Jump to content
Planeta.Ge

საქართველო ნარკოტიკების სატრანზიტო ქვეყანაა და ამ ბიზნესს ხელისუფლება კრიშავს.


Recommended Posts

არაუშავს ხელისუფლება ნარკოტიკებით შოულობს ფულს ოპოზიცია ფეესბესგან ყველა შოულობს ისე როგორც მოახერხებს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 8 months later...

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველო ნარკოტიკების ტრანზიტის მთავარი კორიდორი ხდება საქართველო ნარკოტიკების ტრანზიტის მთავარი კორიდორი ხდება. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც ნარკორტიკების საერთაშორისო კონტროლს ეხება .

ანგარიშის მიხედვით, ამის მიზეზი ის არის, რომ საქართველო ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს. აქვე აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი მთავარი მარშრუტით ნარკოტიკები საბერძნეთიდან და თურქეთიდან საქართველოს გავლით დასავლეთ ევროპაში ხვდება.

ავტორები აღნიშნავენ, რომ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ტერიტორიას საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს და შესაძლოა, სწორედ ამ ტერიტორიებზე გადის ნარკოტრანზიტის გზა.

"თუმცა, ამ ინფორმაციის შემოწმება შეუძლებელია, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალები და ამ ტერიტორიების დე ფაქტო ხელისუფლება საქარველოს ხელისუფლებას არ უცვლიან ინფორმაციას ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის შესახებ", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს ნარკოტიკებთან დაკავშირებით შიდა პრობლემებიც აქვს. კერძოდ, შიდაბაზარზე იყიდება ჰეროინი, სუბუტექსი, მეთადონი და მარიხუანა.

დოკუმენტის ავტორები ასევე აცხადებენ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ნარკომანიასთან ბრძოლა 2010 წლის პრიორიტეტად გამოაცხადა.

"2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ ბევრი ე.წ. კანონიერი ქურდი დააპატიმრა, ზოგი კი ქვეყნიდან გაიქცა. ეს კრიმინალები საქართველოში აღარ არიან, მაგრამ მათ მაინც აქვთ გავლენა ქვეყანაში კრიმინალურ საქმიანობაზე", - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

აქვე ნათქვამია, რომ მთავრობამ დაიწყო მაღალი თანამდებობის პირების შემოწმება ნარკოტიკების მოხმარებაზე.

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/161574-ashsh-sakhelmtsifo-departamenti-saqarthvelo-narkotikebis-tranzitis-mthavari-koridori-khdeba.html

 

 

 

:)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ავტორები აღნიშნავენ, რომ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ტერიტორიას საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს და შესაძლოა, სწორედ ამ ტერიტორიებზე გადის ნარკოტრანზიტის გზა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

პმ-ს გწერ, პასუხს არ მაძლევ მანამ სანამ ადმინისტრაციას მივმართავ ხოლმე. რა გჭირს. :)

 

შედი რელიგიის განყოფილებაში და ნახე საპრეტენზიო.

 

 

 

პ.ს.

ამ განყოფილების მოდერაციას ბოდიში ამ პოსტისთვის. ცოტა ხანი არ წაშალოთ რომ ნახოს სატურნმა.

 

გაფრთხილება

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ავტორები აღნიშნავენ, რომ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ტერიტორიას საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს და შესაძლოა, სწორედ ამ ტერიტორიებზე გადის ნარკოტრანზიტის გზა.

ანგარიშის მიხედვით, ამის მიზეზი ის არის, რომ საქართველო ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს. აქვე აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი მთავარი მარშრუტით ნარკოტიკები საბერძნეთიდან და თურქეთიდან საქართველოს გავლით დასავლეთ ევროპაში ხვდება.

 

 

როგორ უნდა მოხვდეს სამხრეთ ოსეთში ნარკოტიკი,თუ საქართველოს სხვა ტერიტორიას არ გაივლის? ნუ აფხაზეთში შეიძლება გემით და სახმელეთო გზით,ისევ სხვა საქართველოს ტერიტორია უნდა გაიაროს არა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

პმ-ს გწერ, პასუხს არ მაძლევ მანამ სანამ ადმინისტრაციას მივმართავ ხოლმე. რა გჭირს. :)

 

შედი რელიგიის განყოფილებაში და ნახე საპრეტენზიო.

 

 

 

პ.ს.

ამ განყოფილების მოდერაციას ბოდიში ამ პოსტისთვის. ცოტა ხანი არ წაშალოთ რომ ნახოს სატურნმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

სერიოზულ თემას აოფებ!

 

Saturn

http://civil.ge/geo/article.php?id=23734

 

კარგად წაიკითხე

 

აშშ-ის ანგარიში: ‘საქართველოს ნარკოკონტროლის სისტემას რეფორმა ესაჭიროება’

სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 მარ.'11 / 15:49

Share/Save/Bookmark

 

* ანტინარკოტიკულ უწყებებს კოორდინაცია აკლიათ;

* ირანთან უვიზო რეჟიმმა შესაძლოა ნარკოტრანზიტი გაზარდოს.

 

საქართველო, რომლის ნარკოკონტროლის სისტემას "რეფორმები ესაჭიროება“, ნარკოტრანზიტის "მთავარი დერეფანი“ ხდება, ნათქვამია აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 3 მარტს გამოქვეყნდა.

 

სატრანზიტო მარშრუტები

 

ანგარიში ”ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლის სტრატეგიის შესახებ” ამბობს, რომ ნარკოტრანზიტის ერთ–ერთი მთავარი მარშრუტი ავღანეთიდან და ირანიდან მოდის აზერბაიჯანის გავლით ევროპისა და რუსეთისკენ; ნარკოტიკების ტრანზიტი ასევე ხორციელდება საქართველოს გავლით, საბერძნეთიდან და თურქეთიდან დასავლეთ ევროპისკენ.

 

ანგარიშის თანახმად, საქართველოს გავლით ნარკოტიკების კონტრაბანდის ერთ–ერთ მთავარ საშუალებებად მიჩნეულია სატვირთო მანქანები. რომლებიც გრძელ, სატრანზიტო რეისებს სრულებენ.

 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპული ქვეყნების სამართალდამცველებმა 2009 წლის განმავლობაში იმ სატვირთო მანქანებიდან, რომლებმაც ერთხელ მაინც გაიარეს საქართველოს ტერიტორია, ამოიღეს შვიდიდან რვა ტონამდე ნარკოტიკული ნივთიერება.

 

ანგარიშის თანახმად ევროპაზე გათვლილი ზოგიერთი მექანიზმი ხელს უშლის საქართველოში ნარკოტიკების ტრანზიტზე კონტროლს, მათ შორის ის წესი, რომლის მიხედვითაც მებაჟეებს სატრანზიტო სატვირთო მანქანების შემოწმება შეუძლია მხოლოდ ტვირთის მესაკუთრის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით, რაც ზღუდავს სატვირთო მანქანების შემოწმების შესაძლებლობას.

 

"წესები და რეგულაციები, რომლებიც უსარგებლოდ ზღუდავს ტვირთის შემოწმების ლეგიტიმურ აუცილებლობას, უნდა გადაიხედოს და შეიცვალოს,“ – ნათქვამია ანგარიშში.

 

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მიერ 2010 წლის ნოემბერში ირანთან დადებულმა უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებამ შესაძლოა "საქართველოში უფრო მეტი ნარკოტიკის შემოდინება გამოიწვიოს“, თუ შესაფერისი კონტროლი არ განხორციელდება.

 

„ეს სავსებით სავარაუდოა, ვინაიდან ავღანური ნარკოტიკების, დაახლოებით, 40% ირანის გავლით გაედინება. ამ ნარკოტიკების კონტრაბანდა ახლა პრობლემას წარმოადგენს ირანის საზღვრის ყველა მიმართულებით სამხრეთისკენ, დასავლეთისკენ და ჩრდილოეთისკენ; ასე რომ, შეშფოთების საფუძველი არსებობს, რომ ირანსა და საქართველოს შორის გამარტივებული მიმოსვლა შესაძლებლობას მისცემს გადამზიდავებს ’ახალი მარშრუტი’ მოსინჯონ,“ – ნათქვამია ანგარიშში.

 

ანგარიშის თანახმად, გამოითქმის "ვარაუდები“, რომ ნარკოტიკები სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გავლითაც მიედინება, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ ამ ინფორმაციის დადასტურება შეუძლებელია, რადგანაც "რუსეთის საოკუპაციო ძალებს ან ამ ტერიტორიების დე ფაქტო მთავრობებს და საქართველოს მთავრობას შორის ნარკოტრანზიტზე ინფორმაციის გაცვლა ან მცირეა, ან საერთოდ არ ხდება“.

 

"კოორდინაციის ნაკლებობა“

 

საქართველოს მთავრობამ ნარკოტიკების პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტად აქცია, თუმცა ამ საკითხზე მომუშავე სტრუქტურებს შორის "კოორდინაციის ნაკლებობა“ ამ მიზნის მიღწევას "ართულებს,“ ნათქვამია ანგარიშში.

 

დოკუმენტის თანახმად, აშშ–ი ცდილობს ხელი შეუწყოს ამ პრობლემის მოგვარებას, მათ შორის უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფის შექმნის წახალისებით.

 

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ნარკოკონტროლის მთლიან სისტემას "რეფორმები ესაჭიროება“. ამ თვალსაზრისით პირველ და გადაუდებელ პრობლემას წარმოადგენს კონკრეტული ანტინარკოტიკული ეროვნული სამოქმედო გეგმის არარსებობა, ნათქვამია ანგარიშში.

 

საქართველომ ანტინარკოტიკული ეროვნული სტრატეგია 2007 წელს მიიღო, თუმცა, ანგარიშის თანახმად, მას აკლია დეტალური სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს სტრატეგიის განხორციელება.

 

"ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საკითხებში ჩართულ ინსტიტუციებს შორის კოორდინაცია ასევე პრობლემას წარმოადგენს,“ – ნათქვამია ანგარიშში, "ნარკოტიკების პრევენციის სისტემური ღონისძიებები არასაკმარისია; მკურნალობის მეთოდები ისე მუშავდება, რომ მცირე ან არანაირი ყურადღება არ ეთმობა მკურნალობის შემდგომ სოციალურ რეაბილიტაციას. საშიში ნარკოტიკების შესახებ ინფორმაცია არასაკმარისი, ხოლო სტატისტიკური მონაცემები ნარკოტიკების მოხმარების თაობაზე შეზღუდული და არასაიმედოა. მოქმედი კანონმდებლობა არ აკმაყოფილებს ნარკოტიკების შესახებ გაეროს კონვენციების მოთხოვნებს.“

 

შსს–ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი (სოდ) და მასთან არსებული ანტინარკოტიკული დანაყოფი ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის მთავარ ორგანოს წარმოადგენს. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2010 წელს სოდ–ის ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა და მის ანტინარკოტიკულ დანაყოფში საკადრო ცვლილებები განხორციელდა "როგორც პრევენციული ღონისძიება ნარკოტიკებთან დაკავშირებული კორუფციის წინააღმდეგ“.

 

სოდ–ის ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა 2010 წლის აპრილში კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად გადაიყვანეს, ხოლო კოდუას ადგილზე კრიმინალური პოლიციის უფროსი დევი ჭელიძე დაინიშნა.

 

"რაიმე სერიოზული ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ შსს–ს ახალი ანტინარკოტიკული დანაყოფი კორუფციულ საქმიანობაში ყოფილიყოს ჩართული არ ყოფილა,“ – ნათქვამია ანგარიშში.

 

ანგარიში მოკლედ განიხილავს შესაბამის კანონმდებლობასაც. მოქმედი კანონმდებლობა დიფერენცირებულად არ უდგება სხვადასხვა ნარკოტიკულ დანაშაულს და ცალკეული ნარკოტიკული ნივთიერების ძალიან მცირე ოდენობის შენახვაც კი იწვევს სისხლის სამართლებრივ დევნას ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით. ანგარიშში ნათქვამია, რომ ასეთმა მიდგომამ გააჩინა მოწოდებები, რათა არსებული კანონმდებლობა შეიცვალოს, თუმცა საქართველოს პარლამენტში 2008–2009 წლებში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვა შეჩერებულია.

 

 

 

სამაჩაბლოს და აფხაზეთს აქ საერთო საზღვარი ირანთან :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Россияне потребляют почти все наркотики из Афганистана, выяснил Госдеп США

 

время публикации: 4 марта 2011 г., 21:27

последнее обновление: 4 марта 2011 г., 21:35

 

 

 

 

 

 

Россия является главным потребителем наркотиков, поступающих из Афганистана, говорится в опубликованном Госдепартаментом США ежегодном докладе о ситуации в сфере борьбы с наркотиками в мире. А территория Грузии становится основным маршрутом переправки наркотиков из стран Азии в Европу, отмечается в документе.

 

 

Распространение наркотиков и коррупция остаются серьезными проблемами для России, отмечают авторы доклада. "Россия является главным пунктом назначения потоков героина из Афганистана и важным рынком для торговцев опиумом, гашишем, марихуаной, синтетическими наркотиками и другими опасными запрещенными веществами", - сообщает Госдеп.

 

Согласно приведенным в докладе данным Управления ООН по наркотикам и связанной с ними преступностью, жители России употребляют в год 70 тонн наркотика, а количество потребителей героина в России достигло 1,6-1,8 миллиона человек, или 1,3% населения, передает РИА "Новости". "Среди них процент заражения ВИЧ достигает в некоторых регионах 61%", - отмечается в докладе.

 

- Откровения президента Таджикистана послу США: мафиозные российские генералы сколачивали состояние на наркотиках

- ФСКН: 90% российских наркоманов употребляют афганский героин

 

 

По данным Госдепа, примерно 25% героина из Афганистана попадает в Россию через Центральную Азию. "Протяженность границы между Россией и Казахстаном - семь тысяч километров, то есть ровно в два раза больше, чем протяженность американо-мексиканской границы. При этом граница охраняется не слишком жестко, а граждане пограничных с Афганистаном центральноазиатских государств пользуются правом безвизового въезда в Россию", - подчеркивается в документе.

 

Наркотики чаще всего попадают в Россию "под прикрытием" сельскохозяйственных грузов, но, отмечают авторы доклада, нередко бывают случаи заглатывания наркотиков для их перевозки. Другой важной проблемой России, препятствующей эффективной борьбе с наркопреступностью, американский Госдеп назвал "коррупцию среди сотрудников органов безопасности".

 

Еще одним вопросом, на который российским властям еще только предстоит ответить, госдепартамент считает недостаточное развитие системы реабилитации и лечения наркоманов.

 

Грузия становится основным маршрутом переправки наркотиков из Азии в Европу

 

 

Территория Грузии становится основным маршрутом переправки наркотиков из стран Азии в Европу, отмечается в докладе госдепартамента США, выдержки из которого в пятницу приводят грузинские СМИ.

 

В документе говорится, что наркотики попадают в Турцию и Грецию, а затем в другие страны Европы через территорию Грузии. При этом в докладе отмечается, что грузинские власти не контролируют Абхазию и Южную Осетию и, возможно, через эти бывшие грузинские территории проходит транспортировка наркотиков, , передает "Интерфакс".

 

 

В докладе говорится также, что в Грузии есть проблемы с потреблением наркотиков, в частности, на внутреннем рынке страны продается героин, метадон и марихуана. При этом авторы документа отмечают, что грузинское правительство начало тестировать высокопоставленных чиновников на потребление наркотиков.

 

 

Как напоминает NEWSru.ua в марте прошлого года президент Грузии Михаил Саакашвили призвал создать большую программу по борьбе с наркопреступностью, в частности, использовать новый метод проверки по волосам и введение обязательной проверки госчиновников всех уровней на содержание в организме наркотических веществ. Вместе с тем, по его словам, в Грузии на данном этапе самый здоровый госаппарат, который когда-либо был.

 

По словам грузинского лидера, наркопреступность достаточно большая проблема в стране, не смотря на то, что в последние годы уровень наркомании стабилизировался. Ранее сообщалось, что грузинские порты Батуми, Поти и город Кобулети стали одними из ключевых пунктов трафика афганского героина. В частности отмечалось, что через Грузию в Европу и Россию проходит около семи тонн героина в год.

http://newsru.com/world/04mar2011/narcotra.html

 

ერთი რამ მაინტერესებს.

 

ამ საბაჟოზე ორ კურტკას თუ პოულობენ და ფულს ახდევინებენ ხალხს ამაზე,ამ ნარკოტიკებს რატომ ვერ პოულობენ? :) ერთი დაგეშილი მეძებარი ძაღლი უნდა და ეგ არის რა.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"რაიმე სერიოზული ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ შსს–ს ახალი ანტინარკოტიკული დანაყოფი კორუფციულ საქმიანობაში ყოფილიყოს ჩართული არ ყოფილა,“ – ნათქვამია ანგარიშში

აქ დამთავრდა "კრიშის" ვერსია :givi: შეუცვალეთ თემას სათაური

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

View Postkisa, on Today, 02:27 AM, said:

"რაიმე სერიოზული ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ შსს–ს ახალი ანტინარკოტიკული დანაყოფი კორუფციულ საქმიანობაში ყოფილიყოს ჩართული არ ყოფილა,“ – ნათქვამია ანგარიშში

 

აქ დამთავრდა "კრიშის" ვერსია :givi: შეუცვალეთ თემას სათაური

კაცო! რა "კრიშის ვერსია - გადამრევ!

 

ეს არ წაგიკითხავს? :what:

კანონში შესწორება ვინ უნდა შეიტანოს, მე და შენ თუ პარლამენტმა?

საბაჟო ვის ეკუთნის - მე და დიტოს თუ ვანოს კანტორას? :what:

 

ქათმის, ფიცრის და პურის ქურდს რომ დასდევენ კაია, მაგრამ ნარკოტიკები უფრო დიდი დანაშაული არაა?

 

ანგარიშის თანახმად ევროპაზე გათვლილი ზოგიერთი მექანიზმი ხელს უშლის საქართველოში ნარკოტიკების ტრანზიტზე კონტროლს, მათ შორის ის წესი, რომლის მიხედვითაც მებაჟეებს სატრანზიტო სატვირთო მანქანების შემოწმება შეუძლია მხოლოდ ტვირთის მესაკუთრის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით, რაც ზღუდავს სატვირთო მანქანების შემოწმების შესაძლებლობას.

 

"წესები და რეგულაციები, რომლებიც უსარგებლოდ ზღუდავს ტვირთის შემოწმების ლეგიტიმურ აუცილებლობას, უნდა გადაიხედოს და შეიცვალოს,“ – ნათქვამია ანგარიშში.

 

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ნარკოკონტროლის მთლიან სისტემას "რეფორმები ესაჭიროება“. ამ თვალსაზრისით პირველ და გადაუდებელ პრობლემას წარმოადგენს კონკრეტული ანტინარკოტიკული ეროვნული სამოქმედო გეგმის არარსებობა, ნათქვამია ანგარიშში.

 

ამას როდის გააკეთებენ - ქვისხანიდან რომ გამოვალთ მაშინ? :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ანგარიშის თანახმად ევროპაზე გათვლილი ზოგიერთი მექანიზმი ხელს უშლის საქართველოში ნარკოტიკების ტრანზიტზე კონტროლს, მათ შორის ის წესი, რომლის მიხედვითაც მებაჟეებს სატრანზიტო სატვირთო მანქანების შემოწმება შეუძლია მხოლოდ ტვირთის მესაკუთრის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით, რაც ზღუდავს სატვირთო მანქანების შემოწმების შესაძლებლობას.

 

"წესები და რეგულაციები, რომლებიც უსარგებლოდ ზღუდავს ტვირთის შემოწმების ლეგიტიმურ აუცილებლობას, უნდა გადაიხედოს და შეიცვალოს,“ – ნათქვამია ანგარიშში

ეს რომ გადაიხედოს და შეიცვალოს, ამ განყოფილებაში დეპრესა და კომპანია რა სათაურის მქონე თემებით დააყენებს ბუღს აბა თუ მიხვდები? :givi: და ეჭვი მაქვს რომ შენც აყვები :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

თემების სათაურები არის პრობლემა, თუ არსი?

 

თავის სასარგებლოდ უცებ ღებულობენ "კანონებს" - ეს რაღა გახდა?

 

ხო, ჩვენ კანონმდებლებს დეპრესა&კომპანის ეშინიათ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ ეტყობათ რომ ხელისუფლების მომხრეები გააქტიურდნენ ამ თემასი... ზნაჩეტ მართლა კრიშავ!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ავღანეთში საქართველოს სამხედრო კონტინგენტის გაგზავნასა და სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის ნარკობიზნესს შორის შესაძლო კავშირებზე თუ გიფიქრიათ?

 

დარწმუნებული ხართ რომ ავღანეთში დისლოცირებული ქართული სამხედრო კონტინგენტისთვის განკუთვნილი აღჭურვილობით დატვირთული სატრანსპორტო თვითმფრინავები უკან საქართველოში ოპიუმითა და ჰეროინით დატვირთული არ ბრუნდებიან?

 

დარწმუნებული ხართ რომ საქართველოს ტერიტორიაზე კრიმინალური რეჟიმის შექმნილი ლაბორატორიები არ ფუნქციონირებს სადაც ოპიუმს ამუშავებენ და ჰეროინს ამზადებენ?

 

ნუ იქნებით დარწმუნებული. მალე ყველაფერი გაიასნდება..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნარკომანიის მოსპობა შეიძლება მისი დაშვებით და არა აკრძალვით. ანუ ლეგალიზაციით.

მაგრამ ვის არ აწყობს ეს? ხელისუფლებას რომელიც ამ ბიზნესით ხელს ითბობს?

ვიცი ამ აზრს ბევრი მოწინააღმდეგე ყავს, პირველ რიგში კი ისინი, ვისაც თავისი შემოსავლის წყაროს დაკარგვა არ სურს.

პირველი"საბუთი" კი მათი ისაა რომ, თუ ლეგალური გავხადეთ, ყველა წამლის კეთებას დაიწყებს და უფრო უარესი შედეგი იქნება( რაღა უარესი, 500 000 ნარკომანია საქართველოში) რაც მცდარი მოსაზრებაა. ვინც არ იკეთებდა, ის ლეგალურსაც არ მოიხმარს.

რას მოგვცემს ლეგალიზაცია და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს?

1. ნარკოტიკების საწარმო უნდა შეიქმნას პირველ რიგში სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ, იაფ ფასიანი ნარკოტიკის შესაქმნელად.

2. მათი მოწოდება უნდა მოხდეს სარეაბილიტაციო ცენტრებში, ნარკომანების ანონიმური აღრიცხვით, მათზე სამედიცინო დაკვირვებით და ფსიქოლოგების ჩართვით.

3. მათი დასაქმება ისეთი სამუშაოთი,( თუნდაც დროებითი) რაც მათ მისცემს იმ თანხების გამომუშავების საშუალებას, რითაც ნარკოტიკს შეიძენს და ოჯახისთვისაც გადადებს ნაწილს. ( ეს ვისაც სულ არ აქვს შემოსავალი)

 

რას მოგვცემს ეს? ნარკომანები მოშორდებიან ქუჩას და ამით მოიხსნება ნაწილობრივ საფრთხე ახალი ნარკომანების გაჩენის, რადგან თვით ნარკომანები ითრევენ ბევრს თავიანთ წრეში, განსაკუთრებით შეძლებული ოჯახებიდან ან შემოსავლის მქონე პირებს, რომ მათი მეშვეობით შეიძინონ ის წამალი, რომელსაც თავადაც იხმარენ.

შემცირდება საგრძნობლად ნარკომანების მიერ ჩადენილი დანაშაული, რადგან თუ მათ ექნებათ იაფი წამალი სიმბოლურ ფასად შეძენილი, მათ სხვა არაფერი არ აინტერესებთ. ხოლო დანაშაულის მეტი წილი მოდის ნარკომანებზე, რომლებიც განიცდიან ეგრეთ ცოდებულ ნარკოშიმშილს.

ნარკომანებს ექნებათ რეაბილიტაციის შანსი და ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნების საშუალება და არ ჩაიგდებენ თავს საფრთხეში სულ ახალი და ახალი ქიმიური იაფფასიანი საშუალებებით ნარკოტიკების დამზადებით.

არავინ არ წავა სარეაბილიტაციო ცებტრში იმისათვის რომ გასინჯოს ნარკოტიკი, თუ ეს მას ქუჩაში არ შესთავაზა ვინმემ. ნარკომანს კი, რომელსაც წამალი აქვს, საერთოდ არ აინტერესებს ახალი მომხმარებლის ჩათრევა. პირიქით კი შეიძლება მოხდეს. დაჯდება კაიფში და იბაზრებს ნარკოტიკის სიავეზე იმათზე უკეთ, ვისაც ეს პროფესიულად ევალება.

ყველას თუ არა, რაღაც ნაწილის განკურნების შესაძლებლობაც იქნება და 1%იც რომ დაუბრუნდეს უკან ჯანსაღ საზოგადოებას( 500 000ის 1% - 5 000) უკვე დიდი საქმე იქნება.

 

თითქოს ადვილია ამის განხორციელება ერთი შეხედვით, მაგრამ...

ხელისუფლება რომელიც თავიდან ფეხებამდეა ამ ბიზნესში ჩათრეული ამას არ დაუშვებს.

ერტია თავად ნარკოტიკებით არებული ფული იმ ბარიგებისგან რომლებსაც ხელს არ კიდებენ, მეორე ნარკომანების დაჭერით აღებული პოლიციის ქვედანაყოფებიდან.

არავინ არ თქვას პატრული ფულს არ იღებსო. უბრალოდ ყველასგან არ იღებენ და ვისგანაც იღებენ 10 მაგს იღებენ. 10დან ერთს ფულით უშვებენ 10 მაგი ანაზღაურებით და 9-ს იჭერენ. მერე ის 9 ამბობს და მათი გულშემატკივარი ეგ შობელძაღლები ფულს არ იღებენო))

ასე იბადება ლეგენდა არაკორუმპირებულ პოლიციაზე, ნარკოტიკი საღდება ძველებურად, ნარკომანები არ კლებულობენ და ყველაზე უარესი არის ის რომ, შემოდის სულ ახალი და ახალი ნარკოტიკული საშვალებები, რომლების ძველი ტრადიციულისგან განსხვავებით უფრო ძლიერ სპობს ნარკომანების ჯამრთელობას.

 

მოკლედ თუ ხელისუფლება ამ ბინძურ ფულზე უარს იტყვის, ნარკობიზნესს მოსპობენ. აქედან არ იქნება ახალი ნარკომანების წარმოშობის საფრთხე და უკვე ავადმყოფების კონსპირაციიდან გამოსვლით და ლეგალიზებით მოხდება მათი კონტროლი და მათი უკან დაბრუნების შესაძლებლობა საზოგადოებაში.

 

გააკეთებენ ამას?

არა მგონია, რადგან ისინიც იმ იმპერეტორივით ფიქრობენ, რომელიც სვილს ასწავლიდა - ფულს სუნი არა აქვსო))

Edited by verusi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...