Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- უჩვეულოდ მშვიდმა არჩევნებმა საქართველოში რევოლუციური ციკლის დასასრული აღნიშნა


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/03/gia_nodia-300x225.jpgსაქართველოში 30 მაისის მუნიციპალური არჩევნებით იმ პოლიტიკური ციკლის დასასრული აღინიშნა, რომელიც 2007 წლის შემდგომაზე დაიწყო. მაშინ ქვეყნის ოპოზიციამ ერთობლივად გადაწყვიტა, რომ თუ პრეზიდენტ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა არჩევნების გზით შეუძლებელია, მაშინ იმავე მიზნის მისაღწევად  საჭიროა ხალხის უკმაყოფილების მობილიზება, ანუ მათ უნდა ხელახლა გაეთამაშებინათ  „ვარდების რევოლუცია“, რომელმაც ხელისუფლებაში 2003 წლის ნოემბერში სააკაშვილი მოიყვანა<br style="padding: 0px; margin: 0px;" />

 

ასეთი მცდელობა სამჯერ განხორციელდა. პირველი ასეთი მცდელობის კულმინაციურ მომენტში, 2007 წლის ნოემბერში სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით გამოსული დემონსტრანტები ძალით დაშალეს. ტელეკომპანია „იმედი“, რომელზეც ოპოზიცია მხარდაჭერის მობილიზაციის პროცესში ძალიან იყო დამოკიდებული დახურეს და  დაარბიეს. ამის გამო ხელისუფლება ძალიან იყო შეშფოთებული. პრეზიდენტი გადადგა კიდეც და ერთი წლით ადრე ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიც კი დანიშნა. მან ეს არჩევნები მოიგო, თუმცა ამისთვის საკმაო ძალისმევა დასჭირდა.

 

მეორე მცდელობას 2008 წლის გაზაფხულზე ჰქონდა ადგილი. მაშინ ოპოზიციამ შიმშილობა დაიწყო –  მათ სჯეროდათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაყალბდა და ამ დრამატული ნაბიჯით ხალხის  აღშფოთება უნდოდათ, მაგრამ ხელისუფლებამ სწორად გათვალა -  პოლიტიკური იდეალების გამო სიკვდილისთვის მზად არავინ იყო. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლის მოთხოვნამ ოპოზიციისთვის შესაძლებელი გახადა პროტესტი შეეწყვეტათ ისე, რომ სახე არ დაეკარგათ.

 

რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომმა, რევოლუციონერებს ახალი იმედი მისცა: მათ გადაწყვიტეს, რომ დასავლეთმა საბოლოოდ დაკარგა ილუზიები სააკაშვილთან დაკავშირებით და მის წასვლას არ გაუწევენ წინააღმდეგობას.  ამიტომ ერთადერთი რაც სჭირდებოდათ  მცირე ზეწოლა იყო, მაგრამ „მიშამ“ და მისმა გუნდმა გასული წლის გაზაფხულის შეტევაზე მშვიდად მოახდინე რეაგირება და ოპოზიცია ისევ იქ აღმოჩნდა, საიდანაც დაიწყო.

 

მუნიციპალურმა არჩევნებმა ექვსი თვით ადრე გადმოიწია და თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები სპეციალურად იმიტომ დაინიშნა, რომ რევოლუციონერები ნორმალურ საარჩევნო პოლიტიკაში შეეტყუებინათ. გეგმის წარმატებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა: საზოგადოებამ რევოლუციების სიცოხლისუნარიანობაში რწმენა  დაკარგა, ხოლო ოპოზიციამ  ორიენტაცია და ის მრავალ გახლეჩილ ჯგუფად დაიშალა. მან ვერ მოახერხა სახელისუფლებო პარტიისთვის თბილისის მერის არჩევნებში სერიოზული კონკურენციის გაწევა, თუმცა თუ ობიექტურად ვილაპარაკებთ ეს შესაძლებელი იყო.

 

ტენდენციის მსხვრევა

 

საქართველოში ბევრი გასულ სამ წელიწადს პერმანენტული რევოლუციის სინდრომის წინააღმდეგ ჩატარებულ ერთგვარ აცრად მიიჩნევს. 2007 წლის ნოემბერში დაინგრა მითი, რომლის თანახმად თუ პარლამენტთან ორიოდე ათასი გაბრაზებული მოქალაქე მოიყრის თავს და მთავრობის გადადგომას მოითხოვს, მთავრობა მოთხოვნას აუცილებლად შეასრულებს.

 

ქვეყანამ კიდევ ერთი აცრა გაიკეთა – ეს პოლიტიკური შიმშილობებია:  ამ ბლეფის აღარავის არ სჯერა. გასულმა წელმა ცხადყო, რომ ხანგრძლივი ალყით მთავრობას ვერ დაამხობ. ხელისუფლებამ შეიძლება თბილისის მთავარი ქუჩა დროებით დაგითმოს, მაგრამ ეს ქვეყნის ჩამოშლის მიზეზი ვერ გახდება.

 

ხელისუფლებამ ისტორიული ტენდენციის გარღვევა შესძლო: ექტრემისტული რადიკალიზმი აღარ არის მომგებიანი სტრატეგია. ბოლო არჩევნების შედეგებმა სწორედ ეს დაადასტურა. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიიდან მხოლოდ ზომიერმა ფრთამ, ”ალიანსი საქართველოსთვის” და ”ქრისტიან-დემოკრატებმა” მოიპოვეს შედარებითი წარმატება, ხოლო რადიკალურმა ეროვნულმა საბჭომ  ხმების მხოლოდ 7-8% მიიღო.

 

რამდენ ხანს იქნება აცრა ეფექტური?  ჯერ ჩვენ ეს არ ვიცით. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ პირველად ამ რამდენიმე წლის შემდეგ სააკაშვილის მთავრობამ ასე თუ ისე შეიძლება შვებით ამოისუნთქოს.  შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ორი წლის შემდეგაა, რადიკალური ოპოზიცია დეპრესიაშია, რუსეთთან ერთი ომი უკვე იყო, დღეს იმის ნიშნები რომ კიდევ ერთი ომი იქნება არ არსებობს და გამოიკვეთა ის ტენდენციაც, რომ საქართველო ეკონომიკურ კრიზისს დაძლევს.

 

მართალია აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის პრობლემის გადაჭრის პროცესში რეალური პროგრესი არ სჩანს და ალბათ არც თვალსაწიერ მომავალში გამოჩნდება, მაგრამ ამ ჩიხურ სიტუაციასაც აქვს თავისი პოზიტიური მხარე: ერთი დიდი პრობლემით ნაკლები დღის წესრიგში, თუმცა ხელისუფლების შიგნით არსებობს ერთი ხიფათი: თუ ის მოდუნდება, შეიძლება შეცდომების დაშვება დაიწყოს.

 

ჰორიზონტზე

 

რა იქნება მთავარი შიდა პოლიტიკისთვის მომავალი ორი წლის განმავლობაში? ყველაზე საინტერესო და ყველაზე მნიშვნელოვანი ის იქნება, თუ  როგორ წარიმართება ძალაუფლების გადაცემის პროცესი. მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა,  თითქმის 20 წელი გავიდა და კონსტიტუციური გზით ხელისუფლების გადაცემა ჯერ არ მომხდარა.  ეს ყველას ახსოვს და ყურადღებით დააკვირდება იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, როდესაც სააკაშვილის ოფისიდან წასვლის დრო დადგება.

 

მიხეილ სააკაშვილს მეორე და ბოლო ვადა 2013 წელს ეწურება და მან საჯაროდ ბევრჯერ განაცხადა, რომ ის პატივს სცემს კონსტიტუციურ ვადებს, მაგრამ მისი მტრები შინაც და გარეთაც არ მალავენ, რომ მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარების იმედი აქვთ. სააკაშვილი „უბრალოდ არ გადადგება“, ან „ვარდების რევოლუციონერები“ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ორივე შემთხვევაში ყველაფერი ახალი  ჩიხით დასრულდება.

 

ხალხი უკვე ლაპარაკობს იმაზე, რომ  მწიფდება კონფლიქტი გავლენიან შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას შორის, რომელსაც მისი მერად არჩევის საფუძველზე, პრეზიდენტად გახდომის საუკეთესო შანსები აქვს. ამ სპეკულაციათა დასადასტურებლად,  განხეთქილების ცხადი ინდიკატორები არ არსებობს, მაგრამ რა რჩება იმედად, თუ არა ზევით დაპირისპირება?

 

სკეპტიკოსთა მეორე ჯგუფი რუსული სცენარის განვითარებას პროგნოზირებს: სააკაშვილი ფორმალურად გადადგება, მაგრამ ხელისუფლებაში დარჩება, ისე როგორც რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დარჩა ხელისუფლებაში ნომინალური პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მმართველობისას.

 

მომავალი გაურკვეველია, მაგრამ სამართლიანი იქნებოდა იმის ვარაუდი რომ 30 მაისის არჩევნების შემდეგ ხალხს ცოტა ხნით დაავიწყდება ოპოზიცია, რადგან ყურადღებას  ხელისუფლების შიგნით რეალურ ან წარმოსახვით კონფლიქტზე გადაიტანს.

 

გია ნოდია

 

ForeignPRESS

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...