში. ერთადერთი შეკითხვა ჰქონდათ - თავად ოპოზიცია იბრძოლებს თუ არა. ოპოზიციამ განაცხადა, რომ ნებისმიერ პირობებში მზად არის, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და ამით დაამთავრა ეს ბრძოლა. საერთაშორისო ორგანიზაციები და ყველა სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჩვენი წინადადებები სამართლიანია და მზად არიან მხარი დაგვიჭირონ, თუ ოპოზიცია და საზოგადოება ამისთვის იბრძოლებს. ოპოზიციამ და საზოგადოებამ ამ ბრძოლაზე უარი თქვა, იმიტომ რომ დაეთანხმა სააკაშვილის პირობებით არჩევნებში მონაწილეობას.

 

- მაგრამ იგივე დასავლეთი ოპოზიციას არ დაუდგა გვერდით გასული წლის გაზაფხულის პროტესტის დროს...

 

- არც ექნებოდა ამ პროტესტს მხარდაჭერა, ვინაიდან არასწორი ბრძოლა იყო და ამ ბრძოლაში მოთხოვნა იყო "გადადექი". "გადადექის" დასავლეთში, რა თქმა უნდა, არავინ დაეთანხმებოდა. მითუმეტეს, რომ სააკაშვილის გადადგომის შემთხვევაში ოპოზიციაც არ იყო მზად პასუხისმგებლობის ასაღებად.

 

- "ფორუმი" მზად არის პასუხისმგებლობის ასაღებად?

 

- "ფორუმის" პოლიტიკური გუნდი არ არის სრულყოფილი და საკმარისი იმისათვის, რომ პოლიტიკური პროცესი წარმართოს დამოუკიდებლად. პოლიტიური პროცესი ნიშნავს დამატებითი, უამრავი მიმართულების გაჩენას, რომელიც თითო ადამიანით მაინც უნდა შეავსო და ეს ადამიანები უკვე ცნობილი და მისაღები უნდა იყოს საზოგადოებისათვის.

 

- პირობითად რომ დავასახელოთ, "ტვინიანი კაცების" რა თანაფარდობაა სახელისუფლო და ოპოზიციურ ფლანგებზე?

 

- ტვინიანი კაცები ერთნაირად არიან ორივე მხარეზე. გონიერი ხალხი ოპოზიციაშიც არის და ხელისუფლებაშიც. აქ ლაპარაკია პრინციპებზე.

 

- ანუ თანმიმდევრულობის შემთხვევაში ოპოზიციას შეუძლია მთავარი პოლიტიკური ბრძოლა საკუთარ მოედანზე აწარმოოს?

 

- თუ მოისურვებს, კი. მე ოპოზიციის სურვილში მეპარება ეჭვი. აქ საქმე გვაქვს ასეთ რამესთან - როდესაც არ არსებობს ერთი გამოკვეთილი ფიგურა, ერთი ლიდერი, რომელიც აერთიანებს მთელ ქვეყანას და იწყებს პროცესებს, ასეთ შემთხვევაში დანარჩენებს, ჩვეულებრივებს, გვიწევს კრებითი ლიდერით პროცესების დაწყება. კრებითი ლიდერის ორგანიზებას სჭირდება გამბედაობა და მზადყოფნა პასუხისმგებლობის აღებისა. მარტო ტვინი და ჭკუა ამას არ ყოფნის. მე ოპოზიციაში ასეთი ტიპის გამბედაობას, ჯერჯერობით, ვერ ვხედავ. ნურავის ეწყინება, მაგრამ გაცილებით უწყინარი და უსაფრთხოა ბევრისთვის ის, რა ინიციტივებსაც შესთავაზებს ხელისუფლება, რომელიც ჯერ ცოტას მოაპოვებინებს, მერე კიდევ ცოტას და მერე ამ მოპოვებულის შენარჩუნებას შესთავაზებს. გარდა ამისა, ოპოზიცია, ძირითადად, გარე-გარე ყურებას მიეჩვია. ცდილობენ, ისეთი ნაბიჯები გადადგან, რომ კეთილგანწყობილი რეაქცია წამოვიდეს გარედან, მაგრამ გარედან არავინ გეტყვის, რომ რაღაც კარდინალური ზომები უნდა მიიღო. თუ ამ ზომების მიღების თავი გაქვს, ვერც ერთი გარე სამყაროს წარმომადგენელი ვერ აცდება იმის აღირებას, რაც სწორია და რაც იმარჯვებს. მაგრამ ამას სჭირდება არა მარტო ტვინი და გონიერება, როგორც თქვენ ბრძანეთ, არამედ გამბედაობა და შნო.

 

- და გარკვეულ ამბიციებზე უარის თქმა...

 

- გააჩნია რას გულისხმობს და რაში ეტევა ეს ამბიცია. ზოგის ამბიცია არის, რომ რაღაც პროცენტს მიაღწიოს, დიდხანს იყოს პოლიტიკაში, პარლამენტში ჰყავდეს წარმომადგენელი და ა.შ. ზოგის არის ეფემერული ამბიცია, რომ საუკეთესოდ ჩათვალა თავი და ზოგისთვის კიდევ ამბიცია არის ის, რომ საქართველო უნდა აღდგეს აფხაზეთში და აფხაზეთი - საქართველოში და ცხინვალი - საქართველოში და საქართველო - ცხინვალში.

 

- თქვენი მესამე ამბიციაა?

 

- ეს არის ჩვენი ამბიცია. ამ ამბიციის რეალიზებას რაც დასჭირდება, ნებისმიერ კონსტიტუციურ ნაბიჯს გადავდგამთ და არავის არ მივცემ იმის უფლებას, რომ საქართველო დამიტოვოს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ახლა არის და კიდევ უფრო უარესეში. სხვებს, ვისაც პოლიტიკური ამბიცია აქვთ, ამ მდგომარეობაშიც და სხვა მდგომარეობაშიც ტივტივის შესაძლებლობა ექნებათ ყოველთვის - საკუთარ სინდისს უნდა გაურიგდე, პრინციპებზე უარი უნდა თქვა და ნებისმიერ რეჟიმსაც გაურიგდები. ნებისმიერი რეჟიმისთვის სასურველი იქნება მართვადი და მოტივტივე ოპოზიციის არსებობა, იმიტომ, რომ ეს კარგი დემოკრატიულობის იმიჯს და ანტურაჟს ქმნის ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. ამიტომ, ნებისმიერი ჩვენგანის ასარჩევია, რა გზას დავადგებით.

 

- გამოსვლადია, მაგრამ ამის გამოყვანას ძალიან სერიოზული მუშაობა სჭირდება.

 

- მუშაობა ერთია და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანია პროცესი და გარკვეული პასუხისმგებლობები, ვინც ამ პროცესში ჩაერთვებიან. რამდენად არის გათვლილი შედეგები - თავის უარყოფითი და დადებითი მხარეებით?

 

- ახლა ხალხის შეწუხებას არავინ აპირებს. ხალხის შეწუხება მოხდება მხოლოდ ბოლო მომენტში. როცა სწორი, შედეგის მომტანი კონსტრუქცია არსებობს, მის განხორციელებას მხოლოდ ბოლო მომენტში სჭირდება სახალხო მხარდაჭერა. სახალხო მხარდაჭერას აკეთებ მხოლოდ იმ ბოლო მომენტში, როდესაც ეს ადამიანები სახლში რომ წავლენ, საკუთარ თავს სხვა რეალობაში, იმ რეალობაში აღმოაჩენენ, სადაც მათ პოლიციელი ვეღარ დაუკაკუნებს კარზე და ვეღარ წაიყვანს ციხეში. მანამდე ჩვენი მხრიდან ხალხის შეწუხება არ მოხდება!

 

- ალბათობა იმისa, რომ ეროვნულ დაუმორჩილებლობამდე მაინც მიხვალთ, არის საკმაოდ მაღალი, ვინაიდან ისეთი საარჩევნო გარემოს შექმნა, რომელიც სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას მოგვცებს, ნაკლებად პროგნოზირებადია.

 

- გამოსვლადია, მაგრამ ამის გამოყვანას ძალიან სერიოზული მუშაობა სჭირდება.

 

- მუშაობა ერთია და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანია პროცესი და გარკვეული პასუხისმგებლობები, ვინც ამ პროცესში ჩაერთვებიან. რამდენად არის გათვლილი შედეგები - თავის უარყოფითი და დადებითი მხარეებით?

 

- ახლა ხალხის შეწუხებას არავინ აპირებს. ხალხის შეწუხება მოხდება მხოლოდ ბოლო მომენტში. როცა სწორი, შედეგის მომტანი კონსტრუქცია არსებობს, მის განხორციელებას მხოლოდ ბოლო მომენტში სჭირდება სახალხო მხარდაჭერა. სახალხო მხარდაჭერას აკეთებ მხოლოდ იმ ბოლო მომენტში, როდესაც ეს ადამიანები სახლში რომ წავლენ, საკუთარ თავს სხვა რეალობაში, იმ რეალობაში აღმოაჩენენ, სადაც მათ პოლიციელი ვეღარ დაუკაკუნებს კარზე და ვეღარ წაიყვანს ციხეში. მანამდე ჩვენი მხრიდან ხალხის შეწუხება არ მოხდება!

 

http://forumi.ge/index.php?option=com_content&task=view&id=24523&Itemid=177

Edited by Blaugranator
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამხელა სტატიის დადებას, არ ჯობდა მოკლე ყველაზე მნიშვნელოვანი დაგედო? რა წაიკითხავს ამდენს)))
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაღAც მსგავსი შარშან წავიკიტხე ამ კაცის...მოკლედ ბანს ტკეპნის -ესაა ჩემი კომენტარი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

ბევრ თემას შეეხო ინტერვიუში, თქვენთვის ალბათ საინტერესო ეს მონაკვეთი იქნება

ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც რაღაც პროცენტები მიიღო ამ არჩევნებში, მოუწევს საკუთარ სტრატეგიაზე დაფიქრება, რადგან პროცენტებს როგორც აგროვებ, ასევე ადვილად კარგავ. ისინი უნდა დაფიქრდნენ, მხარდაჭერის გაზრდისთვის რა უფრო გამოადგებათ, აქტიური ბრძოლა რეჟიმთან, თუ მასთან თანამშრომლობა. პასიურობის და რეჟიმთან დაახლოების შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ იმ მხარდაჭერის დიდ ნაწილს, რაც მათ ჰქონდათ არჩევნებამდე, დაკარგავენ. დაკარგვის შემთხვევაში "ეროვნული ფორუმი" ეცდება ეს ხალხი ხელისუფლებისკენ კი არ გაუშვას, იმ პროცესისკენ წამოიყვანოს, რომელიც საზოგადოების კონსოლიდაციას შეუწყობს ხელს. თუ არჩევნებში მონაწილე სუბიექტები ჩათვლიან, რომ მათთვის აქტიური ბრძოლა საარჩევნო გარემოსთვის, რიგგარეშე არჩევნებისა და სხვა საკითხების გადაჭრისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიქნებით პარტნიორები. თუ გადავლენ პასიურ რეჟიმში და იოცნებებენ მომავალ წლებზე, 2012-ზე, 2015-ზე და 2020-ზე და შეეცდებიან, რომ ის შეინარჩუნონ, რაც მიიღეს, ჩვენ პარტნიორები ვერ ვიქნებით და არა მგონია, რომ იმის შენარჩუნება მოახერხონ, რაც ახლა აქვთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კახა შარტავა - ეგ კაცი , ასე მგონია, 1 კვირა იზეპირებს იმას, თუ რა თქვას, თან მაინცდამაინც არ ესმის რას ამბობს, და ეს დაზეპირებული ყოფნის 1 წელი რომ ილაპარაკოს, სანამ რამე სხვას დაიზეპირებს :) ანუ, გუბაზა მაგასთან შედარებით IQ ტესტს ბევრად უკეთესად გაივლის :D არ გეწყინოთ ფორუმის ბალეშიკებს, სულ რომ არაფერი, აფერისტ პარტიებს მაინც ჯობია ყველას :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აფერისტ პარტიებს მაინც ჯობია ყველას :)

http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ის რომ კვირაში 4 ჯერ პოზიციას არ იცვლის არ ნიშნავს იმას რომ რაღაცას იზეპირებს (იმჰო)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კახა შარტავა - ეგ კაცი , ასე მგონია, 1 კვირა იზეპირებს იმას, თუ რა თქვას,

:018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაღAც მსგავსი შარშან წავიკიტხე ამ კაცის...მოკლედ ბანს ტკეპნის -ესაა ჩემი კომენტარი

+1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზვიადისტებმა რომ უთხრეს ჯაბას ვის გავყვეთო-ჯაბამ უთხრა ტრამვაის გაყევითო.

 

ჩვენ ვის გავყვეთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წელიწადზე მეტია ერ ფორუმი რაღაც განსაკუთრებულ სტრატეგიას გვთავაზობს, და რით არ დაადგა საშველი?!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ჰო წელიწადზე მეტი კი გთავაზობთ მაგრამ თან რომ არჩევნები იყო? არავის რომ არ აინტერესებდა მთელი ეს პერიოდი ეს სტრატეგია? მთლიანად არჩევნებში იყვნენ გადართულები. ასე რომ ფორუმმაც კეთილი ნაბიჯი გადადგა და არავისთვის არ შეუშლია ხელი.

 

ზოგადი გეგმა მგონი იცით რაც არის. კონკრეტულად კი ყრილობაზე აპირებენ განხილვას. მაგრამ მიშმაკები არ უთმობენ სპორტის სასახლეს და ეხლა ლოკომოტივის სტადიონზე აპირებენ მგონი :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...