Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge საქართველოს რუსული პრობლემა


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/reason.com.gif

 

მაიკლ მოინიანი

 

სტალინის საზარელი მუზეუმი და სხვა ქართული გასართობები

 

 

 

გორი, საქართველო – საქართველოს დედაქალ თბილისის ჩრდილოეთით,  50 მილის მოშორებით მდებარე ქალაქ გორში, ნებისმიერი მოგზაური თავისი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ბევრ ტურისტულ ობიექტს ვერ შეხვდება. ასე რომ ამ პირქუშ, პოსტ-საბჭოთა ქალაქში შემთხვევით მოხვედრილი უცხოელი აუცილებლად აღმოჩნდება დიდ, თეთრ, მარმარილოს მუზეუმში, რომელიც ქალაქის ყველაზე ცნობილ შვილს, ყოფილ საბჭოთა დიქტატორს იოსებ სტალინს ეძღვნება.

 

მუზეუმი 1957 წელს, სტალინის სიკვდილიდან 4 წელიწადში, კავკასიის იმჟამინდელი ბატონის, კრემლის დაკვეთით  აშენდა. დღეს ნატო-ს შესაძლო  ამ წევრი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილი, მეზობელი სამხრეთ-ოსეთი 6 000-ზე მეტ რუს სამხედროს აქვს ოკუპირებული (და ასევე სეპარატისტული აფხაზეთიც).

 

საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული ორდღიანი მოგზაურობის დროს ამერიკელი და ბრიტანელი ჟურნალსიტების ჯგუფმა გორში ტირანიის ეს მონუმენტი მოინახულა.  20 წუთიანი ზუზუნისა და მოსაწყენი პანეგირიკის შემდეგ, რომელშიც ძილისმომგვრელი პატრიოტული ომებისა და ხუთწლიანი გეგმების აღწერილობაც შედიოდა,  მუზეუმის გიდს ერთი სრულიად გასაგები კითხვა დავუსვი – „თუ ვინმე წმენდაზე ან უკრაინულ გოლოდომორზე, ან მისი მმართველობის სისასტიკეზე კითხვას დაგისვამთ, შესძლებთ გულწრფელად გასცეთ პასუხი?“

 

„არა“ – ეს ცოტა არ იყოს დამცინავი ინტონაციით წარმოითქვა, ისე თითქოს  მეუბნებოდნენ – ”თქვენ რა დამცინით?”

 

„თქვენ მისი ფანი ხართ? საწოლ ოთახში პლაკატები გაქვთ გაკრული?”

 

ის ტუჩებს იკვნეტს და წარბს ჩამოსწევს – სახეზე გულწრფელი გაოცება ეხატება – „ეს მხოლოდ სამუშაოა“.

 

საქართველოში ორ ისეთ ჩინოვნიკს ვერ ნახავთ, რომელიც უმუშევართა რაოდენობაზე  შეთანხმდება, მაგრამ ყველა ამბობს რომ უმუშევრობა ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემაა, იმაზე დიდიც კი ვიდრე რუსული ჯარი აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში და ამიტომ  მე ვერაფრით  ვერ ავყვები აღშფოთებას იმის გამო, რომ მან ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი მონსტრისთვის მუშაობა გადაწყვიტა. რთულ ეკონომიკურ ვითარებაში, შესაძლოა ყველა ჩვენგანმა აღმოაჩინოს შინაგანი ვალტერ დიურანტი.

 

საკმაოდ უცნაურია მაგრამ სტალინის მუზეუმს, რომელიც საქართველოს ყველაზე ცნობილ შვილს მოურიდებლად ასხამს ხოტბას, სხვა მხრივ გასაოცრად ანტი-კომუნისტური კულტურის სამინისტრო აფინანსებს.  მთავრობის ყველა ჩინოვნიკი, ვისაც ველაპარაკე უხერხულობას გამოსთქვამდა იმის გამო, რომ  ძია ჯოს ამ აკლდამას სახელმწიფო აფინანსებს („მართლა? რატომ წახვედით იქ?“)  და  ყველა არიდებდა თავს იმაზე ლაპარაკს, თუ რატომ იღებდა მუზეუმი ძველებურად საოპერაციო ხარჯებს. „ეს რთული საკითხია“ – მითხრა ერთმა, თუმცა ამავე დროს უარყოფდა იმ ფაქტს, რომ გორელებს უყვართ დიქტატორი, რომელსაც წარსულში ჯუღაშვილი ერქვა.

 

ვიფიქრე, სამინისტროს რჩევას მივცემ-მეთქი და შევთავაზებ ყველაზე ცნობილი ქართველის მაგიერ მეორე ყველაზე ცნობილი ქართველისთვის აეგოთ მავზოლეუმი, მაგრამ მერე მივხვდი რომ არც ეს იქნებოდა შესაძლებელი,  რადგან ამისთვის ოკუპირებული აფხაზეთის ხალხს ლავრენტი ბერიას,  ნკვდ-ს სასტიკი შეფის პატივსაცემად უნდა წამოეჭიმათ ახალი მავზოლეუმი.

 

ალბათ უნებლიედ, მაგრამ ჩვენი გიდი, „მე ამას ფულისთვის ვაკეთებ“, ციცქნა ახალგაზრდა ქალი, რომელიც   უცნაურად იყო გამოწყობილი საბჭოთა ინტონაციასთან სრულ შესაბამისობაში მყოფ ბრჭყვიალა  შავ შარვალში,   შეთითხნილ ისტორიას ზეპირად გვიმეორებდა.  თავიდან,  სანამ გამოფენას მივუყვებოდით ისიც კი გაუგებარი იყო იცოდა   ინგლისური, თუ უბრალოდ რამდენიმე საკვანძო ფრაზა ფონეტიკურად დაიზეპირა: „სტალინი დიიიდი მეცნიერი“, „სტალინი დიიდი სამხედრო ლიდერი“ და ა.შ.  მუზეუმში სტალინისა  და ტროცკის ისეთი სურათები იყო გამოფენილი, როგორსაც სკოლის ალბომებში ხვდები. სურათები კი ჩანდა,  მაგრამ არავის უხსენებია რა უბედური შემთხვევა გადახდა ტროცკის ყინულის სატეხი ცულის გამო.

 

მაგრამ სტალინის მუზეუმის მთავარი პრობლემა მხოლოდ სელექციურ ისტორიულ მეხსიერებაში როდია – არსადაა გულაგის ან საჩვენებელი სასამართლოების ხსენება და თუმცა მის ვაჟზე ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ არც ერთხელ უხსენებიათ ის ფაქტი, რომ სტალინი გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკში მის დატოვებას აპირებდა და მაინც მისი მთავარი პრობლემა მოსაწყენ აგიოგრაფიულ ინტონაციაშია.  ვინ მოკლა კიროვი? რატომ აწყობდა შეთქმულებას ამხანაგი სტალინის წინააღმდეგ ყველა  ებრაელი ექიმი? იყო თუ არა თეთრი ზღვის არხზე წარმოების  პრობლემები? აქ ამ კითხვებზე პასუხს ნუ დაელოდებით. აქაურობა უფრო 50-იანი წლების ლენინგრადის ძველმანების ბაზრობის კიოსკს წააგავს. კედლებზე უგემოვნო ნახატებია გამოფენილი – სტალინი ბავშვებსა და მოხუც ქალებს კეთილად  ეპყრობა, ჩაის ჭიქები მისი საზიზღარი გამოსახულებით შუშის მიღმაა გამოფენილი. საჩუქრების მაღაზიაშიც იგივეა. ბოთლის გასახსნელი სტალინი, საფერფლე, ქაღალდები, ტოლჩები, კეთილგანწყობილი დიქტატორის სურათები პარტიის სხვადასხვა ლიდერებთან, იმათთან ვისაც  მერე სახრჩობელაზე გააგზავნის.

 

გორის ცენტრში ქალაქის მერიასთან, სტალინის უზარმაზარი ნაცრისფერი ძეგლი დგას. შორიდანვე ჩანს, რომ ის ცუდად მორგებულ ზამთრის პალტოშია გახვეული. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა გვითხრა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის მსვლელობისას ქართველმა სამხედროებმა რუს კოლეგებს შესთავაზეს ქალაქის დაბომვისას  არტილერია სტალინის ძეგლზე გამოეცადათ – ეს დიდი ხნის სადაო პოლიტიკურ საკითხს გადაწყვეტდა. რუსებმა უარი სთქვეს – ამოიოხრა მან. ამის ნაცვლად გორის ხანმოკლე ოკუპაციისას მთვრალი ჯარისკაცების არმია სტალინის ძეგლთან პილიგრიმობდა.

 

ამ ბოლო დროს მოსკოვში განვითარებული მოვლენები,  ამბებს ბიძია ჯოსთან შეკრებილ მთვრალ ჯარისკაცებზე, რომლებიც გამვლელებს სიგარეტს ემათხოვრებოდნენ და პარალელურად სამშობლოს მხსნელს ადიდებდნენ სიმართლეს წააგავს, მაგრამ ალბათ აჯობებდა რუსი ჯარისკაცების ასეთ სტალინოფილიას სკეპტიკურად მივდგომოდით. რუსულ სახელმძღვანელოებში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დამღუპველი გავლენით, მასწავლებლებს მისი აპოლოგიისკენ უბიძგებენ და ურჩევენ: „იმის ჩვენებას, რომ სტალინი მოქმედებდა კონკრეტულ ისტორიულ სიტუაციაში“ და მოქმედებდა „სრულიად რაციონალურად, როგორც სისტემის მცველი, როგორც ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის თანმიმდევრული მხარდამჭერი“.

 

იმისთვის რომ ხაზი გაესვათ ქართველების სკეპტიციზმისთვის რუსეთისადმი, ჩვენმა მცველებმა ოკუპირებული ტერიტორიის ხაზთან მიგვიყვანეს, იქვე გორთან  ოსური ქალაქის ცხინვალის სამხრეთით.  ხელოვნური საზღვრისკენ  ავტობუსით საზარელი მოგზაურობისას, რომელიც ფილმის „ზარბაზნის ყუმბარის რბოლის“ ერთგვარ კავკასიურ ვერსიას წარმოადგენდა, ფსიქოპატი მძღოლი  მხიარული, სარკასტული შენიშვნების წარმოთქმის ნაცვლად,  ბრაზიანად ბუზღუნებდა.   მალე მიხვდებოდი, რომ ომის შემდეგ აქაურებისთვის (კაცებისთვის მაინც) გზაზე დგომა და სიგარეტის მოწევა ადგილობრივ დროსტარებად იქცა. თუ თქვენ იმ ასაკში არა ხართ, რომ ჯარში იმსახუროთ, ამ სასაზღვრე ქალაქებში (რომლებიც სულ ორი წლის წინ ქვეყნის შუაგულში იყო განლაგებული)  სხვა საქმე არც არაფერია.

 

ავტობუსი ქუჩას მიჰყვებოდა, საკონტროლო პუქნტებს გვერდს უვლიდა. ადვილი დასანახი იყო სახლები, რომლებსაც სახურავი ჰქონდათ აფეთქებული, ფანჯრები ჩალეწილი, აკლდათ კედელი, ხანძრის კვალი ეტყობოდათ. მწვანე, ლამაზ დაბლობზე ათასობით იდენტური სახლი იდგა, ეს 2009 წელს ნაჩქარევად აშენებული დასახლებაა  ათობით-ათასი „იძულებით გადაადგილებული ადამიანისთვის“  - ისინი სამხრეთ-ოსეთიდან, საკუთარი სახლებიდან ეთნიკური წმენდისას გამოაძევეს. ჩვენი გიდი გვიხსნის, რომ ეს კარგი ტერიტორიაა რუსეთის ფანტასტიკური ძლევამოსილების ჯავშანთან დასაპირისპირებლად, მე კი ვფიქრობ, რომ ეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღსასრული იქნებოდა.

 

გაგრძელება იქნება

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...