shamili Posted June 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2010 (edited) მე მაქვს ასეთი იდეა, მოვახერხოთ როგორმე და სადმე შევხვდეთ ახალგაზრდა აფხაზ პოეტებსა და მწერლებს, მათ შორის იქნებიან ისეთებიც რომლებმაც იციან ქართული ენა, აქედანაც წავიდეთ პოეტები და მწერლები ( მე თავად ვწერ ლექსებს, თუმცა აფხაზური არ ვიცი სამწუხაროდ ), სასურველია თუ იქნება ისეთი ადამიანიც, რომელმაც იცის აფხაზური ენა. დაველაპარაკოთ ამ აფხაზ ახალგაზრდა პოეტებსა და მწერლებს და უბრალოდ ყოველგვარი პოლიტიკაზე საუბრისა და გაპოლიტიზირების გარეშე ავუხსნათ რომ აფხაზური ენისთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნება ქართული ანბანით წერა და შევტავაზოთ რომ აფხაზეთში დაიწყონ პროპაგანდა ყოველგვარი პოლიტიზირების გარეშე რომ აფხაზეთის ოფიციალური დამწერლობა იყოს ქართული დამწერლობა,ანუ ქართული გრაფიკა. ამას ნებისმიერი აფხაზი ინტელექტუალი დათანხმდება, რადგან ყველაზე მეტად ანტიქართულად განწყობილმა აფხაზმა ინტელექტუალმაც შესანიშნავად იცის რომ აფხაზურ ენაზე წერა არც ერთი დამწერლობით არაა ისეთი ადვილი მოსახერხებელი და მოქნილი, როგორც ქართული ანბანით წერა. მით უმეტეს დათანხმდებიან ამას როდესაც ამ წინადადებას ყოველგვარი პოლიტიზირების გარეშე შევთავაზებთ, როგორც აპოლიტიკური ხალხი და არც ჩვენი ხელისუფლება იტყვის უარს ამ წინადადებას ყოველგვარი პოლიტიზირების გარეშე შეთავაზებაზე.ასევე უნდა მოხდეს ანალოგიური გზებით იგივეს შეთავაზება ჩერქეზი, ადიღე, აბაზა, ყაბარდოელი, ინგუში, ჩეჩენი და დაღისტნელი ინტელექტუალებისთვის, არც ერთი ერქეზი, ადიღე, აბაზა, ყაბარდოელი, ინგუში, ჩეჩენი და დაღისტნელი ინტელექტუალი ამ შემოთავაზებაზე უარს არ იტყვის, რადგან ამ ერების განათლებულმა შვილებმა შესანიშნავად იციან რომ მათ მშობლიურ ენაზე წერა არც რუსულით, არც არაბულით და საერთოდ არც ერთი დამწერლობით არაა ისეთი ადვილი მოსახერხებელი და მოქნილი, როგორც ქართული დამწერლობით წერა.ქართულ დამწერლობას გააჩნია აბსოლიტურად ყველა ბგერა, რომელსაც ჩერქეზულ, ადიღეურ, აბაზურ, ყაბარდოულ, ინგუშურ, ჩეჩნურ, და დაღისტნელ ერთა ენაში გამოიყენება. ასევე უნდა ჩატარდეს და ხშირად უნდა ტარდებოდეს პოეზიის საღამოები, სადაც ქართველი, აფსარი ( აფსუა ), ჩერქეზი, ადიღე, აბაზა, ყაბარდოელი, ინგუში, ჩეჩენი, ქისტი და დაღისტნელი პოეტები ( ბაცბები, ავარიელნი, ლეკები, დარგუელნი, ხუნძები, დიდოელნი, არჩიბელნი, წახები, უდინები, ანდიელები, ახვახელნი, ლეზგიელნი და სხვანი ) წაიკითხავენ თავთავიანთ ენებზე საკუთარ ლექსებს, როგორც პაოლო იაშვილი კითხულობდა პარიზშიო საკუთარ ლექსებს ქართულად. შესაძლოა თავიდან ვერ გავიგოთ ბოლომდე აზრი, მაგრამ რაც მთავარია ჟღერადობას და რიტმს გავიგებთ და ჭეშმარიტი პოეზია ხომ სიტყვებში გადმოცემული მუსიკაა. ამგვარი ღონისძიებები გარდა იბერო კავკასიური მოდგმის ერთა დაახლოებისა და ერთმანეთის კულტურის გაცნობისა, გამოიწვევს თბილისის და საქართველოს, როგორც კავკასიის კულტურის ცენტრის მნიშვნელობის გაზრდას, თბილისი უნდა იქცეს ჩრდილოკავკასიელ ერთა ეროვნული იდენტობისა და ეროვნული კულტურის უპირველეს მცველად. ეს ყველაფერი იქნება უდიდესი ნაღმი რუსეთის იმპერიისთვის. Edited June 5, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted June 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2010 (edited) მე მაქვს ასეთი იდეა, მოვახერხოთ როგორმე და სადმე შევხვდეთ ახალგაზრდა აფხაზ პოეტებსა და მწერლებს, მათ შორის იქნებიან ისეთებიც რომლებმაც იციან ქართული ენა, აქედანაც წავიდეთ პოეტები და მწერლები ( მე თავად ვწერ ლექსებს, თუმცა აფხაზური არ ვიცი სამწუხაროდ ), სასურველია თუ იქნება ისეთი ადამიანიც, რომელმაც იცის აფხაზური ენა. დაველაპარაკოთ ამ აფხაზ ახალგაზრდა პოეტებსა და მწერლებს და უბრალოდ ყოველგვარი პოლიტიკაზე საუბრისა და გაპოლიტიზირების გარეშე ავუხსნათ რომ აფხაზური ენისთვის ბევრად უფრო მოსახერხებელი იქნება ქართული ანბანით წერა და შევტავაზოთ რომ აფხაზეთში დაიწყონ პროპაგანდა ყოველგვარი პოლიტიზირების გარეშე რომ აფხაზეთის ოფიციალური დამწერლობა იყოს ქართული დამწერლობა,ანუ ქართული გრაფიკა. ამას ნებისმიერი აფხაზი ინტელექტუალი დათანხმდება, რადგან ყველაზე მეტად ანტიქართულად განწყობილმა აფხაზმა ინტელექტუალმაც შესანიშნავად იცის რომ აფხაზურ ენაზე წერა არც ერთი დამწერლობით არაა ისეთი ადვილი მოსახერხებელი და მოქნილი, როგორც ქართული ანბანით წერა. მით უმეტეს დათანხმდებიან ამას როდესაც ამ წინადადებას ყოველგვარი პოლიტიზირების გარეშე შევთავაზებთ, როგორც აპოლიტიკური ხალხი და არც ჩვენი ხელისუფლება იტყვის უარს ამ წინადადებას ყოველგვარი პოლიტიზირების გარეშე შეთავაზებაზე.ასევე უნდა მოხდეს ანალოგიური გზებით იგივეს შეთავაზება ჩერქეზი, ადიღე, აბაზა, ყაბარდოელი, ინგუში, ჩეჩენი და დაღისტნელი ინტელექტუალებისთვის, არც ერთი ჩერქეზი, ადიღე, აბაზა, ყაბარდოელი, ინგუში, ჩეჩენი და დაღისტნელი ინტელექტუალი ამ შემოთავაზებაზე უარს არ იტყვის, რადგან ამ ერების განათლებულმა შვილებმა შესანიშნავად იციან რომ მათ მშობლიურ ენაზე წერა არც რუსულით, არც არაბულით, არც ლათინურით და საერთოდ არც ერთი დამწერლობით არაა ისეთი ადვილი მოსახერხებელი და მოქნილი, როგორც ქართული დამწერლობით წერა.ქართულ დამწერლობას გააჩნია აბსოლიტურად ყველა ბგერა, რომელსაც ჩერქეზულ, ადიღეურ, აბაზურ, ყაბარდოულ, ინგუშურ, ჩეჩნურ, და დაღისტნელ ერთა ენაში გამოიყენება. ასევე უნდა დავიწყოთ პოეზიის საღამოების ჩატარება, სადაც ქართველი, აფსარი ( აფსუა ), ჩერქეზი, ადიღე, აბაზა, ყაბარდოელი, ინგუში, ჩეჩენი, ქისტი და დაღისტნელი პოეტები ( ბაცბები, ავარიელნი, ლეკები, დარგუელნი, ხუნძები, დიდოელნი, არჩიბელნი, წახები, უდინები, ანდიელები, ახვახელნი, ლეზგიელნი და სხვანი ) წაიკითხავენ თავთავიანთ ენებზე საკუთარ ლექსებს, როგორც პაოლო იაშვილი კითხულობდა პარიზშიო საკუთარ ლექსებს ქართულად. შესაძლოა თავიდან ვერ გავიგოთ ბოლომდე აზრი, მაგრამ რაც მთავარია ჟღერადობას და რიტმს გავიგებთ და ჭეშმარიტი პოეზია ხომ სიტყვებში გადმოცემული მუსიკაა. რაც შეიძლება ხსირად უნდა ტარდებოდეს პოეზიის საღამოები იბერო კავკასიური მოდგმის პოეტთა მონაწილეობით. ამგვარი ღონისძიებები გარდა იბერო კავკასიური მოდგმის ერთა დაახლოებისა და ერთმანეთის კულტურის გაცნობისა, გამოიწვევს თბილისის და საქართველოს, როგორც კავკასიის კულტურის ცენტრის მნიშვნელობის გაზრდას, თბილისი უნდა იქცეს ჩრდილოკავკასიელ ერთა ეროვნული იდენტობისა და ეროვნული კულტურის უპირველეს მცველად. ეს ყველაფერი იქნება უდიდესი ნაღმი რუსეთის იმპერიისთვის. ასევე უნდა მოხდეს ჩრდილოკავკასიელი მომღერლების ( როგორც ფოლკლორისტების, ასევე ესტრადის მომღერლების ), მუსიკოსების და ხელოვნების სხვა დარგის მოღვაწეების ხშირი მოწვევები თბილისში კავკასიურ ფესტივალებზე. უნდა მოხდეს ცხენოსნობაში კავკასიის თასის პოპულიარიზაცია, სადაც რახან კავკასიის თასი ქვია მოწვეულნი უნდა იყვნენ იყვნენ როგორც ჩრდილოკავკასიელნი, ისე აზერები და არმენები. ოღონდ ისე კი არ უნდა ჩატარდეს ეს კავკასიის თასი რომ ცხენოსნობის ფედერაციის გარდა ვერავინ ვერ გაიგოს, არამედ რამდენიმე არხი სპეციალურ გადაცემებს უნდა უძღვნიდეს ამ მოვლენას და პირდაპირ ეთერში გადასცემდეს, მთელ ქალაქში უნდა იყოს შეჯიბრის სარეკლამო აფიშები გამოკრული, ანუ უნდა მოხდეს პოპულიარიზაცია ყველა კავკასიელი ერისთვის საამაყო სპორტის სახეობის ( ცხენოსნობის სახეობები, დოღი, მარულა ისინდი და სხვა ).ასევე უნდა მოხდეს სხვა სპორტის სახეობებში კავკასიის თასის დაარსება ფეხბურთში, კრივში, ჭიდაობის ყველა სახეობაში, კალათბურთში, ცურვაში და სპორტის ყველა იმ სახეობაში რაც გავრცელებულია ჩრდილოკავკასიასა და საერთოდ კავკასიაში. ნებისმიერ სპორტის სახეობაში კავკასიის თასზე გამარჯვება უნდა გახდეს პრესტიჟული და საამაყო ნებისმიერი კავკასიელისთვის, ქართული ტელეარხები უნდა უწევდნენ დიდ პოპულიარიზაციას სპორტის ნებისმიერ სახეობაში კავკასიის თასის გამარჯვებულს. სპორტის ნებისმიერ სახეობაში კავკასიის თასის გამარჯვებული უნდა იქცეს ვარსკვლავად და მისაბაძ ადამიანად ჩრდილოკავკასიელ ახალგაზრდებში. ამას ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი გამარჯვებულის სათანადო დაფასებით და პოპულიარიზაციით. დროთა განმავლობაში უნდა მივაღწიოთ იმას რომ ჩრდილოკავკასიელმა სპორტსმენებმა უარი განაცხადონ რუსეთის სახელით ასპარეზობაზე, ამაში მასზე ზემოქმედება უნდა მოახდინოს როგორც ჩვენის მხრიდან სპორტის ნებისმიერ სახეობაში კავკასიის თასის უდიდესმა პოპულიარიზაციამ, ასევე ჩრდილოკავკასიაში გამეფებულმა ანტირუსულმა განწყობამ და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეამ ( რასაც ჩვენ უნდა შევუწყოთ ტექნიკურად ხელი ). ქართველმა რეჟისორებმა უნდა გადაიღონ ხატვრული ფილმები ჩრდილოკავკასიელთა ისტორიაზე, წეს ჩვეულებებზე, ფოლკლორზე, ისტორიულ გმირებზე განსაკუთრებით მათზე რომლებიც იბრძოდნენ თავისუფლებისთვის იარაღით ხელში თუ უიარაღოდ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ( შამილ იმამზე, ჯოჰარ დუდაევზე და სხვა ) და ამ ფილმებში მონაწილეობის მისაღებად უნდა მოვიწვიოთ ჩრდილოკავკასიელი მსახიობები ან უნდა შეირჩეს შესაფერისი ტიპაჟები ჩრდილოკავკასიელებში ამ ფილმებში მონაწილეობის მისაღებად. მოკლედ თბილისი და საქართველო უნდა იქცეს ჩრდილოკავკასიელ ერთა ეროვნული იდენტობისა და ეროვნული კულტურის უპირველეს მცველად და მათი ეროვნული კულტურული პოტენციალის უპირველეს მეცენატად და ლობისტად. ამით დასრულდება რუსეთის ორასწლოვანი ბოგინი კავკასიაში და ეს იქნება პირველი ნაბიჯი საქართველოს და დამოუკიდებელ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკათა სამხედრო პოლიტიკური ალიანსის ''კავკასიური სახლის'' ( იგივე "სათარგამოსიანო" ) Edited June 22, 2010 by asesino_141 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.