planetanews Posted June 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/02/41528948.jpg“სამართლიანი საქართველოსთვის“ 100-მდე წარმომადგენელი სახელფასო დავალიანებას ითხოვს და პარტიას თაღლითობაში ადანაშაულებს. როგორც რადიო “ჰერეთს“ ნოღაიდელის პარტიის წევრებმა განუცხადეს, მათ პროგრამა კარდაკარისთვის სამი თვის განმავლობაში იმუშავეს და საკუთარი თანხებიც კი დახარჯე იმ იმედით, რომ პარტია დაპირებულ ხელფასებს გასცემდა, თუმცა 100-მდე წევრს სამ-სამი თვის ანაზღაურება არ მიუღია. მათივე თქმით, ხელფასების გაცემას ბოლოს მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ კახეთის რეგიონული კოორდინატორი დალი აბაშიძე დაპირდათ, თუმცა უშედეგოდ. როგორც თავად დალი აბაშიძე ამბობს, მათი პარტიის ყველა წევრი სახელფასო დავალიანებას მიიღებს, თუმცა კონკრეტულ ვადებს ვერ ასახელებს. აბაშიძე ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრას უახლოეს დღეებში გეგმავე, რის შემდეგაც ზუსტად ეცოდინება ვალის დაფარვის ვადები. ნოღიდელის პარტიის წევრები სახელფასო დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, პარტიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts