Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- კარიკატურული ძეგლების კამპანია ზუგდიდში


Recommended Posts

გაზიარება

["ახალი 7 დღე", 18:33 07.06.2010]

http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TA0C94x-ekI/AAAAAAAADvI/2w82d3GflFA/s200/rolandis+dzegli.gifდღეს ზუგდიდის ცენტრში, რაიონის მუნიციპალიტეტის შენობის წინ, სადაც წლების განმავლობაში იაკობ გოგებაშვილის ძეგლი იყო, სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის, როლანდ ახალაიას, კარიკატურული ბიუსტი გაიხსნა. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, რომელიც ცენტრალურმა ტელევიზიებმა არ გააშუქეს, აქციის ოპრგანიზატორმა, „დაიცავი საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა, კახა მიქაიამ, შეკრებილ მოსახლეობას სიახლის შესახებ ამცნო და მოგვიანებით „ახალ 7 დღესთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.

ეს უკვე მეორე ჯილდოა, რომელიც სამეგრელოს მამად წოდებულმა როლანდ ახალაიამ საზოგადოებრივი მოძრაობის წევრებისგან მიიღო. 2010 წლის 10 დეკემბერს მიქაიას და მისი მომხრეების ინიციატივით სამეგრელოში დაწესდა ადამიანის უფლებების დამრღვევთა ჯილდო–მედალიონი, რომელზეც ბენიტო მუსოლინი და ადოლფ ჰიტლერი არიან გამოსახული. ახალაიას მედალიონი საფოსტო გზავნილის მეშვეობით მიუვიდა...

კახა მიქაია, „დაიცავი საქართველო“: „ამ ადგილას რამდენიმე წლის წინ იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი იდგა. ბიუსტი მოიპარეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სკვერი ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარეობს, რაიონის გამგეობის შენობის წინ, მის აღდგენაზე არავის უზრუნია და ეს არც არის გასაკვირი დღევანდელი ხელისუფლების პირობებში.

ჩვენ ხომ სააკაშვილის მმართველობის ხანაში ვცხოვრობთ და ამიტომ, ბუნებრივია, გოგებაშვილის, ლაღიძის, გამსახურდიასა და სხვა გამოჩენილი მამულიშვილების ადგილი უნდა დაიკავონ სააკაშვილის პერიოდში აღზევებულმა ახალაიებმა, გოროზიებმა, ქობალიებმა და სხვებმა. ჩვენც ვუერთდებით ახალი ათასწლეულის გამოწვევას და დღევანდელი ჩვენი ღონისძიებით გვინდა ნაციონალ–ბოლშევიკებს გავეჯიბროთ ზუგდიდში მოღვაწე სასიქადულო მამულიშვილების უკვდაყოფის საქმეში და ამ სკვერში აღვმართოთ პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენის კავალერისა და სასიქადულო შვილების აღმზრდელის, როლანდ ახალაიას, ბიუსტი.

სამეგრელო მაგალითი უნდა გახდეს მთელი საქართველოსთვის ნაციონალ–ბოლშევიზმის დამყარების საშვილიშვილო საქმეში, რადგან სამეგრელო ნაციონალ– ბოლშევიზმის მებაირახტრეა. რევაზ ლაღიძის ქუჩას გრიშა ქობალიას ქუჩა ეწოდა. ჩვენ უფრო შორს უნდა წავიდეთ და სიცოცხლეშივე დავუდგათ როლანდ ახალაიას ძეგლი იქ, სადაც იაკობ გოგოებაშვილის ძეგლი იდგა. ახლა ახალაიებისა და ქობალიების დროა.

ამ ბიუსტსა და დღევანდელ საზეიმო განწყობას არა მხოლოდ სამეგრელოს მოსახლეობასა და მათ წინამძღოლ ნაციონალ–ბოლშევიკებს ვუძღვნით, არამედ ბოლო თვითმართველობის არჩევნებში ხელისუფლების კარიკატურულ დანამატს, თითო კაცით საკრებულოებში გასულ ე.წ. ოპოზიციასაც.

ერთ-ერთი ქრისტიან-დემოკრატის თქმით, არჩევნებში მონაწილეობა ყოფილა მთავარი და არა გამარჯვებისთვის ბრძოლა, თითქოს 30 მაისს საქართველოში არა ადგილობრივი თვოთმმართველობის არჩევნები, არამედ ოლიმპიური თამაშები ჩატარებულიყოს.

ჩვენ მოვუწოდებთ საკრებულოს წევრებს, ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე პირველივე საკითხად იმ სკვერის მიმდებარე ტერიტორიისთვის, სადაც როლანდ ახალაიას ბიუსტი გაიხსნება, როლანდ ახალაიას სახელის მინიჭების საკითხი გაიტანონ.“

 

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-5662937299861102202?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...