Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge რუსეთი ახალი ომისთვის ემზადება, ამტკიცებს საქართველო


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/gazette.jpg

 

დემიენ მაკელროი, The Daily Telegraph

 

საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნების განცხადებით, საქართველოს სეპარატისტული რეგიონის სამხრეთ- ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთი ახალ სამხედრო ბაზაზე რადარს და ახალ სათვალთვალო ელექტროსადგურს აშენებს

 

ანკლავის დედაქალაქ ცხინვალთან ავანპოსტის მშენებლობამ, საქართველოს შიშები განუახლა, რომ რუსეთი 2008 წლის აგვისტოს ომის გამეორებისთვის ემზადება, იმ ომის რომელსაც დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი დემოკრატიის  კატასტროფული დამცირება მოჰყვა.

 

ბაზა რომელიც ყველა რუსული სადამკვირვებლო პოსტისგან მოშორებით სამხრეთის მიმართულებით განთავსდება, უზარმაზარი სტრატეგიული პოტენციალი აქვს.

 

„საქართველო რუსეთისთვის დაუსრულებელი საქმეა“ – ამბობს ჩინოვნიკი – „ის თავდასხმისთვის მორიგ მომენტს არჩევს, მაგრამ ამისთვის ყველა შესაძლო ინსტრუმენტი სჭირდება. ცხინვალის ბაზაზე სარადარო სადგურის და სათვალთვალო კომუნიკაციების მშენებლობის გეგმა ჩვენი უსაფრთხოებისთვის ახალ საფრთხეს წარმოადგენს. საფრთხე რეალურია, როდესაც თქვენ მსგავსი ბაზები გაქვთ საკუთარი საზღვრების შიგნით“.

 

აღჭურვილობა, რომელიც რუსეთმა სამხრეთ-ოსეთში განათავსა, მას საშუალებას აძლევს თვალი ადევნოს საჰაერო მანევრებს, ასევე დაიჭიროს მობილური და სხვა კომუნიკაციები კავკასიის მასშტაბით და სამხრეთით ირანის ტერიტორიამდეც კი.

 

თბილისისგან ჩრდილოეთით მდებარე ერთი ციდა ანკლავმა სამხრეთ-ოსეთმა, დამოუკიდებლობა შარშან მას შემდეგ გამოაცხადა, რაც რუსეთის არმიამ დამანგრევლად უპასუხა საქართველოს მცდელობას ტერიტორიაზე მოსკოვის გავლენა აღეკვეთა.

 

სამხრეთ-ოსეთის პარლამენტმა ახლახანს რუსეთს ცხინვალში სამხედრო ბაზის იჯარით 49 წლიანი სარგებლობის უფლება მისცა.

 

სამხრეთ-ოსეთში 4 000 რუს სამხედროზე მეტი იმყოფება, რომლებსაც ადგილობრივი მილიციის ძალებიც ამაგრებენ. შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს მეორე აჯანყებული რეგიონის აფხაზეთის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ 2 000-ზე მეტი რუსი სამხედრო იმყოფება.

 

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ „რუსეთი ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბაზების მშენებლობით საქართველოში მისი ყოფნის ინსტიტუციონალიზაციას ახდენს. ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პირდაპირი ხელყოფაა“.

 

ომის შემდეგ ანკლავს და საქართველოს შორის ურთიერთობები გაყინულია.

 

მოსკოვის „ახლო საზღვარგარეთში“ პრო-რუსული პოლიტიკოსების მარცხის შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და ახლახანს რუსეთმა უკრაინასა და ყირგიზეთში დასავლეთის მოკავშირეების მარცხი იზეიმა.

 

ქართველი ჩინოვნიკები ამტკიცებენ, რომ მოსკოვი ოპოზიციურ კანდიდატებს დემონსტრაციების მოწყობაში აგულიანებდა, ცდილობდა რა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დამხობას, რომელიც კრემლს 2003 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ანრისხებს იმით, რომ ამერიკასთან და ევროპასთან ახლო კავშირების დამყარებას ცდილობს.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...