Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ფინეთიზაციის აჩრდილი


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/realclearworld-150x99.gif

 

რონალდ ასმუსი

 

ბრუსელი – ევროპაში, კერძოდ კი იმ ქვეყნებში, რომლებიც ერთი მხრივ ევროკავშირს და ნატოს და მეორე მხრივ რუსეთს შორის არიან, აჩრდილი დაძრწის. ეს აჩრდილი – „ფინეთიზაციაა“.

 

ცივი ომის ეპოქის ამ ტერმინის დაბრუნება დღეს დროის სულისა და ევროპული უსაფრთხოების გეოპოლიტიკის ცვლილებაზე მეტყველებს. ფინეთიზაცია ისეთ პოლიტიკას ნიშნავს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თავს მოახვიეს ფინეთს ნეიტრალიტეტის საგარეო პოლიტიკის დამკვიდრებისთვის, რომელიც საბჭოთა კავშირის ინტერესებს და მოთხოვნებს ითვალისწინებდა, და იმავდროულად ქვეყანა დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემას ინარჩუნებდა, კომუნისტური სისტემის მიღებას თავს არიდებდა და არ ხდებოდა სატელიტი–სახელმწიფო, როგორც ეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის შემთხვევაში მოხდა.  

 

და მართალია ტერმინი დიდწილად აგდებული მანერით გამოიყენება, ისტორიულად ეს უსამართლოა თავად ფინეთთან, ჩრდილოეთის ამ პატარა ქვეყანასთან მიმართებაში, რომელიც წითელ არმიას საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვის მიზნით ეომებოდა, შემდეგ კი ეს დამოუკიდებლობა 40 წლის განმავლობაში შეინარჩუნა.    

 

როდესაც ცივი ომის ბოლოს კომუნიზმი და საბჭოთა კავშირი დაინგრა, ჰელსინკიმ ეს შესაძლებლობათა ახალი სარკმელი დასავლეთთან დაახლოებისთვის გამოიყენა: ფინეთი სწრაფად შევიდა ევროკავშირში და ყველა პირობა შექმნა ნატოში გაწევრიანებისთვის ისე, რომ წინასწარ უზრუნველყო ყველა კრიტერიუმთან შესაბამისობის პირობები – შესაძლებლობა, რომელიც მან მოგვიანებით აღარ გამოიყენა, თუმცა ეს ნებისმიერ მომენტში შეეძლო, თუკი პოლიტიკური გარემო შეიცვლებოდა.  

 

თუმცა ტერმინი თანამედროვე ლექსიკაში ბრუნდება, როგორც პოტენციური მომავალი ვარიანტი გაზრდილი ევროპის ამ ქვეყნებისთვის. ეს რუსული პოლიტიკის აღწერის სწრაფი ხერხია, რომელიც ცდილობს მეზობელი ქვეყნების საგარეოპოლიტიკური შესაძლებლობების და სუვერენიტეტის, ნატოში მათი გაწევრიანების ან ან დასავლური კურსისკენ მისწრაფების შეზღუდვას იმაში, რასაც მოსკოვი საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს.    

 

მოსკოვი არ ცდილობს მხოლოდ ამ ქვეყნების თანხმობის მოპოვებას იმ საკითხში, რომ ისინი დასავლეთთან მიერთებას არ შეეცდებიან. ის ასევე ცდილობს დასავლური სახელმწიფოების მხარდაჭერის მოპოვებას იმაში, რომ ისინი აღიარებენ მისი განსაკუთრებული ინტერესების სავარაუდო სფეროს – და პოტენციურად დუმილით დათანხმდებიან შეზღუდული სუვერენიტეტის ახალ განსაზღვრებებს. ეს რუსეთის პოლიტიკური განცხადებების რიგში ჩართული ერთ–ერთი მთავარი საკითხია და დიმიტრი მედვედევის წინადადებაა ევროპულ უსაფრთხოებაზე. და მიუხედავად იმისა, რომ არცერთ დასავლელ ლიდერს ამ იდეაზე, ისევე როგორც ოფიციალურ პოლიტიკაზე ხელი ჯერ არ მოუწერია, დიპლომატიურ დერეფნებში ბევრი სიარული საჭირო არ არის იმისთვის, რომ ისეთ დიპლომატებს წააწყდეთ, რომლებიც ხმამაღლა კითხულობენ, ფინეთიზაციის ახალი და თანამედროვე ვერსიები შეძლებენ კი მისაღებ პოლიტიკად იქცნენ იმ ქვეყნისთვის, რომლის დასავლური ინტეგრაციის პერსპექტივები ბუნდოვნად მოსჩანს.     

 

რამ წამოწია ეს იდეა ცივი ომის სამარიდან? პირველი ფაქტორი – შეხედულებაა იმის შესახებ, რომ დემოკრატიული გაფართოების ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც 1989 წლის შემდეგ გაიხსნა, იხურება. შეერთებული შტატების შეშფოთებამ მასშტაბური პრობლემებით, რომლებსაც ქვეყანა დღეს სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში აწყდება, შეიძლება გააძლიეროს იმის განცდა, რომ ამერიკული დიპლომატია და ხელისუფლება აღარ არის ხელმისაწვდომი იმისთვის, რომ დაეხმაროს ყოფილ საბჭოთა სივრცეში ევროპის გაფართოების პროცესს. გაფართოვებისგან დაღლამ, რუსეთის მზარდმა წინააღმდეგობამ, ზოგიერთი კანდიდატის უფრო რთულმა ბუნებამ, ახლა კი ევროს კრიზისმაც – ამ ყველაფერმა დასავლური პოლიტიკის პრიორიტეტები უკანა პლანზე გადასწია. რუსული სიმტკიცის, ევროპული სისუტისა და ამერიკული დაბნეულობის ერთობლიობამ ხელი შეუწყო იმ შეხედულების გავრცელებას, თითქოს ისტორიული სარკმელი დემოკრატიული გაფართოვებისთვის იხურება და რომ დასავლეთს ახალი, პრაგმატული კომპრომისი სჭირდება რუსეთთან ევროპის ზრდასთან დაკავშირებით.

 

თუმცა არსებობს პრობლემა. ფინეთიზაციის (ან შეზღუდული სუვერენიტეტის ნებისმიერი სხვა ფორმის სხვა სახელწოდებით) დაბრუნება ისტორიულ უკუსვლას შეიძლება ნიშნავდეს. ის 1990 წლის ნოემბრის პარიზის ქარტიის ძირითადი პრინციპებისგან პირდაპირი უკანდახევა იქნება. ეს დოკუმენტი უნდა ყოფილიყო ცივი ომის შემდგომი ეპოქის ერთობლივი უსაფრთხოების ქვაკუთხედი. დოკუმენტი მის მიმდევრებთან ერთად, ღიად ქმნის ქვეყნისთვის საკუთარი შიდაპოლიტიკური და საგარეოპოლიტიკური გზის არჩევის უფლების გარანტიას. ეს იმ იდეის დასასრული იქნება, რომელსაც მისდევდა და რომელზეც მუშაობდა ამერიკის სამი პრეზიდენტი 1989 წლის შემდეგ, ასევე ევროპული უსაფრთხოების ერთობლივ ახალ სტრუქტურაში რწმენის დაკარგვა, რომელიც გაანადგურებს ძალთა ბალანსის, გავლენის სფეროების და შეზღუდული სუვერენიტეტის წარსულ კონცეფციებს.  

 

დღეს მოსკოვი ფინეთიზაციის ახალი ვერსიით მთელი ძალით ცდილობს საკუთარ საზღვრებთან დასვლური ინსტიტუტების მიახლობის შეკავებას. მაგრამ ისიც ცხადია, რომ დასავლეთს არ აქვს მკაფიო კონსენსუსი ან სტრატეგია იმასთან დაკავშირებითს, თუ რისი მიღწევა გვსურს ჩვენ ამ ქვეყნებთან. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ძველი პრინციპებისადმი, თუმცა არ ვიცით, როგორ მივაღწიოთ მათ წინსვლას და როგორც განვახორციელოთ ის ცვალებად პოლიტიკურ და სტრატეგიულ კონტექსტში. თუკი ჩვენ იმაში დარწმუნება გვსურს, რომ ფინეთიზაცია ისტორიულ ტერმინად რჩება და თანამედროვე არ არის, ჩვენ გაფართოვების ახალი სტრატეგია გვჭირდება. როგორც ამერიკული ანდაზა ამბობს: არაფრით, ვერაფერს დაამარცხებ.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...