Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) “ლივერპულმა” ლიპიც მოინიშნა


Recommended Posts

http://image.geotorrents.ge/images/j3r2s1e5gnjwvx587ttz.jpg

 

იტალიური La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “სკუადრა აძურას” დამრიგებელმა, მარჩელო ლიპიმ, შესაძლოა, მომდევნო სეზონიდან  “ლივერპული” გაწვრთნას. … ლიპი რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ იტალიის ნაკრებს დატოვებს, ეს უკვე გადაწყვეტილია. ასევე ცნობილია, რომ მერსისაიდული კლუბის ხელმძღვანელობა დიდი ავტორიტეტის მქონე მწვრთნელს ეძებს. ახალი დამრიგებლის ავტორიტეტი ინგლისელბს იმისთვის სჭირდებათ, რომ გუნდში ფერნანდო ტორესის და სტივენ ჯერარდის დატოვება მოახერხონ. მათი აზრით, ამ მიზნის მიღწევა “ლივერპულში” ლიპის მიწვევითაა შესაძლებელი. მერსისაიდელთა პოზიციებს ერთი რამ ამყარებს – ცოტა ხნის წინათ ლიპიმ განაცხადა, რომ არ სურს სერია A-ს გუნდის გაწვრთნა. იტალიის გარეთ კი უმწვრთნელოდ დარჩენილ გუნდთაგან იტალიელი სპეციალისტისთვის ყველაზე მიმზიდველი სწორედ “ლივერპული” უნდა იყოს.

 

“ლივერპულს” კიდევ არაერთი სპეციალისტის სახელს უკავშირებენ. გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერსისაიდელები მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჰარი რედნაპს ეპატიჟებიან. დღეს კი გაიჟღერა დევიდ მოიესის (“ევერტონი”), მარტინ ო’ნილის (“ასტონ ვილა”) და როი ჰოჯსონის (“ფულემი”) სახელებმა. მათგან ყველაზე ნაკლებადსავარაუდო კანდიდატი მოიესია. “ევერტონისა” და “ლივერპულის” ერთმანეთისადმი მტრული დამოკიდებულების შესახებ ყველას მოეხსენება.

 

ცნობილია ის ფაქტიც, რომ მოიესს “ევერტონის” პრეზიდენტთან, ბილ კენვაითთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ცოტა ხნის წინათ “ევერტონის” მწვრთნელმა განაცხადა, რომ ნებისმიერ ინვესტორს ურჩევნია ფული “ევერტონში” ჩადოს, ვიდრე “ლივერპულში”. ძნელად წარმოსადგენია, ასეთი განცხადების შემდეგ მოიესი “ლივერპულში” მუშაობას დასთანხმდეს. დანარჩენი ორი კანდიდატის “ლივერპულში” დასაქმება უფრო რეალურია, მაგრამ მათ კლუბებთან კონტრაქტი აკავშირებთ, ამ მხრივ კი ლიპი იდეალური ვარიანტია.

 

ინფორმაციის წყარო: gazzetta.it

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...