Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- ვანო ყველას გვისმენს და ყველა მესიჯს კითხულობს


Recommended Posts

გაზიარება

[მარი ოთარაშვილი, 20:53 06.06.2010]

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TAvSWJ4gZwI/AAAAAAAADu4/sPDpZ06w_Yk/s200/vano22.gifყოველთვის უნდა გახსოვდეს ერთი რამ, რომ არა მარტო გისმენენ, შენს სმს-შეტყობინებებსაც თავისუფლად კითხულობენ! - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას გენერალი, უშიშროების ყოფილი მინისტრი ანზორ მაისურაძე. პოლიტოლოგ-ექსპერტები კი იმასაც დასძენენ, რომ თანამედროვე ეპოქაში საიდუმლოებები აღარ არსებობს, ყველა აბონენტის დარეკვები და სმს-მიმოწერები ღიაა და, შესაბამისად, არა მარტო ადვილად ისმინება მობილურ ტელეფონებზე მათი საუბრები, არამედ აბსოლუტურად ადვილადვე და სრულიად თავისუფლად კითხულობენ სპეციალური სტრუქტურების წარმომადგენლები სმს-შეტყობინებების ტექსტებსაც.

უკანასკნელ პერიოდში, როცა ყველამ დაინახა, რომ მობილურ ტელეფონებზე მოსმენა არათუ გამარტივდა, ამაზე არანაირი სირთულე თუ ბარიერი არ აქვს შესაბამის უწყებებს, საზოგადოებაში დამკვიდრდა აზრი, რომ თითქოს ამ მხრივ სარგებლიანია სმს-შეტყობინებები, რადგან მათი აზრით, მესიჯებს მხოლოდ ის კონკრეტული პიროვნება კითხულობს, რომელსაც უგზავნიან.

რამდენი ხანი ინახავენ მობილური ოპერატორები აბონენტთა ტექსტურ შეტყობინებებს, ამის გასარკვევად "მთელმა კვირამ" "ჯეოსელის", "მაგთისა" და "ბილაინის" რამდენიმე ოფისს მიმართა.

"ჯეოსელში" განაცხადეს, რომ ისინი ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ინახავენ მხოლოდ აბონენტთა ნომრებს და არა ტექსტებს. "თუკი ამობეჭდვა დაგჭირდებათ, შეგვიძლია, მხოლოდ ის ნომრები ამოგიბეჭდოთ, რომელთანაც ბოლო 3 თვის განმავლობაში მიმოწერა გაქვთ. სხვა მხრივ ვერ დაგეხმარებით, რადგან ჩვენ თვითონ ტექსტებს არ ვინახავთ. ტექსტებს ინახავს "მაგთი", - განაცხადეს "ჯეოსელში".

"ვინ გითხრათ?! - ტექსტებს არც ჩვენ ვინახავთ; ვინახავთ მხოლოდ იმ ნომრებს, რომელთანაც გაქვთ მიმოწერა და მათი ამობეჭდვაც სპეციალური სტრუტურებიდან მომართვის საფუძველზე შეგვიძლია", - გვითხრეს "მაგთიში". ანალოგიური სურათია "ბილაინშიც".

პოლიტოლოგ-ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას ცალსასახად აცხადებს, რომ მობილური ტელეფონით ნებისმიერი საუბარი თუ მესიჯი, გაგზავნილი ამა თუ იმ მობილური ტელეფონიდან ამა თუ იმ ტელეფონზე, არის აბსოლუტურად გამჭვირვალე საჯარო სარგებლობის გზავნილი, უპირველეს ყოვლისა, იმ სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, რომლებსაც მიზნად აქვთ დასახული საკუთარი მოქალაქეების პირადი თავისუფლების იგნორირება.

სოსო ცისკარიშვილი: "ცხადია, ამით ადამიანის უფლებები ირღვევა. მაშინ, როცა წამდაუწუმ ვისმენთ ამა თუ იმ მინისტრის კერძო საუბრებს და ამისთვის არავინ არათუ ისჯება, საერთოდ შეკითხვაც კი არ ისმის, ასეთი საუბრების ჩაწერა რატომ ხდება. რასაკვირველია, აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად დაუცველი გახლავთ აბსოლუტურად ყველა ის მოქალაქე, რომლის მიმართ ინტერესი აღიძვრება არა მარტო სახელმწიფო სამართალდამცავ სტრუქტურების მხრიდან, არამედ პირადი ინტერესი შურისძიების, ან გამოძალვისთვის, რაშიც იგულისხმება თუნდაც რაიმე სასიყვარულო ტექსტების ამოწევა რაიმე ტიპის სასიყვარულო რომანის გასახსნელად შემდგომი შანტაჟისათვის... ასეთი ფაქტები, სამწუხაროდ, არსებობს.

თითოეულ აბონენტს შეუძლია, მოითხოვოს საკუთარი ნომრის წარმოჩენა ეკრანზე. თუ ეს ნომერი გამოჩნდა და იქ სხვა ინფორმაცია არ სუფევს, შეუძლია მშვიდად იყოს. მაგრამ თუ მონიტორი დახუნძლულია ფიქსირებული შემავალი და გამავალი ზარებით, ცხადია, ეს ტელეფონი გახლავთ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ და მისი პატრონი არის საინტერესო ამა თუ იმ ზეწოლისა თუ შანტაჟისათვის".

ექსპერტი ხაზგასმით ამბობს, რომ სმს-შეტყობინებები სრულიად ადვილი ხელმისაწვდომია უშიშროებისთვის და, შესაბამისად, ეს უწყება თავისუფლად აკონტროლებს კიდეც."როდესაც ხელისუფლება არღვევს კანონს, მაშინ არც ერთი რიგითი ოპერატორი არ არის ვალდებული, დაიცვას თუნდაც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და ის ფლობს საშუალებას, გასცეს მარცხნივ და მარჯვნივ მინაცემები, რასაკვირველია, გარკვეული ინტერესების საფუძველზე. მე არავის ვდებ ბრალს არაფერში, მაგრამ ამის ხელმისაწვდომობა რომ არსებობს, ეს აშკარაა", - აცხადებს ცისკარიშვილი.

დღეს ვინმეს თუ სჯერა, რომ მისი სმს-შეგტყობინებები მიუწვდომელია სპეცსამსახურებისთვის და ამით ადვილად შეუძლია მისთვის სასურველ პირს გააგებინოს საიდუმლო ინფორმაცია, ექსპერტ რამაზ კლიმიაშვილის აზრით, სასტიკად ცდება. უფრო მეტიც, როგორც კლიმიაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ამის დაჯერება სასაცილოც კია.

რამაზ კლიმიაშვილი: "საერთოდ, მობილური ტელეფონების მოსმენა უფრო ადვილია, ვიდრე საქალაქო ტელეფონებისა. როგორც ვიცი, ნახევრად ლეგალურად რაღაცა ელემენტალური მოსასმენი მოწყობილობა იყიდება თურმე და არა მარტო შესაბამის ორგანოებს, ყევლა ნებისმიერს შეუძლია მისით მოსმენა. რაც შეეხება მობილური ტელეფონებიდან ტექსტურ შეტყობენინებებს, როგორც მე ვიცი, მობილური ტელეფონების ოპერატორები ტექსტებს ინახავენ.

ამის შესახებ მე თვითონ მათგან მსმენია, რომ გარკვეული დროის განმავლობაში (დაახლოებით 1-2 თვე) ტექსტები ინახება. ლაპარაკია იმაზე, რომ დღეს ვინმე დაცულია პირადი მიმოწერისას, ცოტათი სასაცილოა. 21-ეა საუკუნეა და ყველა ჩვენგანი ვართ აბსოლუტურად ღია და, შესაბამისად, საიდუმლოებები აღარ არსებობს".

კლიმიაშვილისვე აზრით, მობილური ოპერატორების მხრიდან ცალსახა კატეგორიულობა იმაზე, რომ ტექსტურ შეტყობინებებს თურმე არ ინახავენ, ამ განაცხადს ასეთი ინსტრუქცია აქვს.რამაზ კლიმიაშვილი: "ეს განაცხადი ცოტა არასერიოზულია, რადგან, რასაკვირველია, ტექსტებს ისინი, როგორც გითხარით, ინახავენ. ეს, როგორც ჩანს, ადგილობრივი ხელისუფლების მითითებაა, თორემ სხვა ქვეყნებში, რა თქმა უნდა, მაშინვე გეტყვიან: ვინახავთ, მაგრამ ერთ თვეში იმდენი გროვდება, ადგილი აღარ არის და კომპიუტერის მეხსიერება ვერ უძლებს, ამიტომაც წაიშლებაო. საერთოდ ასეა: რაღაცა რაოდენობამდე რომ მიდის სმს-შეტყობინებები, ყველაზე ადრინდელი ავტომატურად იშლება. ანუ ჩვენთან რაკი ამბობენ, არ ვინახავთო, ეს არის მათი თვითმოქმედება. პრინციპში, კი მოვალენიც არიან, რომ ტექსტები შეინახონ".

კლიმიაშვილი იმასაც დასძენს, რომ თუკი სპეციალურ სამსახურებს მოუნდათ ტექსტური შეტყობინებიბს ამობეჭდვა, ამაში არავითარი პრობლემა არ ექნებათ და არც აქვთ."ამას სრულიად ადვილად გააკეთებენ, მით უმეტეს - ჩვენთან. როცა საუბრობს 2 აბონენტი, მათი მოსმენა უმარტივესია. უფრო სწორედ, ვისი მოსმენაც სჭირდებათ, იმას მოუსმენენ. ასეა სმს-ტექტებზეც: მოუნდებათ და წაიკითხავენ. მაგალითად, როცა ინტერნეტით რამეს აგზავნი, ყველას შეუძლია თქვენი გზავნილის წაკითხვა.

ტექნიკურად აბსოლუტურად იგივე არ არის მობილურებზე შეტყობინებების გაგზავნის მხრივაც?! აბსოლუტურად იგივეა. ანუ იმეილით გაგზავნილი ტექსტი ვიდრე მივა ადრესატამდე, ყველა კითხულობს - ეს გაფრთხილება თვითონ ინტერნეტშია, რადგან მისი ადმინისტრატორები პატიოსნად იქცევიან და გეუბნებიან, შენს წერილს ვკითხულობთო. ძირითადად ამერიკულ საიტებზეა ასე. ინტერნეტში არ იკითხება ძირითადად ფულადი გზავნილები. ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილი და მობილურით გაგზავნილი შეტყობინინების წაკითხვა ტექნიკურად ერთი და იგივე პროცესია.

იმ მომენტში, როცა ერთისგან მეორესთან მივა სმს-შეტყობინება, შესაძლოა, სხვამ ჩაავლოს ხელი და წაიკითხოს. ადრე ასეთი წარმოდგენა გქონდა, რომ როცა მიღებული გაქვს მესიჯი, ეს შენს ტელეფონშია და ვერ წაიკითხვას სხვა, რადგან თითქოს ეს ტექნიკურად ძნელი პროცესი უნდა ყოფილიყო. მაგრამ მერწმუნეთ, ეს ასე არ არის!" - აცხადებს კლიმიაშვილი.

უშიშროების ყოფილი მინისტრი ანზორ მაისურაძე ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ სპეციალური სტუქტურების მიერ როგორი ადვილი შესაძლებელიც არის ტელეფონის მოსმენა, ისეთივე მარტივია სმს-ტექტებიც წაკითხვაც. აქედან გამომდინარე, გენერალი ერთ რამეს აქსიომად მიიჩნევს: მობილურ ტელეფონზე ლაპარაკისას და სმს-ტექტების გაგზავნისას, ყველამ უნდა იფიქროს იმაზე, რომ მისი ტელეფონი ისმინება და სმს-ტექტებიც მშვენივრად იკითხება.

ანზორ მაისურაძე: "ყველაფერს მოისმენენ და წაიკითხავენ კიდეც, რისი მოსმენა და წაკითხვაც უნდათ. ჩემი ღრმა რწმენით, მიმაჩნია, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ტექსტური შეტყობინება იქნება თუ რა იქნება, თუკი სჭირდებათ იმის გაგება, რას აგზავნის ესა თუ ის პიროვნება, იმას ძალიან ადვილად გააკონტროლებენ. ყველას გლობალურად - კი არა, ვინც სჭირდებათ და აინტერესებთ. არ აქვს მნიშვნელობა სმს-შეტყობინებაა თუ ფაქსი, მთავარია, ეს სპეცსამსახურებს სჭირდებოდათ. თუ დაინტერესებულები არიან იმით, რომ რას მიგზავნით თქვენ მე, ამას ადვილად გაიგებენ: ტელეფონსაც მოუსმენენ და სმს-ტექსტებსაც თავისუფლად წაიკითხავენ. ასე რომ, უნდა გახსოვდეთ ერთი რამ, რომ ყოველთვის გისმენენ და შენს სმს-საც კითხულობენ".

გაზეთი ”რეზონანსი”

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-8394243321388298395?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...