FIORENTINO Posted August 16, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 16, 2008 რუსეთის გენშტაბი ქართულ მხარე როკის გვირაბის აფეთქების მცდელობაში ადანაშაულებს "სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის საზღვარზე ქართველი დივერსანტების ჯგუფი როკის გვირაბის აფეთქებას ცდილობდა", - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილემ, ანატოლი ნოგოვიცინმა, ტელეკომპანია "ვესტი 24"-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ინცინდენტი 15 აგვისტოს დღის 16:00 საათზე განხორციელდა. რუსმა სამხედროებმა როკის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართველი დივერსანტების ჯგუფები აღმოაჩინეს, რომლებიც ორი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. მანქანებში ისხდნენ როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ფორმაში გადაცმული პირები. რუსმა სამხედროებმა ქართველ დივერსანტთა მანქანას, ცეცხლი გაუხსნეს. ამ დროისთვის, დივერსანტებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შეგახსენებთ, როკის გვირაბი ერთადერთი გზაა რუსეთიდან ცხინვალამდე, რომლის მეშვეობით საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილება ხდება ხდებოდა. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.