kisa Posted June 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2010 წინასწარი მონაცემებით გამარჯვებული საარჩევნო სუბიექტები ფინანსურ ანგარიშებს ხვალ წარმოადგენენ საბეჭდი ვერსია 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი მონაცემების საფუძველზე გამარჯვებულმა საარჩევნო სუბიექტებმა არჩევნებზე გამოყენებული სახსრების ანგარიში ხვალ შესაბამის საარჩევნო კომისიებს უნდა წარუდგინონ. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საარჩევნო კომისიებში ამ ანგარიშის წარდგენა სწორედ კენჭისყრიდან არა უგვიანეს მე-8 დღეს უნდა მოხდეს. ანგარიშს თან უნდა ახლდეს აუდიტორული დასკვნა და მითითებული უნდა ჰქონდეს საარჩევნო კამპანიის ფონდში ჩარიცხული ფულადი სახსრების წყარო. როგორც „მედიანიუსს“ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განუმარტეს, ანგარიშის წარდგენა, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად, წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერობის გამარჯვებულ კანდიდატსა და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებულ ცალკეულ კანდიდატსაც ევალებათ. თუ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებს საარჩევნო კამპანიისთვის საკუთარი ფონდები ცალკე ჰქონდათ გახსნილი, მაშინ ისინი შესაბამის საარჩევნო კომისიას განკარგული თანხის ანგარიშს პარტიისაგან დამოუკიდებლად წარუდგნენ. თუ ისინი პარტიის საერთო საარჩევნო ფონდიდან ფინანსდებოდნენ, მაშინ ანგარიშს საარჩევნო კომისიაში უკვე კონკრეტული პარტია წარადგენს.http://medianews.ge/index.php/ka/content/34759/ ძალიან მაინტერესებს რა ანგარიშს მიიტანს ნაც მოძრაობა და გიგი უგულავა საარჩევნო კომისისაში კიდე ერთი კითხვა მაქ თუ არ წარადგენენ ან რაიმე რეკლამაცია იქნება ამ ანგარიშის მიმართ, შემდეგ რა მოხდება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2010 kisaძალიან მაინტერესებს რა ანგარიშს მიიტანს ნაც მოძრაობა და გიგი უგულავა საარჩევნო კომისისაშიიმედია მაჭკატელა დაგვეხმარება ინფორმაციის მოწოდებაში... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted June 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2010 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის "ნაციონალურმა მოძრაობამ" 14 მილიონი ლარი დახარჯა .წინასწარი მონაცემების მიხედვით, გამარჯვებულ საარჩევნო სუბიექტებს არჩევნებისთვის გამოყენებული სახრების ანგარიშის წარდგენის ვადა დღეს ეწურებათ.როგორც "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, ზურაბ მელიქიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ინფორმაცია ცესკო-ში უკვე წარადგინეს, რომელიც ორი დღის განმავლობაში გამოქვეყნდება და საჯარო გახდება. მისივე ინფორმაციით, შემოწურულობის სახით "ნაციონალურმა მოძრაობამ" სულ 14 მილიონი ლარი მიიღო, როგორც ფინანსური, ისე არაფინანსური აქტივები სახით.მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობას" თანხა, ძირითადად, თავად "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეწირა.რაც შეეხება არაფინანსურ აქტივებს, ამის ერთ-ერთ მაგალითად მელიქიშვილმა ნაძვის ხეები დაასახელა. ცესკოში რა წაიღეს არ ვიცი... ალბათ ვიშოვიიიი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted June 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2010 ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 700 000 ლარი დახარჯა.წინასწარი მონაცემების მიხედვით გამარჯვებულ საარჩევნო სუბიექტებს არჩევნებისთვის გამოყენებული სახრების ანგარიშის წარდგენის ვადა დღეს ეწურებათ.როგორ ჟურნალისტებს “ქრისტიან-დემოკრატმა” ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, აღნიშნული 700 ათასი ლარიდან ოპერაციული ხარჯებისთვის - საწვავის, კომუნიკაციის, დარბაზების დაქირავებისა და სხვა მსგავსი დანახარჯებისთვის 300 000 ლარი დაიხარჯა, ხოლო ფასიანი პოლიტიკური რეკლამისთვის გაწეული ხარჯი 400 000 ლარს შეადგენს.ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ "ქრისტიან-დემოკრატების" საარჩევნო ფონდის ძირითადი შემომწირველები თავად პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები არიან.ანგარიში ცესკოში “ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ” უკვე წარადგინა და ის საჯარო, დაახლოებიტ ორ დღეში გახდება.ფინანსური ანგარიშები გამარჯვებულმა სუბიექტებმა საარჩევნო კომისიას დღეს 18:00 საათამდე უნდა წარუდგინონ. 30 მაისის ადგიობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, არსებული მომნაცემებით, გამარჯვებულია 5 საარჩევნო სუბიიექტი : "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ; "ალიანსი საქართველოსთვის" ; "გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია - ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანება"; "ეროვნული საბჭო"; ~თოფაძე-მრეწველები დანარჩენნი ჩემ "კვადრატში" არ არიან,,,,,, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted June 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2010 მისივე ინფორმაციით, შემოწურულობის სახით "ნაციონალურმა მოძრაობამ" სულ 14 მილიონი ლარი მიიღო, როგორც ფინანსური, ისე არაფინანსური აქტივები სახით მიიღო თუ ამოიღო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted June 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2010 მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობას" თანხა, ძირითადად, თავად "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეწირა.თავად ამ მოძრაობას ეს ტანხა საიდან აქ? machkatelaჩაიხედე ერთი აუდიტის დასკვნა თუ ახლავს თან ამ "ანგარიშებს"და საერთოდ იკითხე თუ იქნება ეს ინფორმაცია საჯაროძალიან საინტერესო წასაკითხი დოკუმენტები უნდა იყოს წესით ყველაზე მატად კი ის მაინტერესებს რამდენი დაიხარჯა "კოორდინატორებზე" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2010 kisaმელიქიშვილმა აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობას" თანხა, ძირითადად, თავად "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეწირა.აი ეს ვინმემ ამიხსნას რა...პარტიას თავისი შპს აქვს თუ როგორ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted June 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2010 newstudioაი ეს ვინმემ ამიხსნას რა...პარტიას თავისი შპს აქვს თუ როგორ? ეგ საწევროებს და პარტიის წევრების ნებაყოფლობით შენატანებს (სპონსორულ ჰამბავს) გულისხობს.. თეორიულად ასეა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2010 asdsეგ საწევროებს და პარტიის წევრების ნებაყოფლობით შენატანებს (სპონსორულ ჰამბავს) გულისხობს.. თეორიულად ასეა..http://www.youtube.com/watch?v=cAsansFJl_s 2:35 წამიდან უყურეთ ა ამ "ნებაყოფლობით" შემოწირულობებზე პასუხს მიიღებთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დრაკულა Posted June 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2010 machkatela ეს ინფორმაცია საიდან გაქვს? ლინკი, დედ - მამა, ნათესავები, ან სხვა რამე არ მოყვება? მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობას" თანხა, ძირითადად, თავად "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეწირა. აუ ტიპები მაგრა გვეკაიფებიან რა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted June 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2010 kisaთავად ამ მოძრაობას ეს ტანხა საიდან აქ?საიდან და ტუმბოჩკიდან,ხომ გახსოვთ ეს ანეკდოტი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted June 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2010 მიიღო თუ ამოიღო? ამოიღო. აგერ სლოვაკეთში დაარსეს ახალი "დიასპორის ფონდი".ეს ეტყობა 2013 წლის არჩევნებისთვის აგროვებენ ფარას. თუ ამაზე არ მიიხედა ამათი საშველი არ იქნება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted June 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2010 ძუკუსაიდან და ტუმბოჩკიდან,ხომ გახსოვთ ეს ანეკდოტი. ანეკდოტი კი მახსოვს, მაგრამ ეს "ტუმბოჩკა" დეკლარირებული არ აქვთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted June 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2010 kisaმაგრამ ეს "ტუმბოჩკა" დეკლარირებული არ აქვთ? არა მგონია რომელიმე პარტიას დეკლარირებასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნას, მითუმეტეს ნაცებს.ეს უბრალოდ ფორმალურობაა,თორემ ნაცებმა სინამდვილეში რამდენი დახარჯეს, მაგას ვინ დათვლის.ისე მაინტერესებს, კოორდინატორების ხელფასები თუ აქვთ შეტანილი და რა თანხაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted June 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2010 ძუკუისე მაინტერესებს, კოორდინატორების ხელფასები თუ აქვთ შეტანილი და რა თანხაა. მეც ეს მაინტერესბს, ტან ამის დათვლა კი არის შესაძლებელი დაახლოვებით მაინც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.