FIORENTINO Posted August 16, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 16, 2008 იაკობაშვილი საქართველოდან რუსული საოკუპაციო ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს "პრეზიდენტ მედვედევის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი დოკუმენტის ხელის მოწერის მომენტიდან, რუსლმა საოკუპაციო ჯარებმა საქართველოს ტერიტორიიდან გასვლა უნდა დაიწყონ. მიუხედავად ამისა, რუსული საოკუპაციო ჯარები კვლავ ინარჩუნებენ პოზიციებს", - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა. მინისტრის თქმით, რუსი სამხედროები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის პროვოცირებას ცდილობენ. "რუსი სამშვიდობოები, საქართველოს ტერიტორიაზე დაძრწიან და მოსახლეობის პროვოცირებას ცდილობენ. მოვუწოდებ მოსახლეობას სიმშვიდე შეინარჩუნონ. რუსული საოკუპაციო ჯარები ქვეყნიდან აუცილებლად გავლენ. არ უნდა ავყვეთ მათ პროვოკაციებს", - განაცხადა იაკობაშვილმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.