planetanews Posted June 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2010 http://njmg.typepad.com/photos/uncategorized/2007/09/22/rafa_benitez_the_associated_press.jpg“ლივერპულის” აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი მუშაობას მილანში განაგრძობს. უახლოესი ერთი-ორი დღის განმავლობაში ჟოზე მოურინიოს მიერ მიტოვებულ “ინტერს” რაფაელ ბენიტესი ჩაიბარებს. ორი დღის წინათ ესპანელმა სპეციალისტმა “ლივერპულთან” ოფიციალურად გაწყვიტა ხელშეკრულება და ამით ფინანსური ხეირიც ნახა. ევროპული პრესა მაშინვე ალაპარაკდა, რომ ბენიტესი “მერსისაიდულ” კლუბს “ნერაძურიში” გადაბარგების პერსპექტივით დაშორდა. ახლა კი Gazetta dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირენეელს “ინტერთან” მხოლოდ რამდენიმე საათი აშორებს. იტალიური გამოცემის მტკიცებით, ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორის პრეზიდენტი მასიმო მორატი ბენიტესის კანდიდატურას სრულად იწონებს. ამჟამად 50 წლის ბენიტესი სამშობლოში ისვენებს, სადაც მორატი მას პირადად ჩააკითხავს და კონტრაქტის საბოლოო ნიუანსებს შეათანხმებს. მოვლენების ასეთივე განვითარებას პროგნოზირებს კიდევ ერთი აპენინური გაზეთი Corriere dello Sport-ი. ამასთან, აღნიშნული გამოცემა “ლივერპულის” იმ ორი ფეხბურთელის გვარსაც ასახელებს, რომელთა გადმობირებას ბენიტესი ეცდება. ესენი არიან არა სტივენ ჯერარდი და ფერნანდო ტორესი, არამედ ხავიერ მასკერანო და დირკ კუიტი. სხვათა შორის, არგენტინელ ნახევარმცველს იმდენად მოსწონს ესპანელთან მუშაობა, რომ მისი “ინტერში” გადაბარგება სრულიად მოსალოდნელია. “ბენიტესი ტაქტიკურად ძალიან ძლიერი სპეციალისტია, ამიტომ მას იტალიურ ფეხბურთთან შეგუება არ გაუჭირდება. გავყვები თუ არა მეც მილანში? ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონკრეტული პასუხი არ გამაჩნია. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ რაფასთან ერთად რამდენიმე დაუვიწყარი სეზონი გავატარე და მისი სათამაშო სტილი ჩემთვის ძალიან ხელსაყრელია”, – ამბობს მასკერანო. პ.ს. ჩვენ რა გვეშველება? View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts