Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) რევოლუციის 6 წელი. ნაწილი პირველი


Recommended Posts

http://s09.radikal.ru/i182/1006/ea/36205aa5ea5a.jpg

 

ჩვენი საიტი უკანასკნელ მზერას მიაპყრობს რაფაელ ბენიტესის 6 წლიან რევოლუციას ”წითლებში”…

როგორ, უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რაფა ბენიტესი, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს  5 წლის და 50 კვირის, შემდეგ, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კლუბიდან წავიდა. ამ ექვსი სეზონის განმავლობაში, მრავალი სასიხარულო და ძალზედ სამწუხარო ფაქტი მოხდა, მოდით ერთად გავიხსენოთ ყველა ეს მნიშვნელოვანი მოოვლენები.

 

წარუმატებელი ორი სეზონის შემდეგ კლუბმა გადაწყვეტილება მიიღო პოსტიდან მოეხსნა ჟერარდ ულიე – 2004 წლის 16 ივნისს კლუბს სათავეში უდგება, 44 წლის რაფაელ ბენიტესი, რომლის იმდროინდელი სტატუსი,ესპანეთის ჩემპიონი და უეფას თასის მფლობელი იყო ესპანური ვალენსიათი.

 

http://ifotka.ru/images/bs8hoj3x6dnhdpoomltl.jpg

 

2004/05

 

მან გუნდში მოსვლის თანავე პირველივე ტრანსფერი განახორციელა, გუნდში მოიყვანა ყველასათვის უცნობი ხაბი ალონსო და ლუის გარსია, მაგრამ გუნდიდან მაიკლ ოუენი წავიდა, მინდა აქვე შეგახსენოთ, რომ ოუენის დაკარგვაში რაფას წვლილი ნადმვილად არ მიუძღვის.

მისი დებიუტი გუნდში არ შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს, გუნდმა სეზონი მეხუთე ადგილზე დაამთავრა და ჩემპიონს 37 ქულით ჩამორჩებოდა. წარმატებად შეგვიძლია ჩავთვალოთ ”უეფას თასი”, სადაც ”წითლებმა” ფინალს მიაღწიეს, მაგრამ არ შეგვიძლია არ გავიხსენოთ საშინელი და სამარცხვინო წაგება ინგლისის თასზე ”ბარნლისთან”  მე–3 ეტაპზე.

თუმცა ყველა ეს წარუმატებლობა ჩაქრა  სტამბულის საოცრებად, სადაც ”წითლებმა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის წინააღმდეგ მეორე ტაიმის ექვს წუთში ”მსოფლიო გადაატრიალეს.” სენსაციური გამარჯვება,  პირველ ტაიმში 3-0 წაგების შემდეგ, ”წითლებმა”თამაში მოაბრუნეს და ლიგის თასი ”ენფილდზე” ჩამოიტანეს.

http://ifotka.ru/images/rboi1vratgt5fhyzwdd.jpg

 

ადგილი -5, ქულა – 58.

 

2005/06

 

ახალი სეზონი სუპერ თასის გამარჯვებით დაიწყო, განახლდა გუნდი, ”წითლებს” შეუერთდნენ პიტერ კრაუჩი და პეპე რეინა, მაგრამ ყველაზე დამაჯერებელი იყო სეზონის სტარტი პრემიერ ლიგაში. ამას მოყვა ჩემპიონატში ზედიზედ 10 გამარჯვება და 11 თამაშში კარის მშრალად შენახვა.

 

უნდმა თავის შედეგი საგრძნობლად გააუმჯობესა, პრემიერლ ლიგა მესამე ადგილზე დაამთავრა, მაგრამ საგრძნბლად ჩამორჩებოდა მეორე ადგილზე მყოფ მანჩესტერ იუნაიტედს.

მერსისაიდლებმა კვლავ გააღწიეს ფინალში, ვესტ – ჰემთან მატჩში ინგლისის თასზე, კვლავ 3-3-ს მიაღიწეს და გაიმარჯვეს პენალტების სერიაში. მეშვიდეჯერ მოიპოვეს ლივერპულელებმა ეს  გამარჯვება, რომელიც ისტორიაში შევა, როგორც ”ჯერარდის ფინლი.”

 

http://ifotka.ru/images/a3zew95p3nw25x35w01.jpg

 

ადგილი – 3, ქულა – 82

2006/07

 

არადამაჯერებელი სტარტი ეროვნულ ჩემპიონატში, მარცხი ჩელსისთან, არსენალთან, მანჩესტერთან, ევერტონთან.

 

ასე თუ ისე წარმატებული აპარეზობა ჩემპიონთა ლიგაზე, შურის ძიება არსენალთან და ბარსელონასთან ”ნოუ კამპზე” გამარჯვება. ნახევარფინალში კი ორი დიდი მწვრთნელის დუელი მოურინოის ბენიტესმა აჯობა და გუნდი ფინალში გაიყვანა, მაგრამ რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ფინალში გუნდმა მილანთან შეხვედრა დათმო.

http://ifotka.ru/images/ss91hhhrogsbfbd7uy.jpg

 

ადგილი – 3, ქულა – 68.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...