planetanews Posted June 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/10/american-conservatives.gif დენიელ ლარისონი „მოსკოვი არ ცდილობს მხოლოდ ამ ქვეყნების დათანხმებას იმ საკითხში, რომ ისინი დასავლეთთან მიერთებას არ შეეცდებიან. ის ასევე ცდილობს დასავლური სახელმწიფოების მხარდაჭერის მოპოვებას იმაში, რომ ისინი აღიარებენ მისი განსაკუთრებული ინტერესების სავარაუდო სფეროს – და პოტენციურად დუმილით დათანხმდებიან შეზღუდული სუვერენიტეტის ახალ განსაზღვრებებს. ეს რუსეთის პოლიტიკური განცხადებების რიგში ჩართული ერთ–ერთი მთავარი საკითხია და დიმიტრი მედვედევის წინადადებაა ევროპულ უსაფრთხოებაზე. და მიუხედავად იმისა, რომ არცერთ დასავლელ ლიდერს ამ იდეაზე, ისევე როგორც ოფიციალურ პოლიტიკაზე ხელი ჯერ არ მოუწერია, დიპლომატიურ დერეფნებში ბევრი სიარული საჭირო არ არის იმისთვის, რომ ისეთ დიპლომატებს წააწყდეთ, რომლებიც ხმამაღლა კითხულობენ, ფინეთიზაციის ახალი და თანამედროვე ვერსიები შეძლებენ კი მისაღებ პოლიტიკად იქცნენ იმ ქვეყნისთვის, რომლის დასავლური ინტეგრაციის პერსპექტივებიც ბუნდოვნად მოსჩანს“, – წერს რონალდ ასმუსი. ამ ტიპის დისკუსიის დროს მე მუდამ ერთი დეტალი მაწუხებს: მასში არასდროს არის გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ „ძალთა ბალანსის, გავლენის სფეროების და შეზღუდული სუვერენიტეტის“ კონცეფციებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში თავად აშშ იყენებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში „ჰუმანიტარული ინტერვენციების“ მხარდამჭერები ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევდნენ იმას, რომ ზოგიერთ ქვეყანას არ აქვს უფლება აწარმოოს საკუთარი საშინაო პოლიტიკა, საგარეო ჩარევის შიშის გარეშე. შეზღუდული სუვერენიტეტის იდეით ამართლებდნენ კოსოვოს მოვლენებში ჩარევასაც. ის იყო ასევე თორმეტი წლის განმავლობაში ერაყის ჩრდილოეთსა და სამხრეთში მოქმედი არასაფრენი ზონების შექმნის მიზეზი. არცერთი ეს ქმედება იურიდიული თვალსაზრისით საერთაშორისო სანქციას არ წარმოადგენდა. ისინი აშკრად არღვევდნენ სახელმწიფო სუვერენიტეტს, თუმცა ამერიკული და დასავლეთევროპული პოლიტიკური კლასის წევრებიდან ამას ფაქტიურად არავინ ყურადღებას არ აქცევდა. ამგვარად, ეს კონცეფციები „ერთობლივი უსაფრთხოების ახალი ევროპული არქიტექტურის“ რწმენით ძალაში რჩება. უბრალოდ წინა სამი პრეზიდენტი დარწმუნებული იყო, რომ ამ კონცეფციების გამოყენების უფლება მხოლოდ შეერთებულ შტატებს და ჩვენს მოკავშირეებს ჰქონდათ. ბოლო ათი წელი, განსაკუთრებით კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, მოსკოვმა დაიწყო ამ ჩვენი ინტერვენციონისტული რიტორიკის და პრაქტიკის გამოყენება საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ, რომლებიც აშშ–მ საკუთარ კლიენტებად აქცია, ან შეეცადა ასეთებად გადაექცია. ნატოს გაფართოებას მოჰყვა ის, რომ აშშ–ს გავლენის სფერო რუსეთის საზღვრებს ძალიან მიუახლოვდა, თუმცა ვაშინგტონს სურდა ეს სფერო პოსტსაბჭოთა სივრცეზე გაევრცელებინა, იმის მიუხედავად, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მოსახლეობის ნაწილს ან დიდ უმრავლესობას შეერთებული შტატების მხარეს დგომა რუსეთთან კარგი ურთიერთობების დათმობის ხარჯზე არ სურდა. ვაშინგტონი რუსეთის საზღვრებთან, მოსკოვისთვის აშკარად არასასურველი ძალთა ბალანსის შექმნას ცდილობდა, ეყრდნობოდა რა ღიად ანტირუსულ მთავრობებს. მას ასევე სურდა, რომ კოსოვო გამონაკლისად ეცნოთ, რადგან სერბეთის სუვერენიტეტის შელახვა ხომ ნორმალურია, საქართველოს და უკრაინის კი – აბსოლუტურად არასწორი. იმავდროულად, აშშ–ს არ შეუძლია დროდადრო შელახოს სხვისი სუვერენიტეტი, აქტიურად გააფართოვოს საკუთარი გავლენის სფერო სხვა დიდი სახელმწიფოების მეზობლად, აცხადებდეს საკუთარი განზრახვის შესახებ შექმნას „თავისუფლებისთვის სასურველი, ძალთა ბალანსი“, ხოლო შემდეგ აღშფოთებას ვერ მალავდეს და არ ესმოდეს ის, რომ სხვა დიდი სახელმწიფოებიც მათ ნაკვალევს მისდევენ და ცდილობენ ამერიკის გავლენის სფეროს შეზღუდვას ან ბალანსის საკუთარი თავისთვის სასარგებლოდ შეცვლას. რაც შეეხება „ფინეთიზაციაზე“ საუბარს, ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ეს შეიძლება ეხებოდეს – საქართველოა. რუსეთს აშკარად არ სურს, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს და სააკაშვილის უგუნურობის წყალობით, მან ალიანსში ამ ქვეყნის გაწევრიანება ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა. როგორც არ უნდა სურდეს ზოგიერთ ქართველს დასავლეთზე ორიენტირება და ნატოში გაწევრიანება, რეალობა ისეთია, რომ ნატო არ მიიღებს საქართველოს, მის საგარეო პოლიტიკას კი რუსეთის ნება შეზღუდავს. დასავლეთში არავინ არის ვალდებული ეს მოსწონდეს, მაგრამ ეს რეალობაა. ჩვენ შეგვიძლია ოფოციალურად მხარი დავუჭიროთ იმ ილუზიას, რომ პატარა ქვეყნები, რომლებიც ეკონომიკურად დიდ სახელმწიფოებზე არიან დამოკიდებულნი თავისუფლები არიან საკუთარი საგარო პოლიტიკის განსაზღვრაში, თუმცა თუკი ჩვენ დავიჯერებთ, რომ ეს მართლაც ასეა, ჩვენ საკუთარ თავს მოვატყუებთ. ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ასმუსი მნიშვნელოვან ფაქტორებს განიხილავს, რომლებიც სიტუაციას ართულებს, კერძოდ კი ორ სეპარატისტულ რესპუბლიკას, რომლებიც რუსეთმა საკუთარი დაცვის ქვეშ აიყვანა. ომამადე საქართველო მათ „შემოერთებას“ გეგმავდა და თეორიულად, საქართველოს მთავრობა დღემდე ისახავს ამ ფაქტობრივად მიუღწევად მიზანს, რომელიც რუსეთს და საქართველოს შორის სერიოზული უთანხმოების წყაროა. ასეთ პირობებში საქართველოს ნატოში შეყვანის მცდელობა ვაშინგტონის მხრიდან უკიდურესად პროვოკაციული გახლდათ, რადგან ის იმის მოლოდინს ქმნიდა, რომ საქართველო, რომელიც ძალით შეეცდებოდა სეპარატისტული რესპუბლიკების დაბრუნებას, დასავლეთის დაცვას და მფარველობას მიიღებდა. პროვოკაციული ნაბიჯი იყო ეს იმის გამოც, რომ ამ შემთხვევაში უსაფრთხოების დასავლურ გარანტიებს მიიღებდა მთავრობა, რომლის ხელმძღვანელიც ღიად და გაცხარებით ანტირუსული განწყობის იყო. სინამდვილეში, ნატოს წევრობის გარეშეც სააკაშვილმა გადაწყვიტა, რომ ტერიტორიებისთვის კონფლიქტის შემთხვევაში ის შეძლებდა დასავლეთის მხარდაჭერის იმედზე ყოფნას. ცხადია, რომ სწორედ „მომავალშიც დასავლური ინსტიტუტების გაფართოვების“ დაპირებამ უბიძგა საქართველოს პრეზიდენტს ამ უგუნური და დამანგრეველი კურსისკენ, ამიტომ რთული გასაგებია, რისი მიღწევა სურთ დაინტერესებულ მხარეებს, როდესაც ამგვარ გაფართოვებას მხარს უჭერენ. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts