planetanews Posted June 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2010 ლარის ვარდნა, ეკონომიკის ექსპერტების თქმით, ინფლაციის ზრდას და პროდუქტებზე ფასების მკვეთრ მატებას გამოიწვევს. მიუხედავად იმისა, რომ გასული თვის ინფლაციის ოფიცილაური მაჩვენებელი -0,4%-ია, მაკროეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური ფიქრობს, რომ თუ დოლარის კურსი კვლავ გაიზარდა, ივნისის ბოლოს სტატიკისტიკის ეროვნული სამსახური „ვეღარ იამაყებს“ ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით. მაისის თვეში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ინფლაციის მაჩვენებელი -0,4% იყო. „მაისი მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო, მე ვფიქრობ, რომ ივნისში იქნება ინფლაცია“,-ამბობს ხადური. მისი თქმით, ინფლაციას გამოიწვევს, ივნისის თვეში დოლარის კურსის მატება და ქვეყანაში დღევანდელი ეკონომიკური ვითარება. რაც, თავის მხრივ, პროდუქტებზე ფასებს გაზრდის. „გაძვირდება არა მხოლოდ იმპორტირებული პროდუქტები, არამედ ადგილობრივიც“,-ამბობს ხადური. რადგან იმპორტირებულ პროდუქტებზე ფასების ზრდა ადგილობრივ პროდუქციაზეც ფასების მატებას განაპირობებს. ნოდარ ხადური დოლარის კურსის ზრდას რამდენიმე მიზეზს უკავშირებს. დოლარზე მოთხოვნის შემცირების ერთ-ერთი ფაქტორი ინვესტიციებია, რომლის მოცულობაც კლებულობს. ასევე იწურება ის დახმარებები, რომლებსაც საქართველო 2008 წლის ბრიუსელის კონფერენციის შემდეგ ღებულობდა. დარღვეულია ქვეყანაში ექსპორტსა და იმპორტს შორის ბალანსი. „სამწუხაროდ, იმპორტის სასარგებლოდ, ანუ ქვეყნიდან ვალუტა გაედინება, მის შემოდინებაში კი პრობლემაა“,-ამბობს ხადური. ამ წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, რომელსაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს, ექსპორტი 466 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 51 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2009 წელს 399 მილიონი ლარს შეადგენდა ), ხოლო იმპორტი კი 1404 მილიონი ა.შ.შ. დოლარია, 9%-ით მეტი წინა წლის მონაცემებთან შედარებით (შარშან 1283 მილიონი ლარი იყო). „ეროვნულ ბანკს გააჩნია დოლარები, მას შეუძლია დოლარის მიწოდება გაზარდოს და კურსზე გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს. უბრალოდ, დასაანგარიშებელია, რამდენად უღირს ქვეყანას სავალუტო რეზერვების შემცირება. დღეს ეროვნულ ბანკს 2 მილიარდ დოლარზე მეტი სავალუტო რეზერვი აქვს“, - ამბობს ხადური. ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს, როდესაც დოლარის კურსმა მატება დაიწყო, აპრილის შუა რიცხებში, როდესაც 1 დოლარი 1 ლარი და 75 თეთრი ღირდა, თვის ბოლოს კი 1,78 დაფიქსირდა, ეროვნული ბანკი არ ჩაერია ვალუტის კურსის ცვლილებაში. დღეს გამოჩნდება, რა მიმართულებით გააგრძელებს ეროვნული ბანკი მუშაობას, განაგრძნობს „ვერ დანახვის“ პოლიტიკას, თუ გარკვეული ტიპის ჩარევა მოხდება. გასაგებია, რომ კურსი მცურავია, თუმცა მცურავია და არა მხტუნავი.“ პარასკევს, საღამოს, ეროვნულმა ბანკმა დააფიქსირა ლარის მიმართ დოლარის გაცვლის ასეთი კურსი –1 დოლარი 1, 84 თეთრი. ხადურის თქმით, ამან გამოიწვია აჟიოტაჟი ბაზარზე. „შაბათს ბაზარი ოფიციალურად არ მუშაობდა, ამიტომ მოსახლეობამ დაიწყო საკუთარი ლარების მოშორება და დოლარის ყიდვა, ამან გამოიწვია დოლარის კიდევ უფრო გაძვირება.“ თუ შაბათს კურსი 1 ლარი და 95 თეთრი იყო, კვირას –1, 89-მდე ჩამოვიდა. ხადურის თქმით, ბაზარმა შეგუება დაიწყო ახალ წონასწორულ კურსთან, „რაც, ალბათ, 1,90-ია. თუ კურსი კიდევ უფრო გაიზრდება, ეს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას”, ფიქრობს მაკროეკონომიკის ექსპერტი. დღეს, საღამოს, ეროვნული ბანკი გაცვლით კურსს დააფიქსირებს. ამ დროისთვის კი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ინტერნეტ გვერზე 1 დოლარი 1,84 თეთრია. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts