Jump to content
Planeta.Ge

მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტი


Recommended Posts

akkai

ნამყოფი ვარ ამ სასახლეში.

სასახლის გარდა კომენტარი ვერა? :)

.........................................................

ესეც წაიკითხეთ

http://kommersant.ru/doc.aspx?DocsID=1378975

Сам же президент Саакашвили в ходе своего двухлетнего внешнеполитического заточения не опускал руки. Его усилия сконцентрировались на экономике и внутренней политике. В принципе, в целом за годы институциональных реформ конструкция государственной машины претерпела изменения, которых не добивалась ни одна посткоммунистическая страна, включая и те, что обладают углеводородными ресурсами. По легкости ведения бизнеса и малому обременению налогами страна стоит на одном из первых мест в мире. Грузия превратилась в витрину реформ, ставшую примером для государств СНГ. Конечно, в результате войны августа 2008 года эта витрина треснула, но не разбилась, оставаясь образцом вестернизации к востоку от Европы. Другое дело, что качество грузинской демократии далеко не соответствует качеству местной жизни. Правление по-прежнему ведется методами кланово-бюрократической мобилизации, а политическая власть Саакашвили имеет множество авторитарных элементов.

 

ვიტრინა ვართ :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

В принципе, в целом за годы институциональных реформ конструкция государственной машины претерпела изменения, которых не добивалась ни одна посткоммунистическая страна, включая и те, что обладают углеводородными ресурсами.

:yes:

 

ბევრს ავიწყდება საიდან მოვდივართ.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

როდის გახდება ოპოზიციაც თანამედროვე?

როცა "ერი" გახდება თAნამედროვე...რაც ერი ის ხელისუფლება და ის ოპოზიცია...ეს კანონზიმიერებაა-მე არ მიკვირს :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საფრანგეთში, მიხეილ სააკაშვილის სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის დეტალებსა და ევროზონაში არსებულ მძიმე ვითარებაზე, პრესა.გე ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის სახელმწიფო რადიოების გაერთიანება, რადიო „ფრანსის“ საგარეო სამსახურის - “ფრანს ინტერნასიონალის” (რომელიც 36 ენაზე, ფრანკოფონურ სახელმწიფოებში მაუწყებლობს) კორესპონდენტს ბრიუსელში, გიორგი ფოფხაძეს.

 

როგორ აისახა ფრანგულ მედიასაშუალებებში სააკაშვილის საფრანგეთში სტუმრობა?

– სააკაშვილის ვიზიტი ყველა წამყვანმა გაზეთმა გააშუქა. შეიძლება ამ ვიზიტზე კერძო ტელეკომპანიებმაც გადასცეს ინფორმაცია, მაგრამ არ მინახავს, ამის დრო არ არის, რადგან საფრანგეთში 200–მდე ტელეკომპანიაა; ამასთან, აქ 6 ნაციონალური არხია, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის შესახებ არაფერი თქმულა. 10 ივნისს ვლადიმერ პუტინი ჩამოდის და საინტერესო იყო მანამდე სარკოზი და სააკაშვილი რაზე ილაპარაკებდნენ, იმ ფონზე, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულება რუსეთის მხრიდან იგნორირებულია, არ სრულდება.

 

როგორც სარკოზის ადმინისტრაციიდან გახდა ცნობილი, სააკაშვილმა ამ შეხვედრაზე, “მისტრალის” რუსეთისთვის მიყიდვის საკითხი დააყენა, რაზეც სარკოზის პასუხი შემდეგი იყო – რუსეთი არის საფრანგეთის სტრატეგიული პარტნიორი, არა მარტო ეკონომიკურ, არამედ, თავდაცვით საკითხებშიც და “მისტრალის” მიყიდვა ყოველგვარი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მოხდაო. ევროპაში იცით როგორი პოლიტიკა აქვთ?! – სჯობია ჩვენ ვაკონტროლოთ, რუსეთში ჩვენი იარაღი იყოს, რომლის გამოყენების ფუნქცია და ყველაფერი გვეცოდინება, ვიდრე რუსეთმა ძველებური მაქინაციებით, გაურკვეველი ტიპის რადარები და იარაღები აწარმოოს. სხვთა შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით, აქაური ექსპერტების აზრი ორადაა გაყოფილი.

 

მემარცხენეეები ასეთ გაურკვეველ კონტრაქტებს ყოველთვის ეწინააღმეგებიან და ამ მიმართულების გაზეთებმა, “მისტრალის” მიყიდვასთან დაკავშირებით, სააკაშვილის პრეტენზიები დადებითად შეაფასეს. სააკაშვილის სამდღიანი ვიზიტი მემარჯვენე გაზეთებმა შედარებით ნეიტრალურად შეაფასეს და ისიც აღნიშნეს, რომ ეს ვიზიტი სარკოზის კი არა, სააკაშვილის ინიციატივით მოეწყო. გაზეთ “ფიგაროს“ გუშინდელ ნომერში, ერთ–ერთი სტატია იწყება იმით, რომ 6 თვე კარზე კაკუნის შემდეგ, როგორც იქნა სარკოზიმ სააკაშვილი მიიღო; ელისეის სასახლემ სააკაშვილს მისცა თანხმობა ჩამოსულიყო და ნახევარი საათით პრეზიდენტ სარკოზის შეხვედროდა.

 

მართლა ნახევარი საათით შეხვდნენ?

– შეხვედრა ცოტა უფრო მეტ ხანს გაგრძელდა; ასეთ შემთხვევაში პროტოკოლი ყოველთვის ირღვევა ხოლმე, მაგრამ იმ ფონზე, რაც დღეს ევროზონაში ხდება, ნახევარი საათიც კი (გნებავთ 40 წუთი), რომელიც სარკოზიმ საქართველოს პრეზიდენტს გამოუყო, ძალიან დიდ დროდ მიმაჩნია, იმდენად, რამდენადაც ახლა ევროპა ჩიხში, კრიზისულ მდგომარეობაშია. ამ წუთას ჩვენს რადიოს ვუსმენდი; დოლარი 1,19–ზე ჩამოვიდა (ასეთი რამ აქამდე არ მომხდარა), ბენზინის ფასი მატულობს...

 

როგორ ხსნის “ფიგარო“ საფრანგეთის კარზე ექვსთვიან კაკუნს?

– ორი დღის წინ, სააკაშვილმა მემარცხენე მიმართულების გაზეთს, “მონდს“ მისცა ინტერვიუ. ჟურნალისტის კითხვაზე – აღიარებთ თუ არა იმას, რომ საქართველო საერთაშორისო–პოლიტიკურ იზოლაციაშია მოქცეული? მან თქვა, რომ საქართველო საერთაშორისო–პოლიტიკურ იზოლაციაში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ მართლაც მოექცა. ანუ პასუხი იმისა, თუ რატომ აკაკუნებდა 6 თვე საფრანგეთის კარზე, ფაქტიურად, “მონდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განმარტა. ანუ ეს იყო იზოლაციის გარღვევის მცდელობა და ამასთან, ევროპელებისთვის და უპირველესად, ქართველებისთვის იმის თქმა, რომ “ისე არ არის საქმე, როგორც საქართველოში ლაპარაკობენ, რომ აღარავინ მხვდება და მელაპარაკება! აქ ჩამოსვლამდე რუმინეთის პრეზიდენტს, ბასესკუს შევხვდი და ახლა ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის, საკმაოდ მძიმე წონიან ლიდერს, ნიკოლა სარკოზის“. ალბათ, აი, ეს არის ამ შეხვედრის და მანამდე საფრანგეთის კარზე ექსვსთვიანი კაკუნის მიზანი.

 

ანუ მიზანს გარკვეულწილად მიაღწია?

– ამის ილუზია არ მაქვს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 6 თვე საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ კარი გაგიღონ. ამაზე გუშინ ექსპერტებს დავურეკე, მინდოდა კომენტარები ჩამეწერა, მაგრამ ძალიან მწირ შეფასებებს იძლევიან. ანუ ფაქტიურად, მოდით ჩავთვალოთ, რომ ეს იყო შეხვედრა შეხვედრისათვის...

 

რატომ არ გამართეს სარკოზი–სააკაშვილმა ერთობლივი ბრიფინგი? აქაური ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ძალიან ცუდის ნიშანია.

– პროტოკოლი ერთობლივ ბრიფინგებს ითვალისწინებს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მოდით გამოვიდეთ იმ მძიმე ეკონომიკური სიტუაციიდან, რომელშიც ახლა ევროკავშირის ქვეყნები არიან – როდესაც გუშინ სარკოზის 10 შეხვედრა ჰქონდა ბიზნესმენებთან, ეკონომისტებთან (კონსულტაციების დონეზე), რთულია დრო გამოყო ბრიფინგის მოწყობისთვის. თუ ის ვლადიმერ პუტინთან ერთად პრესკონფერენციას ჩაატარებს, მოდით ასე შევაფასოთ ეს ყველაფერი – პუტინი იმ ქვეყნის პრემიერ–მინისტრია, რომელსაც მოგვწონს თუ არა ეს, მსოფლიოში საკმაოდ დიდი წონა აქვს...

 

როგორ დახვდნენ სააკაშვილს, ისეთივე პატივით, როგორც სხვა ქვეყნის პრეზიდენტებს ხდვებიან?

– ნორმალურად დახვდნენ. ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს – საფრანგეთში (და არა მარტო აქ, არამედ, მთელ ევროპაში) ყველას გულთბილად ეგებებიან და უღიმიან, ეს დიპლომატიური ეტიკეტია და ამას ვერავინ დაარღვევს.

 

რამდენად ჯდება პროტოკოლში ის, რომ სააკაშვილი საფრანგეთში ჩასვლიდან მესამე დღეს მიიღო სარკოზიმ?

– რა თქმა უნდა, ეს პროტოკოლში ჯდება. სანამ ეს შეხვედრა შედგებოდა, სააკაშვილი ქართული კულტურის დღეებს დაესწრო, ჟურნალისტებს შეხვდა, როლან გაროსოს ტურნირის ფინალურ მატჩზე ესპანეთის დედოფალს შეხვდა. რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა ქართველი ექსპერტების შეფასებები, ბრიფინგის არგამართვაზეც და იმაზეც, რომ აქ ჩამოსვლიდან მესამე დღეს მიიღო სარკოზიმ სააკაშვილი.

 

შესაძლებელია ერთი მომენტი გავითვალისწინოთ, რასაც მხოლოდ თეორიულად ვუშვებ – სარკოზი ის პიროვნება არ არის, რომელიც ასე ადვილად ხარშავს მისდამი რაღაც პრეტენზიების წაყენებას. იმ პრეტენზიების გამო, რაც სააკაშვილმა “მისტრალის” გაყიდვაზე გამოთქვა, შესაძლებელია სარკოზი რაღაც მომენტში გაბრაზებულიყო, თუ რატომ დგება კიდევ ერთხელ ეს საკითხი საქართველოს მხრიდან, მაგრამ ვიმეორებ, ამას თეორიულად ვუშვებ და თან, სახელმწიფოს მეთაურის სრული უფლებაა გამოთქვას სხვა სახელმწიფოს მეთაურისადმი, მის მოქმედებებზე რაიმე პრეტენზია, ამასაც დიპლომატიური ეტიკეტი ითვალისწინებს.

 

გუშინ, “რუსთავი 2“–მა ნიკოლა სარკოზიზე ამორალური სიუჟეტი გააკეთა – მის ფიზიკურ ნაკლოვანებებზე ისაუბრეს, რომ ის ტანით ძალიან პატარაა, რომ მის დაცვაში ტანდაბალი ადამიანები არიან, რომ თურმე კარლა ბრუნი მაღალქუსლიან ფეხსცმელებს არ იცმევს და ასე შემდეგ. სწორედ ამ რეპორტაჟმა მაფიქრებინა, რომ შესაძლებელია სარკოზისა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის შავ კატას გაევლო, მაგრამ ეს ჩემი თეორიული დაშვებაა, რომელსაც ვფიქრობ, ნაკლებად აქვს სხვა საფუძველი, გარდა “რუსთავი 2“–ზე გასული სიუჟეტისა.

 

რამ გამოიწვია ეკონომიკური კრიზისი ევროპაში?

– უკვე ორი თვეა, რაც ევროკავშირის იმ 16 ქვეყანაში, რომლებშიც ევროა შემოტანილი, არის ეკონომიკური კრიზისის ძალიან მწვავე ფორმა. ცნობილია საბერძნეთში რაც მოხდა – ამ ქვეყანამ ეკონომიკური კრიზისი ვერ დაძლია და უმძიმეს ვითარებაში ჩავარდა. საბერძნეთის მაგალითი, სხვა ქვეყნებისთვის ბიძგის მიმცემი შეიძლება აღმოჩნდეს.

 

როდესაც ევროს შემოტანაზე ხელშეკრულება გააფორმეს, მასში რეგულირების მექნიზმები განსაზღვრული არ იყო; ანუ მასში არ აისახა რა უნდა გაკეთებულიყო ნაკლებადგანვითარებული ქვეყნებისთვის, რომ გერმანიის და საფრანგეთის დონემდე მისულიყვნენ. ევროკავშირის მეორე და ყველაზე მთავარი შეცდომა ისაა, რომ ასე ვთქვათ, დაბალგანვითარებული ქვეყნები (ესპანეთი, პორტუგალია, იტალია, საბერძნეთი...) ევროზონაში შემოიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნების სახელმწიფო ვალი 100%–ს შეადგენდა (იტალიის სახელმწიფო ვალი იმ დროს 150%–საც კი უახლოვდებოდა), მაგრამ ეს პრეცენდენტი დაუშვეს, ეს ქვეყნები ევროზონაში შემოიყვანეს და ევროპის წამყვან, ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებს (საფრანგეთი, გერმანია) გაუთანაბრეს. აი, ეს იყო დიდი შეცდომა.

 

დაშვებულმა შეცდომებმა დროთა განმავლობაში თავი იჩინა, რადგან როდესაც ევრო შემოვიდა, ევროზონის ქვეყნები დაავალდებულეს, რომ მისი შიდა ერთობლივი პროდუქციის საბიუჯეტო დეფიციტი არ უნდა ყოფილიყო 3%–ზე ზევით; ანუ 4%–იანი საბიუჯეტო დეფიციტი უკვე კატასტროფა იყო. ამის შედეგად, როგორც დაბალგანვითარებულ, ისე მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, მოხდა საგადასახადო ფისკალური პოლიტიკის შეცვლა (საგადასახადო პროცენტმა აიწია); ანუ საბერძნეთში, ესპანეთში, პორტუგალიასა და იტალიაში ისეთივე ფისკალური პოლიტიკა შემოვიდა, როგორიც იყო გერმანიაში და საფრანგეთში.

 

დაბალგანვითარებული ქვეყნების ფირმები და ფერმერები, რა თქმა უნდა, კონკურენაციას ვეღარ გაუწევდნენ ფრანგი და გერმანული ფირმების მფლობელების შექმნილ პროდუქციას... იმისათვის რომ ამ ქვეყნების ფერმერებს და ბიზნსმენებს მაღალი გადასახადები არ ეხადათ, ესპანეთში, პორტუგალიასა და საბერძნეთში არალეგალური ბიზნესის კეთება დაიწყეს – მშენებლობებზე, პლანტაციებში, ფერმებში დაიწყეს შავი მუშახელის მოზიდვა. თქვენ იცით მაგალითად, რამდენი ქართველია წასული საბერძნეთში, რომლებიც ასე ვთქვათ, შავად მუშაობენ. ეს პრეცენდენტი იმისთვის დაუშვეს, რომ იქაურ ბიზნესმენებს დიდი გადასახადები არ ეხადათ და გაივსო ესპანეთი და პორტუგალია ქართველებით, რუმინელებით, ბრაზილიელებით.

 

წარმოიდგინეთ, როდესაც ბიზნესმენები მაღალ გადასახადს ვერ იხდიან და ბიუჯეტში ფული არ შედის, სახელმწიფო ვალდებულია ბანკებიდან უფრო მეტი კრედიტები აიღოს, იმისათვის, რომ ეს 3%–იანი საბიუჯეტო ზღვარი გააწონასწოროს, მაგრამ ამავდროულად, კრედიტების უკან დაბრუნების უნარი სახელმწიფოს უკვე აღარ გააჩნია, რადგან ხაზინაში ძალიან ცოტა ფული შედის. როგორც ფრანგული და ზოგადად ევროპული პრესა წერს, საბერძნეთში, რაც მოხდა, იმაზე უარესი ვითარებაა ახლა ესპანეთსა და პორტუგალიაში.

 

ანუ?

– ანუ, თუ ევროსამიტამდე, ანუ 17 ივნისამდე ევროკავშირის ქვეყნებმა ვერ მიიღეს გადაწყვეტილება, აღმოფხვრან ეს კრიზისი, 18–19–ში ესპანეთსა და პორტუგალიაში უარესი სიტუაცია შეიძლება მივიღოთ; ესპანეთი ბანკროტ ქვეყანად შეიძლება გამოცხადდეს. ესაა საბერძნეთზე დიდი ქვეყანა, რომელშიც ერთი პერიოდი მშენებლობის ბუმი იყო და ამ მშენებლობაზე დასაქმებულმა არალეგალურმა მუშახელმა გამოიწვია ის, რომ სახელმწიფო ფაქტობრივად გაბანკროტდა – ფულის ბრუნვა აღარ ხდებოდა, ხაზინაში ფული აღარ შედიოდა.

 

ამ ეკონომიკური კრიზისის აღმოფხვრა კისერზე ედებათ ისეთ განვითარებულ და წამყვან ევროპულ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია. ანუ მათ ფული უნდა დააბანდონ, რითაც მათივე ქვეყნები შეიძლება დაზარალდნენ. ასე რომ გამოუვალი მდგომარეობაა, ფაქტიურად, ესაა ჩიხი. 14–ში მერკელი და სარკოზი ერთმანეთს ბერლინში ხვდებიან. ეს შეხვედრა 2 დღის უკან უნდა შემდგარიყო, მაგრამ გადაიდო, რადგან თავ–თავიანთი ქვეყნების ბიზნესმენებთან და ეკონომისტებთან ინტენსიური მოლაპარაკებები აქვთ.

 

პუტინის და სარკოზის შეხვედრაც ამ ჩიხიდან გამოსავალს უკავშირდება?

- რა თქმა უნდა, ეს შეხვედრაც სწორედ იმ პრობლემითაა განპირობებული, რის წინაშეც ევროპა დგას. ორი დღის წინ ანგელა მერკელი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა; ძირითადი აქცენტები მაინც ეკონომიკურ პრობლემებზე და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე იყო გამახვილებული, რადგან დღესდღეობით ევროკავშირი ცდილობს პარიტეტი დაამყაროს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში და მოდით, ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთი, მოგვწონს ეს თუ არა, მსოფლიოს ერთ–ერთი წამყვანი ქვეყანაა, როგორც სამხედრო სტრატეგიით, ისე – ეკონომიკურად.

 

ევროპისათვის რა სასიკეთო ნაბიჯი შეიძლება გადადგას რუსეთმა, ასეთ ვითარებაში?

– რუსეთმა უნდა გახსნას ბაზარი ევროპისათვის, იმდენად, რამდენადაც ევროპის ქვეყნის ფირმებმა და ბიზნესმენებმა თავისუფალი შესვლის უფლება მოიპოვონ ამ უზარმაზარ ბაზარზე, მაგრამ ამასთან, მეორე მომენტია – აწყობს კი რუსეთს შეუშვას უცხოური ფირმები, როდესაც თვითონ ცდილობს თავისი პროდუქცია აწარმოოს?! ისეთი წამყვანი დარგები, როგორიცაა გაზის და ნავთობმოპოვების და მაღალი ტექნოლოგიების საკითხი, შესაძლებელია რუსეთი დათანხმდეს ამ სფეროში ევროპული ფირმების შესვლაზე – არავისთვისაა საიდუმლო, რომ რუსეთში თანამედროვე ტექნოლოგიები ძალიან დაბალ დონეზეა. ასე რომ, ახლა ევროპა ცდილობს აითვისოს, როგორც რუსეთის, ისე ინდოეთის და ბრაზილიის ბაზრები. როგორც აქაური ეკონომისტები ამბობენ, ახლა ერთადერთი გამოსავალი ახალი ბაზრების მოძიებაა.

 

http://presa.ge/index.php?text=news&i=11357

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სალომე ზურაბიშვილი: "საფრანგეთში სააკაშვილი ირანთან მიმართებაში წარმოებული პოლიტიკის გამო მკაცრად გააფრთხილეს"

http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=50036&Itemid=1

 

"საქართველოს გზის" ლიდერის სალომე ზურაბიშვილის ინფორმაცით, საფრანგეთში ვიზიტისას პრეზიდენტი სააკაშვილი ირანთან მიმართებაში წარმოებული პოლიტიკის გამო მკაცრად გააფრთხილეს.

 

როგორც ზურაბიშვილმა დღეს "პრაიმთაიმის" პრეს-კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, "სააკაშვილის საფრანგეთში ვიზიტის ირგვლივ ბევრი ტყუილი ითქვა".

 

"საქართველოს იზოლაციის პირობებში ამ შეხვედრას მართლაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სხვათა შორის, ეს შეხვედრა ქართული მხრიდან 6 თვის ხვეწნის შედეგი გახლდათ და არა ჩვეულებრივი ვიზიტი სხვა ქვეყნის პრეზიდენტის მიწვევით. მიუხედავად ამისა, მიხარია, რომ ასეთი შეხვედრა შედგა. საქართველოს ხელისუფლებაც ძალიან გახარებული იყო, რადგან ასეთ სასწაულს არ მოელოდა. ამავდროულად მრცხვენია, რომ საქართველომ კიდევ ერთხელ მკაცრი გაფრთხილებები მიიღო. რამდენადაც მე მესმის დიპლომატიის ენა, სააკაშვილს საფრანგეთში ცალსახად განუცხადეს: "თუ ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენს მხრდაჭერას ელით, კეთილი ინებეთ და ევროკავშირის პოლიტიკას თქვენს რეგიონში ნუ ეწინააღმდეგებითო". სააკაშვილის მხრიდან კი მორიგი ტყუილი ითქვა. როდესაც მას ირანის პრეზიდენტთან მომავალი შეხვედრის შესახებ ჰკითხეს, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ასეთი ვიზიტი არასდროს იგეგმებოდა, არადა, ყველამ ვიცით, რომ ეს ინფორმაცია ქართული მხრიდან გავრცელდა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

მან ხელისუფლებას "მასობრივი ინფორმაციის მართული საშუალებების გამოყენებით უცხოელი ლიდერების დაცინვაშიც" დასდო ბალი.

 

"იმ დღეს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას ხვდება, "რუსთავი 2", რომელიც გიგი უგულავას მითითების გარეშე ნაბიჯს არ დგამს, იაფფასიანად დასცინის სარკოზის, რომელიც ჩვენი "ჭკვიანი" პრეზიდენტივით მაღალი არ არის. მერკელი არ გვინდა, სარკოზი არ გვინდა... ვინმემ ამიხსნას მაშინ, საქართველოს არავინ სჭირდება, ასეთ კამპანიას რომ აწარმოებს?!"- დასძინა ზურაბიშვილმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სალომე ზურაბიშვილი: "საფრანგეთში სააკაშვილი ირანთან მიმართებაში წარმოებული პოლიტიკის გამო მკაცრად გააფრთხილეს"

გაფრთხილების ასლი სალომეს გამოუგზავნეს :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესპანეთი ბანკროტ ქვეყანად შეიძლება გამოცხადდეს. ესაა საბერძნეთზე დიდი ქვეყანა, რომელშიც ერთი პერიოდი მშენებლობის ბუმი იყო და ამ მშენებლობაზე დასაქმებულმა არალეგალურმა მუშახელმა გამოიწვია ის, რომ სახელმწიფო ფაქტობრივად გაბანკროტდა – ფულის ბრუნვა აღარ ხდებოდა, ხაზინაში ფული აღარ შედიოდა.

:)) :)) :))

 

ექპსერტ ნუ...

 

ცნობისათვის.

 

მართალია არალეგალი ბევრი მUშაობს მშენებლობებზე, მაგრამ 100% აქვს ყალბი საბუთები და იხდიან ყველანაირ გადასახადს იმ ყალბი საბუთებით. უსაბუთოდ არავინ არ მუშაობს. ფული ესპანეთის ბიუჯეტში არალეგალური მუშახელიდანაც შედის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გაფრთხილების ასლი სალომეს გამოუგზავნეს

მიშა უფრო მიღებულია საფრანგეთის ესტებლიშმენტში ვინდე სალომე - აბა რა :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...