planetanews Posted June 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2010 ესპანურმა პოლიციამ შაქრო კალაშოვი დააკავა. ინფორმაცია გუშინ გაავრცელა ესპანურმა გაზეთმა ელ მუნდმა, სამართლამდაცავებზე დაყრდნობით. შაქრო კალაშოვი მას შემდეგ დააკავეს რაც ესპანეთმა საქართველოსგან მისი ექსტრადირების მოთხოვნა მიიღო. ესპანეთში იმყოფებოდა ქართული დელეგაციაც, შსს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე და ისტიციის მინისტრის მოადგილე თინათინ ბურჯალიანი. მათ , კოლეგებთან ერთად კალაშოვის ექსტრადაციის საკითხი დააყენეს. ისინი ესპანეთში კალაშოვის დაპატიმრების შემდეგ ჩავიდნენ. ქარტული დელეგაცია დღეს გამთენიისას დაბრუნდა. როგორც თინა ბურჯალიანმა აღნიშნა, კალაშოვის ექსტრადირება არა არის საკითხი რომელიც რამდენიმე დღეში გადაწყდება. ქართულმა დელეგაციამ აგრეთვე ნუგზარ ბოჭორიშვილის ექსტრადაციასაც ითხოვს, თუმცა იგი დაკავებული არ არის და მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. დაკავებამდე ერთი კვირით ადრე ესპანურმა პოლიციამ შაქრო კალაშოვს 20 მილიონი ევრო და 7,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ფულის გათეთრებისთვის, თუმცა დაკავების ღონისძიება აქამდე არ ჩატარებულა. სააგენტოების ცნობით, კალაშოვი თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი ადვოკატი ჰავიერ გომეს დე ლიანო კი მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts