planetanews Posted June 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2010 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/06/sozar.subari-08-09-09-newalliance-300x249.jpg“ალიანსის საქართველოსთვის” ყოფილმა თანათავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და “დემოკრატიული მოძრაობის – ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ კონსულტაციები დაიწყეს. როგორც “პირWელს” სუბარმა განუცხადა, ალიანსიდან წასვლის შემდეგ მან ბურჯანაძესთან შეხვედრა უკვე გამართა და საკუთარი ხედვები გააცნო. “ჩვენ ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გავაცანით, ზოგადად ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ, უფრო კონკრეტულის თქმას კი ა ეტაპზე საჭიროდ არ ვთვლი. გაგრძელდება თუ არა ჩვენს შორის მოლაპარაკებები, დრო გვიჩვენებს”, – განაცხადა სუბარმა. ამასთან, ალასანიას ყოფილი თანაგუნდელი “დემოკრატიულ მოძრაობაში” გადასვლასთან დაკავშირებით ბურჯანაძის შეთავაზებას არც უარყოფს და არც ადასტურებს. შეგახსენებთ, რომ სოზარ სუბარმა ალიანსის დატოვების შესახებ არჩევნების შემდეგ განაცხადა და აქვე განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ ჰქონდა მიღებული. გავრცელებული ინფორმაციით, სუბარი შესაძლოა, სწორედ ბურჯანაძის პარტიაში გადავიდეს. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts