planetanews Posted June 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 6, 2010 http://www.fifa.com/mm/photo/tournament/competition/trdv352619_56645_full-lnd.jpgფერნანდო ტორესმა “სიტი”უარით გაისტუმრა. თუ ESPN-ს დავუჯერებთ, ესპანელმა ფეხბურთელმა “ქალაქელობაზე” უარი თქვა და ამის მიზეზი ისაა, რომ მას ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში. თუ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ გამოდის, რომ ტორესს მალე “ლივერპულიდან” აბარგება მაინც მოუწევს, რადგან მერსისაიდელები ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ საკლუბო ტურნირზე არ ასპარეზობენ. ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტორესს ორი არჩევანი აქვს – იგი ან ინგლისში უნდა დარჩეს, ან სამშობლოში დაბრუნდეს. 26 წლის ფეხბურთელის შეძენით ლონდონის “ჩელსი”და კატალონიის “ბარსელონა” არიან დაინტერესებულნი. შესაძლოა, ესპანელის ტრანსფერი დაკავშირებული იყოს ზლატან იბრაჰიმოვიჩთან. არაა გამორიცხული შვედმა “ბარსელონა” დატოვოს და თუ ასე მოხდა, სავარაუდოდ კარიერას “ჩელსიში” განაგრძობს. მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, ლონდონელთა რიგებში ტორესის ადგილი აღარ იქნება, სამაგიეროდ შესაძლოა იბრაჰიმოვიჩის შემცვლელის ძებნა დაიწყოს “ბარსელონამ” და ეს მიუხედავად იმისა, რომ “კატალონიელებმა” უკვე შეიძინეს დავიდ ვილია. ხოლო თუ ზლატანი “ბარსელონაში” დარჩა, მაშინ ტორესის ხელში ჩაგდების უმთავრესი პრეტედენტი “ჩელსი” იქნება. არსებობს მესამე ვერსიაც – “ბარსელონამ”და “ლივერპულმა” იბრაჰიმოვიჩი და ტორესი გაცვალონ, მაგრამ ნაკლებადსავარაუდოა ასეთი რამ მოხდეს, პირველ რიგში იმიტომ, რომ სავარაუდოდ ზლატანი იუარებს ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენას. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts