Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ახალი მართლმადიდებლური ორგანიზაცია ”იმედის” წინააღმდეგ


Recommended Posts

ახალი, მართლმადიდებლური ახალგაზრდული ორგანიზაცია „წინ“ თავისუფლების ინსტიტუტის და ტელეკომპანია იმედის გადაცემა „სიმართლის დროს“ წინააღმდეგ გამოდის. ორგანიზაცია მათ პროვოკაციების მცდელობაში ადანაშაულებს.

 

„წინ“ -ის წევრებმა დღეს საგანაგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ტელეკომპანია იმედის გადაცემა ”სიმართლის დრომ” მათი ორგანიზაციის წევრს ინტერვიუს ჩაწერა ღამის პირველ საათზე შესთავაზა, ინტერვიუ უნდა ჩაეწერათ ირაკლი დეისაძესთან ერთად. პრესკონფერენციაზე ეს შეაფასეს, როგორც პროვოკაციის მცდელობა.

 

 

 

თავის მხრივ, გადაცემის პროდიუსერი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ ფორმით ორგანიზაცია პოპულარობის მოპოვებას ცდილობს.

 

ლადო სადღობელაშვილი, რომელიც ცნობილია თავისი არატოლერანტული დამოკიდებულებით უმცირესობების მიმართ, რასაც ღიად გამოხატავს მის პირად გვერდზე, ფეისბუქზე, აცხადებს, რომ თუკი მათაც დაიჭერენ, მოვლენ სხვა ბიჭები, რომლებიც უფრო მეტ რადიკალიზმს შეიტანენ მართლმადიდებლობის დაცვაში.

 

„თუ ჩვენ დაგვიჭერენ, ჩვენს შემდეგ მოვლენ ბიჭები,რომლებიც კიდევ უფრო მეტ რადიკალიზმს შესძენენ ამ ყველაფერს“,–ამბობს ლადო სადღობელაშვილი, პარტია „თავისუფლების“ წევრი და ამავდროულად მართლმადიდებლობის სახელით გაერთიანებული კიდევ ერთი ორგანიზაციის – „წინ“ თანამოაზრე.

 

ამ ორგანიზაციის განცხადებით, ტელეკომპანია იმედი მათ „ისეთივე პროვოკაციას უწყობდა, როგორიც კავკასიაზე მოხდა“.

 

გადაცემა „სიმართლის დროს“ პროდიუსერი, ნოე სულაბერიძე, ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ მათ არავისთან დაურეკავთ:

 

„გავა სამშაბათს გადაცემა ეთერში და ნახავთ, იქ რაც იქნება, არც ინტერვიუა და არც ეს ადამიანები არიან მიწვეულები“.

 

გადაცემის სტუმარი კი მართლაც ერეკლე დეისაძეა.

 

ერეკლე დეისაძე ამბობს,რომ მან ტელეკომპანიაში გადაცემის ჩასაწერად მისვლამდე არხისგან უსაფრთხოების გარანტია მოითხოვა, რაც იმედმა დააკმაყოფილა კიდეც.

 

ფიზიკური საფრთხის განცდა ერთ–ერთი მიზეზია, რის გამოც ერეკლე დეისაძე დღემდე არ ჩნდება საჯარო ადგილებში.

 

დეისაძე აცხადებს, რომ მისი ეპატაჟური მოთხრობების კრებულის მიზანი იყო, ფარისევლობის წინააღმდეგ გამოსვლა. ის ამბობს, რომ თავად ქრისტიანია და არ მოსწონს, როდესაც „მართლმადიდებლობის სახელით გაერთიანებული გოგო–ბიჭები, ქრისტეს სახელს ამოფარებული, მზად არიან, ჯვრებით ხელში გაუსწორდნენ მათ, ვისი აზრიც მათთვის მიუღებელია“.

 

ერეკლე დეისაძე, ავტორი წიგნისა „საიდუმლო სირობა“, რომელსაც მაისში რადიკალი მართლლმ ადიდებლების პროტესტი მოყვა.

 

„საიდუმლო სირობის“ წინააღმდეგ აქცია ილიას უნივერსიტეტთან, რომელიც რამდენიმე დღე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფების თანხლებით გრძელდებოდა. ტელეკომპანია „კავკასიაში“ მომხდარი ინციდენტი, სადაც პირდაპირ ეთერში განხორციელდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც მოყვა კიდეც მართლმადიდებლური ორგანიზაციის 7 წევრის დაკავება.

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...