Jump to content
Planeta.Ge

რა ხდება თრუსოს ხეობაში?


Recommended Posts

asds

მე რას მეჩხუბები კაცო, რუსეთმა სამხრეთ ოსეთი აღიარა იმ საზღვრებში რა საზღვრებშიც იყო საბჭოთა კავშირის დროს. მაშინ მამისონი სამხრეთ ოსეთში შედიოდა..

 

შედიოდა გამოდიოდა არ ვიცი მე!

მამისონზე გზა რაჭიდან შედიოდა და ამათმა ააფეთქეს იქ ხიდი და აჩუქეს ეს უღელტეხილი ომის დამთავრების შემდეგ, მანამდე იქ ქართული მესაზღვრეები იდგნენ.

ესე მეტროფით აქვთ რუსებს ეს თავისი რასსია შეკოწიწებული ერმაკის დროიდან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 111
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Popular Days

lasha1997

ყველაფერი კი არ უნდა გაიმეორო მერე? სამაჩაბლოა ეგ მახრე.

სამაჩაბლო დღევანდელი სამხრეთ ოსეთის მხოლოდ რამდენიმე დასახლებული პუნქტისგან შემდგარ ტერიტორიას ერქვა და არა მთლიანად სამხრეთ ოსეთს.. გამსახურდიამ რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომია გააუქმა და სამაჩაბლო დაარქვა იმიტომაც არის დღეს რომ დე იურე დაკარგლი აქვს ქვეყანას ეგ ტერიტორია..

 

ოს ხალხს მე პირადად დიდ პატივს ვცემ, უფრო მეტიც ჩემი სისხლი და ხორცია ზუსტად ისე როგორც ქართველი, ებრაელი, ესპანელი, ფრანგი, სკანდინავიელი და ინგლისელიც კი შენ წარმოიდგინე (რა ვქნა მაგარი მულტიეთნიკური შემთხვევა ვარ :givi:) და როგორც კონფედერაციის მომხრე ვფიქრობ, რომ ოსი ხალხის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე სამხრეთ ოსეთი მაქსიმალურ დამოუკიდებლობას იმსახურებს. ისევე როგორც აფხაზეთი. სიტყვა დამოუკიდებლობა შემთხვევით არ ვთქვი. კონფედერაცია დამოუკიდებელი და თანაფარუფლებიანი სუბიექტებისგან შედგება, ანუ თუ როდისმე თბილისი, ცხინვალი და სოხუმი საღი აზრისა და პრაგმატიზმის, რეალური პოლიტიკის გზას დაადგა, მაშინ აუცილებლად შევქმნით კონფედერაციას და რეგიონის რეალურად წამყვან სახემწიფოდ ვიქცევით.

 

ამიტომაც არის რომ მე პირადად ჩემი პოლიტიკური და იდეოლოგიური შეხედულებებიდან გამომდინარე სამხრეთ ოსეთს სამხრეთ ოსეთს უწოდებ და არა სამაჩაბლოს.. თქვენ განსხვავებული აზრი გაქვთ და შესაბამისად სამაჩაბლოს უწოდებთ.. დიდი პრობლემა ეგ არ არის, დისკუსია და განხილვის საგანი უნდა იყოს ეს თემა და არა ურთიერთდაპირისპირების.

 

 

============================================================================================================

 

შემთხვევით ცხინვალიდანაც თუ შემოდიან ამ ფორუმზე და მაშვინ იმათ გასაგონად ვიტყვი, რომა არანაირი ომი ქართველებსა და ოსებს შორის აღარ უნდა მოხდეს. ომი არ არის ქართველების და მით უფრო ოსების ინტერესში, რადგან სამხრეთ ოსეთმა მიიღო დამოუკიდებლობის აღიარება, რაც უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის გარანტიებისა და კონფედერაციის შესაქმნელად სრულიად საკმარისია. თრუსოს ხეობის საკითხიც მოლაპარაკებების შედეგად უნდა გადაწყდეს და არა იარაღის ძალით.

ნუ გამოაყენებინებთ რუსებს თავს!

 

 

 

P.s.

 

ჩემო ტკბილო და მურაბა ხალხო რუსებს მიმიხედეთ ე მანდ და ძალიანაც ნუ გააბლატავებთ.. დრო მოვა ერთად გავყრით მაგ ნაგიჟრებს..

ვიცი რომ ეს გინდათ :givi:

 

 

P.p.s.

 

კონფედერაციაშია მომავალი. კონფედერაცია გააერთიანებს დაქსაქსულ და დაპირისპირებულ საქართველოს ხალხებს http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

 

kisa

შედიოდა გამოდიოდა არ ვიცი მე!

მამისონზე გზა რაჭიდან შედიოდა და ამათმა ააფეთქეს იქ ხიდი და აჩუქეს ეს უღელტეხილი ომის დამთავრების შემდეგ, მანამდე იქ ქართული მესაზღვრეები იდგნენ.

ესე მეტროფით აქვთ რუსებს ეს თავისი რასსია შეკოწიწებული ერმაკის დროიდან

ვერ გავიგე ხალხო თქვენი. ომი უნდა დაეწყო სააკაშვილს?

 

ვერ დაიწყებდა მაშინ ომს რადგან საქართველო ამისთვის მზად არი იყო. აგვისტოში რომ დაიწყო ეგეც ვაშინგტონმა უბიძგა მანდეთ თორე არა მგონია ისეთი იდიოტები იჯდნენ გენ შტაბში რომ არ ცოდნოდათ რა შედეგებით დასრულდებოდა ეს ომი საქართველოსთვის..

 

დრო მოვა რუსები დატოვებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს, მაგრამ უნდა ვაცალოთ მაგ დროს მოსვლა.. ყველაფერი ერთ დღეში ხომ არ კეთდება..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asesino_141

asds

 

მაინც რომელ სამართლებრივ მხარეს გულისხმობ ერთი?

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, რომ არსებობდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში და საბბჭოთა საქართველოს კონსტიტუციით იყო ეს დაკანონებული ეხლა გაიგე პირველად?

 

სამხრეთ ოსეთში რომ საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შესახებ რეფერენდუმი არ ჩატარდა და არც არავინ ავტონომიის ხელმძღვანელობა ძაღლად არ ჩააგდო და აზრი არ კითხა არ იცი?

 

 

ხოდა ეს ყველაფერი და სხვა მრავალი რამ ქმნის სამართლებლივ ბაზას იმისა, რომ დღეს რუსეთი ყველა დონეზე აპრავებს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

რადგან სამხრეთ ოსეთმა მიიღო დამოუკიდებლობის აღიარება

 

 

ოსებმა დამოუკიდებლობა კი არ მიიღეს,არამედ რუსეთის უღელი,რომელსაც კიდევ კარგა ხანი ვერ ჩამოიხსნიან მხრებიდან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

შემთხვევით ცხინვალიდანაც თუ შემოდიან ამ ფორუმზე

შემთხვევით არავინ არსაიდან არ შედის, შენ ეს ძალიან კარგად იცი :018:

თუ არ დაგვიპატიჟებთ ქლაბატონ აქუნდას არც შემოვა

 

ისე ნაკლებად გეხუნტრუცად ამ ქალთან უკეთესი იქნებოდა - მოგიწამლათ ტვინი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს რუსეთი ყველა დონეზე აპრავებს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას

ცდილობს მაგრამ ვერ აპრავებს ვერსად ნაურუს და ორ მარგინალურ რეჟიმს თუ არ ჩავთვლით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან ჭკვიანური პოლიტიკაა გასატარებელი, მაქსიმალურად დატვირთვა დამკვირვებლებით, პანიკა მთელს მსოფლიოზე პირველი გაფახუნებაზე და საერთაშორისო სამეგობროს დაზანზარება...

თუ ვერ ქაჩავს - მაშIნ წავიდეს, მოვა ის ვინც იცის ეს როგორ გააკეთოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ოსებმა დამოუკიდებლობა კი არ მიიღეს,არამედ რუსეთის უღელი,რომელსაც კიდევ კარგა ხანი ვერ ჩამოიხსნიან მხრებიდან.

ოსებმა პირველ რიგში უსაფრთხოების გარანტიები მიიღეს. არ დაგავიწყდეს, რომ ბოლო ოცი წელი ქართველები ოსი ხალხის პერმანენტულ დევნა განადგურებას ეწეოდნენ. 90-იან წლებში საქართველოდან, ძირითადად ქართლიდან - თბილისის, მცხეთის, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის და ბორჯომის რაიონებიდან განდევნილია ათიათასობით ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქე, რომელთა უმრავლესობა დღეს ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობს და მრავალათასიანი დასახლებული პუნქტები აქვთ შექმნილი.. მე პირადად ვცოხვრობდი ერთ ერთ ასეთ დასახლებაში რამდენიმე თვის წინ, ჩრდილოეთ ოსეთში როცა ვიყავი.. ოსების დევნა განხორციელდა 20-ე საუკუნის 20-იან წლებშიც, აღარაფერს ვამბობ ცხინვალში მცხოვრებ ოსებზე, რომელთაც ბოლო 20 წელი პირდაპირი გაგებით ომის პირობებში უწევთ ცხოვრება..

 

მე აქ უდანაშაულო მშვიდობიან ოს ხალხზე ვსაუბრობ, ადამიანებზე რომელთაც არანაირი მონაწილეობა სამხედრო დანაშაულებებში არ მიუღიად და ადამიანებზე რომელთაც 90-იან წლებში თვითგადარჩენის მიზნით საქართვეოსგან დისტანცირება გადაწყვიტეს. ქონდათ გადარჩენაზე ფიქრის უფლება? ვფიქრობ რომ ქონდათ უფლებაც და ვალდებულებაც.

 

ასე რომ უმთავრესი პრობლემა რაც ოსების წინაშე იდგა აქნუ უსაფრთხოების საკითხი, ვგონებ რომ ოსმა ხალხმა გადაწყვიტა. დღეს თუ არა ხვალ სახელმწიფოებრიობის განვითარების თემა დადგება დღის წესრიგში და სწორედ ამიტომ არის თბილისში, ცხინვალში და სოხუმში კონფედერაციის თემაზე მუშაობა საჭირო, სწორედ ამიტომ არის ხალხების შერიგებაზე დიალოგი და კონკრეტული მოქმედებები საჭირო და სწორედ ამიტომ არის წარსულში დაშვებული შეცდომების სკურპულოზური ანალიზი და ადეკვატური დასკვნების გამოტანა საჭირო, რადგან აფხაზეთსაც და ოსეთსაც სწორედ საქართველოსთან კონფედერაცია მისცემს მაქსიმალურ დამოუკიდებელობას მაქსიმალურად მომგებიან კონტექსტში..

 

რუსეთი ამას ხვდება და შეეცდება კიდევ არაერთხელ აამღვრიოს წყალი, მაგრამ თუ ხალხმა მოინდომა და დატვინა სიტუაცია, დრო მოვა ერთად გავყრით იმ რუსებს იქიდან..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთი ამას ხვდება და შეეცდება კიდევ არაერთხელ აამღვრიოს წყალი, მაგრამ თუ ხალხმა მოინდომა და დატვინა სიტუაცია, დრო მოვა ერთად გავყრით იმ რუსებს იქიდან..

 

 

ძალიან ეჭვი მეპარება ამაში,მაგრამ იყოს შენებურად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ყველაფერი კი არ უნდა გაიმეორო მერე? სამაჩაბლოა ეგ მახრე.

მამისონი რაჭაა დიტო და ბოლშევიკებმა ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიას მიაკუთვნეს. რაც შეეხება ტერმინ სამაჩაბლოს, ის ამ ოლქის დაახლოებით 1/3 თუ მოცავს. ალბათ შიდა ქართლია უფრო სწორი ტერმინი. ანდა შუაგული ქართლია.

მამისონი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაში შედიოდა და იმიტომ დაიკავეს რუსებმა უბრძოლველად..

სააკაშვილის რეჟიმს არ ვამართლებ იასნა, მაგრამ მამისონზე ვერაფერს ვერ იზავდნენ, რადგან ნებისმიერი აგრესიული ქმედება ომის განახლების საბაბი გახდებოდა..

არ არის მასე. აგვისტოს ომის შემდეგ მამისონი ჩვენს კონტროლოს ქვეშ იყო.ზამთარში მიატოვეს იქაურობა და რომ დაბრუნდნენ, რუსები დახვდათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ცდილობს მაგრამ ვერ აპრავებს ვერსად ნაურუს და ორ მარგინალურ რეჟიმს თუ არ ჩავთვლით.

ეგ ხო იასნია, მაგრამ დასავლეთი პოლიტიკური მომენტებიდან გამომდინარე არ აღიარებს რუსეთის გადაწყვეტილების კანონზომიერებას და ესეც ცალსახაა, ისევე როგორც რუსეთის კოსოვოზე პოლიტიკური მოტოვით გაჭედვა..

 

იტოგში არგუმენტები მოსკოვს აქვს და ეს არგუმენტები მას თბილისმა მისცა 20-წლიანი არაადეკვატური პოლიტიკით..

 

kisa

შემთხვევით არავინ არსაიდან არ შედის, შენ ეს ძალიან კარგად იცი :018:

თუ არ დაგვიპატიჟებთ ქლაბატონ აქუნდას არც შემოვა

 

ისე ნაკლებად გეხუნტრუცად ამ ქალთან უკეთესი იქნებოდა - მოგიწამლათ ტვინი

აქუნდა გავიცანი კისა ვლადიკავკაზში რომ ვიყავი და ძალიან კარგი პიროვნებაა. ოსების ინტერესებს რომ იცავს ეს არც უნდა გაგიკვირდეს ადამიანს, ცხინვალიდან დევნილია და საკუთარი თვალით აქვს ის ჯოჯოხეთი ნანახი რაც ბოლო 20 წელი იქ ტრიალებდა..

 

ჩვენ ეხლა მოლაპარაკებაზე და შერიგებაზე უნდა ვიფიქროთ და არა წარსულის წყენებზე, რადგან რაც მოხდა ქართველებსა და ოსებს შორის, ქართველებსა და აფხაზებს შორის იყო ტრაგედია, სამი ხალხის ტრაგედია და მხოლოდ ამ კონტექსტში ღირს ამ თემაზე საუბარი.. სადაც ერთმანეთისადმი დათმობა შეგვიძლია უნდა დავთმოთ და უნდა შევეცადოთ შეცდომების გამოსწორებას..

 

ოსები, ქართველები და აფხაზები რომ ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთმომგებიანი პარტნიორობის პირობებში შეძლებენ ერთიანი კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნას ამაში ეჭვი არ მეპარება..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

არ არის მასე. აგვისტოს ომის შემდეგ მამისონი ჩვენს კონტროლოს ქვეშ იყო.ზამთარში მიატოვეს იქაურობა და რომ დაბრუნდნენ, რუსები დახვდათ.

ვიცი რომ შარშან დაიკავეს რუსებმა მამისონი, მაგრამ მიზეზი ის არის რომ საბჭოთა კავშირის დროს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში შედიოდა ეგ ტერიტორია..

 

თრუსოს ხეობა მგონი არასდროს შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში.. მგონი ასეა და შესაბამისად თრუსოს ტერიტორიაზე რუსეთის შესვლა ომის განახლების ტოლფასია და უბრძოლველად მაგ ხეობას ვერ აიღებენ..

 

საერთოდ ფრთხილად უნდა ვიყოთ, ხო ვხედავთ მიზეზზე არიან კრემლში მოკალათებული ნაგიჟრები, მაგრამ თუ ომია და ომი უნდა ოყოს ბოლო ბოლო. ხალხი მაინც გაამზადონ საომრად..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გააგდეთ ეს დედამიჩექმილი ნაციანალები და ააშენეთ წესიერი ქვეყანა,

აფხაზიც და ოსიც მე თქვენ გეუბნებით თვითონ წამოვლენ წინაადდებებით,

სამხრეთ ოსეთი საქართველოს გარეშE ვერ იარსებებს,

აფხაზებსაც დედაი ეტირებათ,

 

მაგრამ ჩვენ რა ხეირი თუკი ჩვენც აღარ ვივარგებთ არაფრად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Reputation: 6

Neutral

ახუიეწ :))

 

მეგონა მინუს უსასრულობაში გადამისვრიდით ამ თემაში გაპოსტილი პოსტების გამო :))

 

 

გვიანი არ არის :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...