Jump to content
Planeta.Ge

ალიანსელების საყრადღებოდ


Recommended Posts

asds

ხანდახან ვფიქრობ, რომ დღევანდელი ქართული საზოგადოების მორალურ/ზნეობრივი, ინტელექტუალური ზრდა შეუძლებელია, იმდენად არის დეგრადირებული და ამას როცა ვფიქრობ სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან ხალხისადმი ფეხებზე მკიდია დამოკიდებულებისა და მმრთველობის რადიკალური/აგრესიული მეთოდიკის უკან ლოგიკას ვხედავ..

გამოდის რომ სტალინი და მისთანა ქართველი რევოლუციონერები უფრო ჰუმანურები აღმოჩნდნენ, ქვეყანაზე და ხალხზე იზრუნეს და შეცოდების მიზნით მაინც საქართველო სამადლოდ სსრკ-ში შეათრიეს რითაც მართლაც გადაარჩინეს მაშინ საქართველო!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 140
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

შემდეგი არჩევნებისთვის (მგონი 2012-შია) რამე პროტესტის ფორმა უნდა მოვიფიქროთ ოპოზიციურად განწყობილმა ადამიანებმა. რახან ოპოზიციისთვის ხმის მიცემა უშედეგოა, მოდი მაგალითად საარჩევნო ბიულეტენებზე ნაცების დედები მოვიკითხოთ.

გთავაზობდით მორფიკა მიაწერეთ თქვა ბიულეტენს, მაგრამ ალასანია ჯობიაო და ჰა :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

აგერ ამით დატკბი - გავსკდი სიცილით ამას რომ მივაგენი

იფ, იფ, იფ... მშვენიერი დევჩონკები იყვნენ... :pupuza: :v: :dontworry: :viciousgirl :

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

 

გამოდის რომ სტალინი და მისთანა ქართველი რევოლუციონერები უფრო ჰუმანურები აღმოჩნდნენ, ქვეყანაზე და ხალხზე იზრუნეს და შეცოდების მიზნით მაინც საქართველო სამადლოდ სსრკ-ში შეათრიეს რითაც მართლაც გადაარჩინეს მაშინ საქართველო!!!

რა სტალინი და რევოლუციონერები კაცო.. საქართველოს რომ 20-იან წლებში დამოუკიდებლობა არ დაეკარგა დღეს ეს მრავალწლინი ბოდიალი უდაბნოსა შინა დასრულებული იქნებოდა და ცივილიზებულ დემოკრატიულ ქვეყანაში ვიცხოვრებდით..

 

რაც ბოლო 20 წელი ხდება საქართველოში ისტორიული ლოგიკის ფარგლებს გარეთ არ გადის.. ანუ ანალოგიური ან თითქმის ანალოგიური გზა გაიარა ბევრმა ქვეყანამ, რომელმაც ტოტალიტარული სახელმწიფოდან დემოკრატიულ სახელმწიფოდ ტრანსფორმირება მოინდომა და გამონაკლისი საქართველო ნანდვილად არ/ვერ იქნება..

 

ადამიანის თვისებაა რომ ყველაფერი სწრაფად, დღესვე უნდა ქონდეს.. ცხოვრებას სხვა ლოგიკა აქვს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ლიჩნად, წინასწარ ვიცოდი, რომ ეს ფსევდოოპოზიცია იყო, სააკაშვილის სატელიტი ოპოზიცია და არჩევნების გამპრავებელი სასტავი! რესპები და ალიანსელები სწორედ ამ ნაგავ შავ საქმეს ახორციელებენ ზუსტად, შედეგებიდან და ფაქტებიდან გამომდინარე!

ყველამ ძალიან კარგად და Mშვენივრად იცოდა, რომ არჩევნებით ეს კლანი წამსვლელი არ იყო და ათასი სირული ზღაპრებითა და კვერცხოაბრაზნი ბოლით აბოლებდნენ და ურეცხავდნენ ტვინებს მოსახლეობას, ტელევიზია კავკასიაც მაგათ სამსახურში იდგა, როგორც სატელიტი ოპოზიციის ფლაგმანი და ახლაც, თუ ვინმე კიდევ შეეცდება დაუჯეროს სააკაშAვილის განშტოება ჟოპოზიციებს, მოგეხსენებათ, ან ისევ დაბოლილ-გამასხარავებული დარჩება, ან გაბრაზებულ-გულგასასტიკებული!..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ierofant

 

გაუმარჯოს იერო. რაფრა ხარ რა ჰამბებია შენსკენ?

 

შემოგვიერთდი მესტნი ანარხისტებ/რევოლუციონერებს! :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ხოდა აგაშენა ღმერთმა. მეც მაგას ვუბნობ, რომა მინიმუმ 2-3 თაობა უნდა შეიცვალოს ქართული საზოგადოება რომ აზრზე მოვიდეს და ამდენად დღეს რაღაც წიოკი და პანიკები უადგილოდ მეჩვენება..

ეს 2-3 თაობა თუ შესაბამის პირობებში და გარემოში არ გაიზარდა ანუ ხელისუფლება თუ იგივე დარჩა შედეგი იგივე გვექნება!!!

 

McLaren

შენ რა... ისევ არჩევნებზე ფიქრობ??? :018:

 

asds

ვეფხვო აფერისტი რომ გაბოლებს და შენგან ფულის ან სხვა რამის დათრევას ცდილობს,

გაბოლებენ და შენ/საზოგადოება ბოლდები,

 

ნუ ეხლა თუ შევამჩნიე და წინასწარ მივუხვდი მაგ აფერისტობას დედასაც კი მოვუკითხავ პირადად მაგრამ... წინასწარმეტყველი აქ არავინაა... :no:

 

 

asds

საზოგადოება არ ირჩევს კაცო ლიდერებს?

ხოდა არასწორ ლიდერებს რომ ირჩევს 20 წელი

შენ რა იცი წინასწარ თუ ვინ გამოდგება აფერისტი, მატყუარა და არასწორი ლიდერი??? წინასწარმეტყველი ხარ???

 

asds

გაბოლებენ და შენ/საზოგადოება ბოლდები,

მე არასოდეს არ ,,ვბოლდები'' ძალით, შეგნებულად და წინასწარი განძრახვით!!! ...და არც ის 70 000 კაცი იყო ძალით და შეგნებულად დაბოლებული!!!

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

+ Saturn

მომეჩვენა თუ პლსი მიუწერე ჩემ პოსტს? :)) :))

 

რა არ ხდება ამ ცხვრებაში :))

 

პლუსი ჩემზეა :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს რომ 20-იან წლებში დამოუკიდებლობა არ დაეკარგა დღეს ეს მრავალწლინი ბოდიალი უდაბნოსა შინა დასრულებული იქნებოდა და ცივილიზებულ დემოკრატიულ ქვეყანაში ვიცხოვრებდით..

აქ დიდი კითხვის ნიშანი... ისევ კეთილ სურვილებთან და წინასწარმეტყველებასთან გვაქვს საქმე!!! :newstudio:

გამონაკლისი საქართველო ნანდვილად არ/ვერ იქნება..

 

იქნებოდა და იქნება... თანაც როგორ... :murtaza:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

 

ეს 2-3 თაობა თუ შესაბამის პირობებში და გარემოში არ გაიზარდა შედეგი იგივე გვექნება!!!

 

მართალს ამბობ, მაგრამ ყოველი მომდევნო თაბა წინამორბედზე უკეთესია. ეს უკვე ბუნების ლოგიკაა და ამ ლიგიკის იმედი მაქვს, დღევანდელი საზოგადოების კი ნამდვილად არა. :givi:

 

 

ნუ ეხლა თუ შევამჩნიე და მივუხვდი მაგ აფერისტობას დედასაც კი მოვუკითხავ პირადად მაგრამ... წინასწარმეტყველი აქ არავინაა... :no:

შენ რა იცი წინასწარ თუ ვინ გამოდგება აფერისტი, მატყუარა და არასწორი ლიდერი??? წინასწარმეტყველი ხარ???asds

ვეფხვო ერთი პოლიტიკოსი მითხარი, რომელმაც რამე პირობა მისცა ხალხს და პირობის შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობას არ გაექცა და ან თანამდებობა დატოვა ან აქტიურ საზოგადოებრივ ცხვრებას გაერიდა?

 

არის ასეთი ვინმე? ერთი მაინც?

 

წიწიბურამ (ლევან გაჩეჩილაძე და ეროვნულ საბჭოში შემავალი პარტიები პოლიტ ლიდერებითურთ) ათეულობით ათასი ადამიანი რამდენჯერმე შეკრიბა, რამდენჯერმე ასეირნა რუსთაველზე, ტელევიზიისკენ გმირთა მოედნის გავლით, სამებისკენ და სხვა ტურისტული მიმართულებებით, მაგრამ ხალხი მაინც მიყვება და ეხლა წინასწარმეტყველობა უნდა იმის დადგენას, რომ ლევან გაჩეჩილაძე (ლევან გაჩეჩილაძე და ეროვნულ საბჭოში შემავალი პარტიები პოლიტ ლიდერებითურთ) აფერისტი და გადამგდებია?

 

იგივე შეიძლება ითქვას პრაქტიკულად ყველა პოლიტიკანზე, რომელიც დღეს აქტიურია საქართველოში..

 

წინასწარმეტყველობა კი არა ლოგიკური აზროვნება და საკუთარი თვალით დანახულის ადეკვატური აღქმაა საჭირო..

 

 

მე არასოდეს არ ,,ვბოლდები'' ძალით, შეგნებულად და წინასწარი განძრახვით!!! ...და არც ის 70 000 კაცი იყო ძალით და შეგნებულად დაბოლებული!!!

შენ შეიძლება არ ბოლდები, მაგრამ ის 70 000 ადამიანი დაბოლდა. აბა ვერ გავიგე სტადიონზე იმიტომ შეიკრიბა ხალხი, რომ სამებისკენ ჯგუფურად გაესეირნათ ტო?

უშლის ვინმე ამ ხალხს ქალაქის ქუჩებში სიარულს? :018:

 

იმენნა მაგარი საზოგადოების დამცველი ოპტიმისტი ხარ რა :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

აქ დიდი კითხვის ნიშანი... ისევ კეთილ სურვილებთან და წინასწარმეტყველებასთან გვაქვს საქმე!!! :newstudio:

არაფერი კითხვის ნიშნები მანდ არ არის, რომ არა საბჭოთა რუსეთის აგრესია 20-იან წლებში საქართველო დამოუკიდებლობას შეინარჩუნებდა და დღეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი იქნებოდა.

 

ის მომენტი, რომ პოლონეთის, გერმანიის, ოსმალეთისა და სხვა ქვეყნების სპეც სამსახურები აქტიურად იყენებდნენ საქართველოს ტერიტორიას საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ, იმის სამართლებლივ საფუძველს არ იძლეოდა, რომ საქართველო საბჭოთა კავშირში შეეთრიათ.. ან რა სამართებლივი საფუძველი შეიძლება ქონდეს ოკუპაციას..

 

 

კომუნისტები იყვნენ არანორმალური შიზკები (ძირითადში) ტო, რომელთაც მემარცხენე იდეოლოგია და საერთოდ მარქსის იდეეები ბოლო დონეზე გაათახსირეს ათწლეულების მანძილზე, საკუთარი არსებობითა და საბჭოთა კავშირის სახით "აბსოლიტური ბოროტების" იმპერიის შექმნით.. http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ვეფხვო ერთი პოლიტიკოსი მითხარი, რომელმაც რამე პირობა მისცა ხალხს და პირობის შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობას არ გაექცა და ან თანამდებობა დატოვა ან აქტიურ საზოგადოებრივ ცხვრებას გაერიდა?

 

წიწიბურამ (ლევან გაჩეჩილაძე და ეროვნულ საბჭოში შემავალი პარტიები პოლიტ ლიდერებითურთ) ათეულობით ათასი ადამიანი რამდენჯერმე შეკრიბა, რამდენჯერმე ასეირნა რუსთაველზე, ტელევიზიისკენ გმირთა მოედნის გავლით, სამებისკენ და სხვა ტურისტული მიმართულებებით, მაგრამ ხალხი მაინც მიყვება

 

და მერე ვინ მიყვება რო??? მე ლიჩნად 26 მაისს დავამთავრე მაგათზე დაყრდნობა მაგრამ მანამდე ხომ ვენდობოდი და ხომ მქონდა იმედი??? ხოდა წინასწარ საიდან ვიცოდი რომ 26 მაისს ასეთ კუდაბზიკობას გამოიჩენდნენ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

 

 

წინასწარმეტყველობა კი არა ლოგიკური აზროვნება და საკუთარი თვალით დანახულის ადეკვატური აღქმაა საჭირო..

ლოგიკურ აზროვნებას გამოცდილება და მონაცემი სჭირდება რომ ლოგიკური დასკვნები გააკეთო... ჩვენ ამ გამოცდილების დაგროვების საშუალება და დასკვნების გაკეთების საშუალება 20 წლის მერე მოგვეცა!!! ისევ და ისევ ჩვენივე შეცდომებზე...

 

სტადიონზე იმიტომ შეიკრიბა ხალხი, რომ სამებისკენ ჯგუფურად გაესეირნათ ტო?

 

ეს რა... ხალხმა წინასწარ იცოდა რომ ოპოლიდერები ხალხს რუსეთაველზე გაასეირნებდნენ??? :no:

 

asds

 

იმენნა მაგარი საზოგადოების დამცველი ოპტიმისტი ხარ რა

 

მე საზოგადოების ნაწილი ვარ და ასევე ჩემი ახლობლებიც ამ საზოგადოების ნაწილნი არიან... შესაბამისად მე ვიცი მე ვინ და როგორი ვარ და ეს ლიდერები როგორები არიან... ვხედავ რა რადიკალურ განსხვავებას მაქვს საფუძველი რომ ჩემი თავი და ჩემი ქმედებები ამ ლიდერებთან და მათ ქმედებებთან არ გავაიგივო!!!

 

 

asds

საქართველო დამოუკიდებლობას შეინარჩუნებდა

 

 

ეეჰ... ჩემს სირს შეინარჩუნებდა მაშინ საქართველო... ან მგელი შეგჭამდა და ან მგლის შვილი... შესაჭმელები კი ვიყავით, მაშინაც და ეხლაც!!!

 

"აბსოლიტური ბოროტების" იმპერიის შექმნით..

ვახ რა მხატვრულად აღწერე ტო... ამ ხელისუფლებას თუ მოარგებ მაგ ციტატას???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

არავის არსად არ შევერთებივარ, ჯობია ჩემს პოზიციებს ეუერთდეთ ხოლმე ყოველთვის, არასდროს შევმცდარვარ შეფასებებში :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

 

და მერე ვინ მიყვება რო??? მე ლიჩნად 26 მაისს დავამთავრე მაგათზე დაყრდნობა მაგრამ მანამდე ხომ ვენდობოდი და ხომ მქონდა იმედი??? ხოდა წინასწარ საიდან ვიცოდი რომ 26 მაისს ასეთ კუდაბზიკობას გამოიჩენდნენ?

26 მაისამდეც არაერთხელ გააცურეს ხალხი. ნოემბრის აქციების დროს როგორ გამოიჩინეს თავი მაგ "ლიდერებმა"?

 

ბოლო ბოლო შევარდნაძის გამოზრდილია თითქმის ყველა მათგანი, სააკაშვილით დაწყებული წიწიბურ მესიით დამთავრებული და შესაბამისად მოქმედებენ კიდეც..

 

ყველა დროის, ყველა ხელისუფლებას ერგებოდნენ და მოერგებიან თუ საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის გადახალისება არ მოხდება და ეს რომ ბუნებრივი გზით მომდევნო 10-15 წელი არ მოხდება ვიცი, ფორსიერებული გზით ელიტისა და შესაბამისად ქვეყნის შინაარსისა და რაობის შეცვლას კი რევოლუცია მარტო ახერხებს, რევოლუცია, რომელიც იმდენად სისხლიანი და დაუნდობელი იქნება რამდენადაც რევოლუცია შეიძლება იყოს სისხლიანი და დაუნდობელი და რომლისთვისაც საზოგადოება ისევე არ არის მზად, როგორც სწორი არჩევანის გასაკეთებლად..

 

ასე რომ ქართული საზოგადოება რევოლუციას არ იმსახურებს და შესაბამისად საქართველოში რევოლუცია არ იქნება. კარდინალურად არც არაფერი შეიცვლება.

 

იმის ილუზია, რომ ნამდვილი რევოლუცია (სამწუხაროა, რომ ხავერდოვანი ფსევდო რევოლუციების გამო რევოლუციას ნამდვილის მიწერა დაჭირდა) ვარდების, ტიტებისა და ყაყაჩოების სროლით შეიძლება შემოიფარგლოს, მხოლოდ არაადეკვატურ საზოგადოებას შეიძლება ქონდეს, ან უგზო უკვლოდ ოპტიმისტს..

 

ეს რა... ხალხმა წინასწარ იცოდა რომ ოპოლიდერები ხალხს რუსეთაველზე გაასეირნებდნენ??? :no:

წინასწარ უნდა ცოდნოდათ, რომ ეგ ფსევდო ოპო ლიდერები რეჟიმთან დაპირისპირებას კი არა საზოგადოებაში ნიჰილიზის გაღრმავებასა და პარალელურად ხელისუფლების პოზიციების გამყარებას ისახავდნენ მიზნად, რაც გააკეთეს კიდეც.

 

მე საზოგადოების ნაწილი ვარ და ასევე ჩემი ახლობლებიც ამ საზოგადოების ნაწილნი არიან... შესაბამისად მე ვიცი მე ვინ და როგორი ვარ და ეს ლიდერები როგორები არიან... ვხედავ რა რადიკალურ განსხვავებას მაქვს საფუძველი რომ ჩემი თავი და ჩემი ქმედებები ამ ლიდერებთან და მათ ქმედებებთან არ გავაიგივო!!!

კიბატონო, შენ და შენი ახლობლები უმცირესობა ხართ, ისევე როგორც მე, ანუ საზოგადების ის ნაწილი რომელსაც საერთოდ არავინ არაფერს ეკითხება და რომელთა გამო არც არავინ იწუხებს თავს.. შესაძლოა ყველაზე შემსრულებელი და ბრძოლისუნარიაენები ჩვენ ვიყოთ და რეჟიმისთვის ყველაზე რეალური საფრთხეც, მაგრამ ამას გაერთიანება და ორგანიზება ჭირდბა, რაც ისეთი რთულია რომა დღეს ფიქრადაც არ ღირს..

 

ეეჰ... ჩემს სირს შეინარჩუნებდა მაშინ საქართველო... ან მგელი შეგჭამდა და ან მგლის შვილი... შესაჭმელები კი ვიყავით, მაშინაც და ეხლაც!!!

ეს თემა ისტორიის გარკვეული მონაკვეთის ინდივიდალური ინტერპრეტაციის ჰამბავია.. მე ვფიქრობ საქართველოს შანსი 20-იან წლებშიც ქონდა და ეხლაც აქვს. შანსის გამოყენებას რამდენად შეძლებს საზოგადოება ეგ მამაზეციერმა თუ იცის მხოლოდ..

 

ვახ რა მხატვრულად აღწერე ტო... ამ ხელისუფლებას თუ მოარგებ მაგ ციტატას???

სააკაშვილის რეჟიმთან ჩემი დამოკიდებულების შესახებ ყველასთვის ცნობილია, ასე რომა მიკერძოებულობაში არ ჩამომართმევთ იმედია თუ ვიტყვი, რომ საქართველოს იმაზე უკეთესი ხელისუფლება ყავს ვიდრე ამას ქართული საზოგადოება იმსახურებს.. ბევრად უკეთესი.

 

ანუ ხელისუფლება ისეთივეა როგორიც საზოგადოება, არც მეტი არც ნაკლები, მაგრამ ვინაიდან საზოგადოებისგან განსხვავებით, სააკაშვილის რეჟიმს აშშ-იდან და ევროპიდან მიღებული საშიანო დავალებების შესრულება და პატაკების პერმანენტული ჩაბარებაც უწევს, რეჟიმი იძულებულია ქვეყნისთვის სასიკეთო რეფორმები განახორციელოს, რასაც დასავლეთი კი ითხოვს, მაგრამ საზოგადება ნაკლებად იმსახურებს და შესაბამისად არც აფასებს..

 

არ ჩამქოლოთ მიშისტი არ ვარ :)) :))

 

 

ierofant

asds

არავის არსად არ შევერთებივარ, ჯობია ჩემს პოზიციებს ეუერთდეთ ხოლმე ყოველთვის, არასდროს შევმცდარვარ შეფასებებში :)

პარტიას როდის აყალიბებ იერო? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...