asds Posted June 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2010 direთავს ვიღუპავ? კინოს არ უყურებ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted June 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2010 asdsკინოს არ უყურებ უიიიიიიიი აბაა კიიი!!!!ბარემ არ მინდა მაგრამ :D ვინ მომცა ეგ ბედნიერება ძალით მაყურებინებენ! და საერთოდ დამანებეთ თავი ამ გლობალური პრობლემატიკით. პაშლი ანი ვსე ნახუი...მე იმაზე ვდარდობ ჩემი 500 დოლარით როგორ ვერ ვიყიდე გუშინ ბევრი ლარი (( Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted June 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2010 დაგვენძრა, direდა საერთოდ დამანებეთ თავი ამ გლობალური პრობლემატიკით. პაშლი ანი ვსე ნახუი...მე იმაზე ვდარდობ ჩემი 500 დოლარით როგორ ვერ ვიყიდე გუშინ ბევრი ლარი (( მერე ხომა გირჩიეთ გუშინ თუ გუშინწინ ვალუტის თემაში დოლარები მაქსიმალურ ფასად გაყიდეთთქვა? საკაიფოთ მოუგებდი ალბათ.. არა რა მტრები მყამს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted June 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2010 asdsხოდა შენ კი გვირჩიე, მეც კი ვეძებე მაგრამ რომ აჯაზებდნენ 2.0 და 2.5 გახდაო არსად არ იყო ტყუილად ვიწანწალე (( 10 ლარის ბენზინი მაინც დავწვი და ვერც მოგება ვნახე ბანძ ( Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted June 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2010 dire10 ლარის ბენზინი მაინც დავწვი და ვერც მოგება ვნახე შემდეგ ჯერს დაელოდე.. შემოდგომაზე კიდევ იზავენ.. :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted June 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2010 ამერიკა ირანს ვერ დაიპყრობს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted June 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2010 ამერიკა ირანს ვერ დაიპყრობს მივცეთ ირანს პადერჟკა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted June 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2010 Siknadmoამერიკა ირანს ვერ დაიპყრობს რატომ ვერ დაპყრობს? ავღანეთში შენი აზრით ზაგარს იღებენ? ან ერაყში? ან საუდის არაბეთში? ან უზბეკეთში? ან პაკისტანში? ან საერთოდ პლანეტაზე? :018: მაგ თემას ეხება კაკრაზ და გადახედე ნა დასუგე.. საქართველო და გეოპოლიტიკა ანუ ომი თუ მშვიდობა (ნაწილი მეორე) მოკლედ მეგობრებო ბოლო რამდენიმე დღეა ერთი ამოცანის ამოხსნას ვცდილობ და ვერ გამირკვევია საიდან დავიწყო და სად დავასრულო. ვსუბრობ იმაზე, რომ ჩემი ვარაუდით უახლოეს მომავალში სამხრეთ კავკასიაში, შუააზიასა და ახლო აღმოსავლეთში გლობალური ხასიათის ცვილებები დაიწყება, რაც საქართველზეც აისახება და სავარაუდოდ ქვეყნის დეზინტეგრაციის საფუძველი გახდება. საქმე იმაშია, რომ საქართველოში ვითარების ესკალაციას მიმდინარე ზაფხულს, უფრო კონკრეტულად კი ივლისის შუა რიცხვებიდან ვვარაუდობდი, თუმცა ჯერ ჯერობით არაფერი მსგავსი არ შეინიშნება, მინიმუმ ზედაპირზე მაინც. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემატიკაზე რამდენიმე სტატია ამ ბლოგზეც შემოგთავაზეთ და დანტერესებული მკითხველი ასე თუ ისე საქმის კურსშია რაზე ვსაუბრობ, გადავწყვიტე ამ ახალი პუბლიკაციით შევეცადო საკუთარი გეოპლიტიკური ხედვისა და შეფასებების რევიზიას, რათა ჩემთვისაც და მკითხველისთვისაც უფრო მკაფიო გახდეს ის თუ რა პროცესებს აქვს ადგილი რეგიონში და რამდენად სწორია ჩემს მიერ გამოთქმული ვარაუდი უახლოეს მომავალთან დაკავშირებით … ვფიქრობ თქვენთვისაც საინტერესო იქნება ეს ერთვვარი გეოპოლიტიკური მინი ექსკურსი, რამეთუ მართლაც და შეძლებისდაგვარად (ამაზე ფიქრით თავს არ მოვიკლავ ნამდვილად მაგრამ …) საფუძვლიანად შევეცდები განვიხილო ყველა ის თემა და ინფორმაცია, რომელიც რეგიონის მთავარი მოთამაშეებისა და პროცესების განმსაზღვრელი ზესახელმწიფოების (აშშ, რუსეთის ფედერაცია, ჩინეთი) გეოპოლიტიკურ და ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებს უკავშრდება. ვიდრე უშუალოდ პუბლიკაციის ძირითად თემებზე გადავიდოდე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ენერგოსექტორის წამყვანი კომპანიებისა და ოპეკის ქვეყნების ექსპერტული მონაცემებით 2025-2030 წლისთვის მსოფლიო შესაძლოა ნავთობის დეფიციტის ზღვარზე აღმოჩნდეს და ნავთობზე მოთხოვნილებამ ნავთობის მოპოვების მოცულობებს მნიშვნელოვნად გადააჭარბოს. ეს ინფორმაცია ჩემი აზრით ზესახელმწიფოების გეოპოლიტიკური თამაშების საფუძველთა საფუძველია, რადგან მსოფლიო ენერგო კრიზისამდე დარჩენიულ დროში ვერც ამერიკის შერთებული შტატები და ვერც ჩინეთი საკუთარი გიგანტური ეკონომიკების ნავთობდამოკიდებულების შემცირედბას ვერ მოაერხებს, რაც ზესახემწიფოების ძირითადი თავისტკივილი და გლობალური დაპირისპირების მიზეზი გახდება. თუმცა ყველაფერზე თანმიმდევრულად. აშშ – ჩინეთი – ირანი – რუსეთი – საქართველო და გეოპოლიტიკა დავიწყებ იმით თუ რატომ დაინტერესდა შუააზიითა და სამხრეთ კავკასიით და კონკრეტულად საქართველოზე ჰეგემონიით რეგიონის უდაოდ წამყვანი მოთამაშე ამერიკის შეერთებული შტატები. აშშ ბლოგზე წარმოდგენილ პუბკიკაციებში ( საქართველო და გეოპოლოტიკა ანუ ომი თუ მშვიდობა <—> ვაშინგტონი – მოსკოვი და ახალი მსოფლიო წესრიგი ) ძირითადად იმაზე ვსაუბრობდი რომ ამერიკის რეგიონალურ ინტერესს არა დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებების გავრცელება არამედ ნავთობი წარმოადგენს და მიუხედავდ იმისა, რომ ვფიქრობ ჩემი დასკვნა საფუძვლიანია, მაინც შევეცდები საკითხთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციისა და ჩემი თეორიების რევიზია განვახორციელო და ისიც თქვენი თანდადსწრებით. ალბათ ლოგიკურია კითვა თუ რატომ ნავთობი? ან რატომ მხოლოდ ნავთობი? პასუხი კი შემდეგში მდგომარეობს. დღეის მონაცემებით ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების უმსხვილესი მომხმარებელია. ყოველდღიურად აშშ დაახლოებით 20 მილიონ ბარელ ნავთობს მოიხმარს. მოხმარებული ნავთობის 60% ექსპორტზე მოდის და ესპერტთა ვარაუდით ეს ციფრი მხოლოდ გაიზრდება, რადგან ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და ნავთობზე მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ვაშინგტონი ვერც მექსიკის ყურეში განთავსებული ათასობით ნავთობპლატფორმის, ვერც ალისკის შტატისა და კანადის ნავთობშემცველი ქვიშების გადამუშავებით, ვერც მთლიანად ჩრდილოეთ ამერკის კონტინეტზე არსებული ნავთობსაბადოების მეშვეობითა და ვერც ალტერნატიული ენერგიის წყაროებით ვერ შეძლებს. შედეგად ვაშინგტონი იძულებულია ნავთობის იმპორტის მოცულობები ყოველწლიურად გაზარდოს და საკუთარი ეკონომიკის სტაბილურობისა და ზრდის უზრუნველსაყოფად ნავთობის ახალი წყაროები ეძიოს. დროის მოცემულ მონაკვეთში ამერიკის შეერთებული შტატები ნავთობის იმპორტს ახორციელებს მსოფლიოს ათეულობით ქვეყნიდან მათ შორის 2007-2008 წლის მონაცემებით აშშ-ს უმსვილეს ნავთობმიმიმწოდებელი ქვეყნები არიან კანადა (იმპორტის საერთო მოცულობის- ისმ) 18,6%, საუდის არაბეთი ისმ 12,4%, ვენესუელა ისმ 11,1%, მექსიკა ისმ 10,4%, ნიგერია ისმ 9,4%, ალჟირი ისმ 5,5 %, ანგოლა ისმ 4,2%, ერაყი ისმ 4%, რუსეთი ისმ 3,45%, აშშ ვირჯინიის კუნძულები ისმ 2,9%, ოპეკის სხვა ქვეყნები ისმ 2,8%, დანარჩენი მსოფლიო ისმ 15,2%. ერთი შეხედვით თითქოს ვაშინგტონი ნავთობმომარაგების თვალსაზრისით განსაკუთრებულ პრობლემებს არ უნდა ელოდეს თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ჩამოთვლილი ქვეყების მინიმუმ ნახევარი რთულ რეგიონებში მდებარეობს, პერიოდულად განიცდიან შეიარაღენულ კონფლიქტებს და ვაშინგტონთან დაძაბულ პოლიტიკურ ურთუერთობებში იმყპოფებიან. გარდა ამისა აღნიშნული ქვეყნების უმრავლესობას ნავთობის მოპოვების მოცუილობების მკვეთრი ზრდის რესურსი არ გააჩნიათ და ექპსერტული მონაცემებით ნავთობზე მოთხოვნილების სტაბილური ზრდის პირობებში მოთხოვნა მიწოდების დადებითი ბალანსის დაცვას ვერ უზრუნველყოფენ. აღნიშნული მაჩვენებლებიდან გამომდინარე ადვილი სავარაუდოა ის რომ კრიტიკულად მიჩნეული 2025-2030 წლისთვის ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს, თუ რათქმაუნდა ვაშინგტონი უახლოეს მომავალში არ უზრუნველყოფს უკვე არსებული ნავთობმომარაგების მარშრუტების დაცვასა და ახალ საბადოებზე გასვლას. ხაზგასასმით უნდა ითქვას რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია მკაფიოდ აცნობიერებს ამერიკის ეკონომიკისთვის ადეკვატური ენერგომომარაგების პრობლემატიკასა და ენერგოდეფიციტიდან მომდინარე საფრთხეების სიმძიმეს, რაზეც თუნდაც ის ფაქტი მიუთითებს, რომ არც თუ შორეულ წარსულში მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელი “GM”-ი (ჯენერალ მოტორსი) ფაქტობრვად სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა და შეიცვალა არა მხოლოდ საბრენდო ემბლება, რომელმაც მწვანე ფერი მიიღო, არამედ ამოცანად განისაზღვრა, რომ 2025-2030 წლისთვის წარმოებული ავტოპროდუქციის 80% ელექტრომობილებსა და ჰიბრიდულ ავტომანქანებს დაუთმოს. ეს ალბათ კარგია, მაგრამ დიდი ვერაფერი შეღავათი იქნება და ვაშინგტონს გაცილებით მეტის გაკეთება მოუწევს ვიდრე მსოფლიოს უმსხვილესი ავტოპარკის განახლება და სატრანსპორტო საშუალებების ალტერნატიულ საწვავზე გადაყვანა. ნებისმიერ შემთხვევაში ვაშინგტონი იმპორტირებულ ნავთობზე იქნება დამოკიდებყლი როგორც 2025 ასევე 2050 წელს, რადგან ნავთობი მხოლოდ საწვავი არ არის და ნებისმიერი სახის ალტერნატიული ენერგია ამერიკის ეკონომიკის სამშენებლო, მძიმე და მსუბუქ ინდუსტრიას აუცილებელი ნავთობპროდუქტებით ვერ უზრუნველყოფს. ვსაუბრობ იმაზე, რომ მსოფლიოში ქიმიური და ნავთობქიმიური მრეწველობის სწრაფი განვითარების პირობებში ნავთობზე მოთხოვნლება იზრდება არა მარტო ენერგეტიკული მოთხოვნილებების დასაკმაოფილებლად არამედ, როგორც ნედლეულზე, რომლისგანაც მზადდება სინთეთიკური კაუჩუკი და ბოჩკოვანი მასალები, პლასტმასი, პლასტიფიკატორები, საღებავები, სარეცხი საშუალებები და მრავალი სხვა. აღნიშნული წარმოებებისთვის ნავთობის პირველადი ქიმიური შემადგენლობიდან ძირითადად გამოიყენება პარაფინებული ნახშირწყალბადები: მეტანი, ეტანი, პროპანი, ბუტანი, პენტანი, გექასანი, აგრეთვე არომატული ნახშირწყალბადები: ბენზოლი, ტოლუოლი, ქსილოლი, ეთილბენზოლი და ოლეფინებული და დეოლეფინებული ნახშრწყლბადები: ეთილენი, პროპილენი, ბუტადიენი, აცეტილენი და სხვა… ამ მცირე ქიმიური ექსკურსით იმის უფრო ნმათლად წარმოჩენა მინდა, რომ ნავთობპროდუქტები გამოიყენება წამყვანი ეკონომიკების მათ შორი ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორში დაწყებული ქიმიური ინდუსტრიით და დამთავრებული კვების სექტორითა და პარფიუმერიით, რაც ნავთობზე მოთხოვნილების მუდმივი ზრდის ძირითადი თუ არა ერთ ერთი ძირითადი მიზეზი ნამდვლად არის. დღეის მონაცემებით მსოფლიოში მოპოვებული ნავთობის მოცულობის 8-10% გამოიყენება არა ენერგეტიკულ არამედ ქიმიურ მრეწველობაში და ეს მაჩვენებელი სტაბილურად იზრედება. ასე და ამგვარად მივდივართ ძირითადთან რაც იმაში მდგომარეობს, რომ ექსპერტული მონაცემებით ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის მიერ მოხმარებული ნავთობის მოცულობა, თეთრი სახლის ადმინისტრაციის სურვილების მიუხედავად კი არ შემცირდება არამედ 2025 წლისთვის 35-45%-ით გაიზრდება და შეიძლება ითქვას, რომ ნავთობით ადეკვატური მომარაგება აშშ-ისთვის ეგზისტენციალური მნიშველობის ხასიათ შეიძენს. თუ უახლოეს 3-5 წელიწადში ვაშნგტონმა ნავთობმომარაგების ახალ წყაროებზე გასვლა ვერ შეძლო დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ნომერ პირველი ზესახელმწიფოს დაღმასვლა და დეზინტეგრაცია გარდაუვალი იქნება, რასაც თეთრი სახლი სავრაუდოთ არ დაუშვებს და შეეცდება, რომ მის ხელთ ჯერ კიდევ არსებული სამხედრო პოლიტიკური ძალა სწორედ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ორიენტირებული გეოპოლიტიკური ინტერესების რეალიზებაზე მიმართოს. ასეც ხდება, ვაშინგტონი ბოლო 15 წელი ნავთობ-ომების კონცეფციის აღსრულებაზე გადავიდა და აქტიურად მოქმედებს, როგორც აფრიკის და ლათინური ამერიკის ასევე ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში. მაგალითისთვის შორს წასვლა საჭირო არ არის, ერაყისა და ავღანეთის ოკუპაცია 21-ე საუკუნის ნავთობ-ომების პირველი მერცხალი გახლდათ, იქნება სხვაც და ეს სხვა ჩემი ვარაუდით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის ოკუპცია გახდება. თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით. ცალკე აბზაცად მინდა ავღნიშნო, რომ როცა 2025-2030 წლებისთვის მოსალოდნელ ნავთობის დეფიციტზე ვსაუბრობ რათქმაუნდა ვხელმძღვანელობ არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოხმარებული ნავთობის მოცულობების მუდმივი ზრდით არამედ მსოფლიოში არსებული ტენდენციებითაც. ამდენად მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ნავთობზე დეფიციტს წარმოქმნის არა მხოლოდ აშშ-ის გაზრდილი მოთხოვნილება არამედ ნავთობმოხმარების თვალსაზრისით წინა პლანზე ისეთი გიგანტების წარმოჩენა როგორიცაა ჩნეთი, ინდოეთი, რუსეთი და ბრაზილია. რუსეთისა და ბრაზილიის შემთხვევაში თუ საქმე გვაქვს ნავთობით მდიდარ და ნავთობპროდუქტების ექსპორტიორ სახელმწიფოებთან, ჩინეთისა და ინდოეთის შემთხვევაში ზუსტად ის სიტუაცია გვხვდება რაც ამერიკის შეერთებული შტატებთან მიმართებაში. ანუ ეს სახელმწიფოები მეტ წილად იმპორტირებულ ნავთობზე არიან დამოკიდებული და უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ ფრიად თვალსაჩინოა პეკინისა და დელის მიერ ბოლო ათწლეულში საკუთარი ქვეყნების ნავთობმომარაგების უზრუნველყოფის კუთხით გადადგმული ნაბიჯები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პეკინის აქტიურობა, რომელიც უკვე დღეს უწევს სერიოზულ კონკურენციას ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც ლათინური ამერიკის ასევე აფრიკის კონტინენტზე. შეიძლება ითქვას რომ სანავთობო ცივი ომი ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უკვე მიმდინარეობს და 2025-2030 წლისთვის სახიფათოდ მაღალ ტემპერატურასაც მიაღწევს. სწორედ ამიტომ ჩინეთზეც გავამახვილებდი თქვენს ყურადღებას. ჩინეთი 2007-2008 წლის მონაცემებით ჩინეთი ყოველდღიურად 7,5-8,5 მილიონ ბარელ ნავთოვს მოიხმარს. ექსპერტების მონაცემებით ჩინეთის მიერ მოხმარებული ნავთობის მოცულობა 2020 წლისთვის 50-60%-ით გაიზრდება და დღეში 12-14 მილიონ ბარელს მიაღწევს. 2025 წლისთვის ჩინეთი ნავთობის მოხმარების მოცულობით ევროკავშირს გადაასწრებს (დროის მოცემულ მონაკვეთში ევროკავშირი ყოველდღიურად 14-14,5 მილიონ ბარელ ნავთობს მოიხმარს და აღნიშნული მაჩვენებლის ფიქსაციის და ზრდის შეჩერების მიზნით ასეულობით მილიარდი ევროს ინევვესტიციებს ახორციელებს ალტერნატიული ენერგიის წყაროებში) და ამერიკის შერთებულ შტატების შემდეგ მსოფლიოს მეორე უმსხვილესი ნავთობმომხმარებეი გახდება. 2030 წლისთვის ჩინეთის ნავთობმოხმარების საერთო მოცულობის 75%-ს იმპორტირებული ნავთობი შეადგენს და სწორედ აქ იწყება აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე სანავთობო ცივი ომის ტემპერატურის მატება, რადგან 2030 წლითვის ნავთობზე მოთხოვნის პროგნოზირებადი მოცულობის დაკმაყოფილებას ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები მაღალი ალბათობის ვარაუდით შეიძლება ითქვას რომ ვერ შეძლებენ. საქმე იმაშია, რომ ჩინეთი აქტიურდ მუშაობს როგორც ნავთობმომარაგების ახალ სქემებზე, ასევე ძველ კარგად დარეკომენდირებულ ენერგობაზრებზე. დღეის მდგომარეობით ჩინეთის ნავთობმომარაგება ხორციელდება პრაქტიკულად ყველა იმ ქვეყნიდან რომელიც ნავთობით ამერკის შეერთებულ შტატებს ამარაგებს, გამონაკლისს ირანი წარმოადგენს თუმცა ამ ქვეყანაზე ოდნავ მოგვიანებით. კონკრეტულად კი სურათი შემდეგნაირია … ჩინეთის ძირითადი ნავთობმიმწიდებელი ქვეყნებია საუდის არაბეთი, ანგოლა, ირანი, რუსეთის ფედერაცია, ნიგერია, ომანი, კონგო, იემენი, ეგვიპტე, ვენესუელა და სუდანი. პეკინი საერთაშორისო კრიტიკის ობიექტიც კი გახდა სუდანის ხელისუფლებასთან ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის გამო, თუმცა როგორც ჩანს აშშ-სა და ჩინეთს შორის სანავთობო ცივი ომის ტემპერატურამ უკვე დღეისთვის მიაღწია იმ ზღვარს, რომ პეკინი სუდანთან თანამშრომლობას აგრძელებს იმისდა მიუხედავად რომ გაერომ და ევროკავშირმა ოფიციალური ქარტუნი (სუდანის დედაქალაქი) კაცობრიობის წინაშე დანაშაულში და დაფურის რეგიონში გენოციდის მოწყობაში დაადანაშაულა. მოკლედ ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან კრიტიკულ წერტილს, როცა ვაშინგტონსა და პეკინს უკიდურესად გაუჭირდება საკუთარი ნავთობმომარაგების მარშრუტების მხოლოდ დიპლომატიური ენით დაცვა და პოზიციების სამხედრო ძალით გამაგრება მოუწევთ. ორ ქვეყანას შორის პირდაპირი სამხედრო კონფლიქტის ვარაუდი ამ ეტაპზე ნაადრევი იქნებოდა, თუმა დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ვაშინგტონისა და პეკნის გეოპოლიტიკური ინტერესების გადაკვეთის ხაზი და პირველი სერიოზული დაპირისპირების ეპიცენტრი ირანი იქნება. ირანი დღეის მდგომარეობით ირანის ისლამური რესპუბლიკა ნავთობის პროგნოზირებადი რეზერვებით მსოფლიოს მესამე ქვეყანაა. ნავთობის ექსპორტის მოცულობით (2,5 მილიონი ბარელი ნავთობი დღეში) ირანი ოპეკის ქვეყნებში მეორე პოზიციას იკავებს საუდის არაბეთის შემდეგ, ქვეყნის ნავთობის მარაგი 136 მილიარდ ბარელს შეადგენს. ვფიქრობ საკმაოდ შთამბეჭდავი მონაცემებია რათა ამ ქვეყანაზე გავლენის მოპოვებისთვის ბრძოლაც უღირდეს ვაშინგტონსა და პეკინს და მსხვერპლის გაღებაც. მითუმეტეს, რომ ირანის ნავთობრესურსებზე კონტროლი ფაქტობრივად აგვარებს 2025-2030 წლისთვის როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ასევე ჩინეთის ნავთომომარაგების პრობლემას. მარტივად რომ ვთქვა აშშ და ჩინეთი იძულებულია ირანზე გავლენის მოპოვებისთვის დუპირისპირდეს ერთმანეთს, რადგან ლათინური ამერიკისა და აფრიკის კონტინენტების ნავთობსაბადოების ათვისება ისედაც მთელი დატვირთვით მიმდინარეობს და იქ არსებული ნავთობის რეზერვები არც ვაშინგტონს და არც პეკინს ომად არ უღირს. გარდა ამისა, ცალკე აღებული ვერც ერთი სახელმწიფო ვერ შეძლებს პეკინისა და ვაშინგტონის ნავთობზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. გამონაკისს მხოლოდ ირანი წარმოადგენს, რომელსაც ნავთობის საკმარისი რესურსი გააჩნია რათა აშშ-ისა და ჩინეთის ნავთობმომარაგების პრობლემა გადაწყვიტოს თუ ეს ორი სახემწიფო მათ ხელთ არსებულ სხვა ნავთობმომარაგების მარშრუტებს შეინარჩუნებს. დღეს ჩინეთი პოლიტიკურად უპირატეს მდგომარეობაში იმყოფება, რადგან თეირანთან მჭიდრო პოლიტიკური და სმხედრო-ეკონომიკური ურთერთობები აკავშირებს. ყოველდღიურად ჩინეთი ირანიდან 400-500 000 ბარელ ნავთობს იღებს და ორ ქვეყანას შორის არსებული ენერგეტიკული პროექტების თანხამად აღნიშნულმა მაჩვენებელმა უახლოეს რამდენიმე წელიწადში 1 მილიონ ბარელს შეიძლება გადააჭარბოს. შთამბეჭდავია ირანისა და ჩინეთის თამამშრომლობა სამხედრო სფეროშიც, ესპერტთა ვარაუდით სწორედ ჩინეთისა და ჩინეთის სატელიტი ჩრდილოეთ კორეის მეშვეობით მოახერხა თეირანმა ბალესტიკური რაკეტებისა და ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების პროგრამებზე ეფექტური მუშაობა. არ არის გამორიცხული, რომ ირანზე ამერიკის შეერთებული შტატების მოსალოდნელი თავდასხმის გამო ჩინეთმა ისლამურ რესპუბლიკას დამატებით HQ-9 (FD-2000) კლასის (რუსული C-300-ისა და ამერიკული “პეტრიოტის” ანალოგი) ჰაერსაწინააღმდეეგო სარაკეტო კომპლექსები, J-10 კლასის მრავალფუნქციური გამანადგურებელი თვითმფრინავები და სხვა თანამედროვე შეიარაღება გადსცეს, (აღნიშნულ თემაზე უკიდურესად მწირი ინფორმაცია ვრცელდება) თუმცა ეს თემა მხოლოდ ვარაუდების დონეზე განიხლება, ვინაიდან პეკინი ერთგვარი დილმის წინაშე დგას, ერთის მხრივ ენერგეტიკული თვალსაზრისით ჩინეთისთვის ირანის როლისა და პოტენციალის გადაფასება შეუძლებელია, მეორეს მხრივ კი ძლიერი ირანი და ამერკა ირანს შორის ხანგრძლივი ომი პეკინისთვისაც სერიოზულ პრობლემად შეიძლება იქცეს. (საუბარია იმაზე, რომ ჩინეთის ნავთობმომარაგების ერთ ერთი ძირითადი მარშრუტი სპარსეთის ყურეზე გადის და ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების პირობებში რეგიონის საზღვაო აკვატორიაში გემების მიმოსვლა შესაძლოა თვეების მანძილზე შეფერხდეს.) ძნელი სათქმელია თუ რა არჩევანს გააკეთებს ჩინეთი და როგორ დაიცავს საკუთარ გეოპოლიტიკურ ინტერესებს ახლო აღმოსავლეთში, რადგან დღეის მგომარეობით პეკინს საკმარისი სამხედრო პოტენცილი არ გააჩნია, რომ ვაშინგტონთან პოლიტიკურ დაპირისპირებას გაუძლოს. ვსაუბრობ იმაზე, რომ ჩინეთის ნავთობმომარაგების სქემაში 2 წამყვანი ქვეყანა საუდის არაბეთი და ანგოლა ვაშინგტონის სამხედრო ქოლგის ქვეშ იმყოფება და სწორედ ვაშინგტონის მიერ კონტროლდება ჩინეთის ენერგომომარაგების საზღვაო მარშრუტებიც. ასე და ამგვარად პეკინი ობიექტურად არ არის იმ პოზიციაში რომ ირანის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს, მაგრამ ის კი ნამდვილად შეუძლია რომ თეირანი თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვოს და შეერთებული შტატების ისლამურ რესპუბლიკაზე თავდასხმის შემთხვევაში რეგიონი ისეთ ქარცეცხლში გაახვიოს ნავთობმომარაგების პრობლემა არა მარტო მას არამედ მის ძირითად კონკურენტს ვაშინგტონსაც შეექმნას. ამგვარდ გადაწყვეტილებას ერთი შეხედვით თითქოს ფატალიზმის ელფერი დაკრავს თუმცა მთლად ესეც არ არის, რადგან ვფიქრობ რომ ვაშინგტონი ირანის ოკუპაციას უახლოეს რამდენიმე წელიწადში შეეცდება და არ არის გამორიცხული, რომ რეგიონში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების გამო ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის ექსპორტის შეფერხებას მთავრობის მიერ კონტროლირებადმა ჩინეთის ეკონომიკამ გაცლებით უკეთესად გაუძლოს ვიდრე ამერიკის შერთებული შტატების ლიბერალურმა ეკონომიკამ, რომელიც ახლო აღმოსავლეთიდან ნეგატიურ ინფორმაციაზე პანიკით რეაგირებს და ძნელი წარმოსადგენი არ არის თუ რა რეაქცია ექნება უოლ სთრითსს ( ნიუ იორკი – ამერიკის ფინანსური ცენტრი) ახლო აღმოსავეთიდან ნავთობის ექსპორტის ნაწლობრივ ან სრულ შეჩერებაზე. ნებისმიერ შემთხვევაში ფაქტია, რომ ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სანავთობო ცივი ომის ტემოპერატურა მომდევნო 15-20 წელიწადში მხოლოდ გაიზრდება და დროის გარკვეულ მონაკვეთში ორი ზესახელმწიფოს გეოპოლიტიკური ინტერესების გადაკვეთა პეკინსა და ვშინგტონს შორის ურთიერთობებს ფეთქებადსაშიშ ზღვრამდე მიიყვანს. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ ეტაპზე პეკინს დროის გაყვანის ტაქტიკა აქვს არჩეული და ვაშინგტონთან ღია დაპირისპირებას ერიდება, თუმცა ასე იქნება მხოლოდ 2015-2017 წლამდე როცა ჩინეთის სამხედრო საზღვაო ფლოტი შეირაღებაზე პირველ 100 000-იანი წყალწყვის ავიამზიდებს და მათთან ერთად ჩინეთის ნავთობის მომარაგების საზღვაო მარშრუტების დაცვის შესაძლებლობას მიიღებს. 2017 წლიდან ჩინეთის გეოპოლიტიკური ინტერესების უგუვებელყოფა ვაშინგტონისთვის შეუძლებელი თუ არა ერთობ რთული ამოცანა გახდება და სწორედ ამიტომ არის,რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაჩქარებულ რეჟიმში ცდილობენ მსოფლიოს ნავთობით მდიდარ ქვეყნებზე კონტროლის დაწესებას, რიგში კი ირანია. ამ კონტექსტში უნდა ითქვას, რომ ვაშინგტონსაც აქვს სპეციფიური უპირატესობა თეირანთან მიმართებაში და პეკინისგან განსხვავებით ეს უპირატესობა არა პოლიტიკურ ან ეკონომიკურ (ვაშინგტონსა და თეირანს საერთოდ არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები) ურთიერთობებში არამედ ერთობ შთამბეჭდავ სამხედრო კომპონენტში მჟღავნდება. არსებული მონაცემებით პენტაგონს ირანის საზღვრის მახლობლად და სპარსეთის ყურეში ოპერატიულ განკარგულებაში 250-300 000 სამხედრო მოამსახურე ყავს (რეგიონში აშშ-ის სამხედრო ბაზების დისლოკაციის ადგილებია >>> ერაყი, ავღანეთი, საუდის არაბეთი, ქუვეითი, ყატარი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ომანი, თურქეთი, ყირგიზეთი, პაკისტანი) და ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარე სამხედრო ბაზებიდან სპარსეთის ყურეში დამატებით 150-200 000 ჯარისკაცს გადასროლა 2 კვირიან მონაკვეთში შეუძლია . ეს კი ნიშნავს რომ ვაშინგტონი 2017 წლამდე არ გადადებს იმას რის გაკეთებაც უახლოეს მომავალში შეუძლია. არვიცი როგორ შეფუთავს ირანზე თავდასხმას ვაშინგტონი, იქნება ეს თეირანის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის წარმოება, ტერორიზმთან კავშირი თუ სხვა, მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ ირანის ოკუპაციის გარეშე თეთრ სახლს გაუჭირდება არა მხოლოდ ახალი ნავთობმომარაგების სქემების ამოქმედება, არამედ უკვე არსებული მარშრუტების ეფექტური ფუქნციონირების უზრუნველყოფა და ადეკვატური დაცვა. რათქმაუნდა ვსაუბრობ ერაყზე, რომელიც უკვე გახდა შეერთებული შტატების ერთ ერთი მთავარი ნავთობმიმწოდებელი ქვეყანა და რომელსაც სუვერენიტეტისა და ტერიტორიალური მთლიანობის შენარჩუნების არანაირი შანსი არ გააჩნია ვიდრე თეირანს ვაშინგტონი არ აკონტროლებს. მოკლედ და კონკრეტულად იკვეთება შემდეგი სურათი, 2025-2030 წლისთვის პეკინი და ვაშინგტონი ნავთობის დეფიციტის გამო შესაძლოა შეიარაღებული დაპირისპირების ზღვარზე აღმოჩნდნენ. 2017 წლისთვის ჩინეთი მზად იქნება, რომ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების ეფექტური დაცვა გლობალური მასშტაბით უზრუნველყოს, ვაშინგტონი კი 2017 წლამდე ცდილობს სამხედრო პლიტიკური უპირატესობის გმოყენებას და მსოფლიოს მისთვის საინტერესო ყველა წერტილში კონტროლის დააწესებას. ვიდრე ჩინეთი არმიისა და ფლოტის გადაიარაღებას ცდილობს აშშ ახლო აღმოსავლეთში პოზიციებს იმყარებს, მსოფლიოში ნავთობის რეზერვებით მესამე ქვეყნის ირანის გარშემო სამხედრო წარმომადგენობას ზრდის და სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება. ძნელი სთქმელია კონკრეტულად როდის განახორციელებს ამერიკა ირაზე თავდასხმას, მაგრამ თავდასხმა რომ იქნება ამაზე თუნდაც ის ფაქტი მიუთითებს რომ ირანის საზღვრებთან განთავსებული ამერიკის სამხედრო კონტინგენტის რიცხოვნობა დღიდან დღემდე იზრდება და ალბათ დანამდვილებით შეიძლება ითქვას ის რომ ათიათასობით ჯარისკაცს ახლო აღმოსავლეთში პენტაგონი მხოლოდ მზის აბაზანების მისაღებად არ უნდა აგზავნიდეს. საქართველო როგორც ბლოგის დასაწყისში მოგახსენეთ ეს პუბლიკაცია ზესახელმწიფოების გეოპოლიტიკის შესახებ საკუთარი ხედვის ერთგვარი რევიზია გახლავთ და ამ მომენტამდე ისე მოვედი, რომ პრინციპში გარკვეულ ლოგიკას იმაში რაც დავწერე ნამდვილად ვხედავ. საინტერესოა საქართვეოსთან მიმართებაში რა დასკვნებს გავაკეთებ, რადგან წინა პუბლიკაციებში ქვეყნის დეზინტეგრაციის პროგნოზირებამდე მივედი. და მაინც როგორ აისახება საქართველოზე ის ყველაფერი რაც ზემოთ მოგახსენეთ … თავიდანვე უნდა აღინიშნოს რომ საქართველო ერთ ერთი იმ წერთილთაგანია მსოფლიო რუქაზე რომელიც შეერთებულმა შტატებმა საკუთარ კონტროზე აიყვანა, თან ჯერ კიდევ 15-17 წლის წინ. ეს კი იმასაც შეძლება ნიშნავდეს, რომ ვაშინგტონის გეოპოლიტიკური გეგმები ბოლო 17 წლის მანძილზე ფაქტობრივად არ შეცვლილა, რადგან თუ რამისთვის ჭირდება და ჭირდებოდა თეთრ სახლს საქართველო ალბთ ერთის მხრივ აზერბაიჯანული ნავთობის და მეორეს მრივ ირანისა და შუა აზიის ენერგომატარებლების ტრანსპორტირებისთვის და მეტი არაფერი. ასე რომ თუ ჩემს მიერ გამოთქმული ვარაუდი სწორია იმის თქმაც შეიძლება, რომ ირანი სამიზნეში ვაშინგტონმა არა გუშინ და გუშინწინ არამედ ორი ათეული წლი წინ ამოიღო. სხვა საკითხია რომ დღევანდელ პოზიციებამდე მოსასვლელად ვაშინგტონს და აშშ-ის სპეც-სამსახურებს ჯერ 2001 წლი 11 სექტემბრის ორგანმიზება დაჭირდა, შემდეგ ავღანეთის ოკუპირება და ტორა ბორას მთებში მითიური ოსამა ბენ ლადენის ძიება, რასაც სადამ ჰუსეინის 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტში და მასობრივი განადგურების იარაღის წარმოებაში აბსრუდული დადანაშულება და ჩამოხრჩობა მოჰყვა, ისიც ერაყის მიწასთან გასწორების ფონზე და ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების ერთობ ჩარეცხილი რეპუტაციაის აღდგენის მიზნით აფროამერიკელ ბარაქ ჰუსენ ობამას თეთრ სახლში დაბრძანებისა და პრეზიდენტის როლის შესრულების უფლებაც კი მიეცა. მაგრამ დღევანდელ პოზიციებამდე ვაშინგტონი მაინც მოვიდა და ანლოსაქსების მორალურ ზნეობრივი ღირებულებებიდან გამომდინარე არ ვფიქრობ რომ ამერიკულ საზოგადოებას დიდად ადარდებდეს თუ რამდენი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის ფასად მოახერხა პენტაგონმა ირანის საზღვრის მახლობლად მრავალათასიანი სამხედრო კონტინგენტის განთავსება და ქვეყნის ფაქტობრივად ალყაში აყვანა. ასე და ამრიგად იკვეთება, რომ საქართველოს კოლონიზირების პირველივე დღეებიდან ვაშინგტონის ძირითად სამიზნეს ირანი წარმოადგენდა, რამეთუ აზერბაიჯანული ნავთობი ამ ქვეყნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ისედაც დასავლეთისკენ გადაიზიდებოდა, ხოლო შუააზიის ენერგომატარებლებზე გასვლა ვაშინგტონითვის შეუძლებელი გახლდათ და გახლავთ ირანზე კონტროლის გარეშე … მოკლედ პირადად ჩემთვის ყველაფერი იმაზე მიუთიტებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეიარაღებული კონფლიქტი გარდაუვალია, თუმცა რატომ უნდა გახდეს ეს საქართველოს დეზინტეგრაციის მიზეზი? განვიხილოთ ყველა ვარიანტი .. ერთადერთი სახემწიფო რომელმაც შესაძლოა ვაშინგტონის გეგმები ჩაშალოს გახლავთ რუსეთი სადაც არც თუ დიდი ხნის წინ განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა მოსკოვსა და თეირანს შორის მოლაპარაკებები განახლდეს ირანისთვის მოდერნიზებული საზენიტო სარაკეტო კომპლექს C-300-ების მიწოდებასთან დაკავშირებით … (საზენიტო კომპლექსი C-300 ირანს ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებაში არსებული ყველა ტიპის გამანადგურებლისა და ბომბდამშენის განადგურების შესაძლებლობას მისცემს, მათ შორის ირანი შეძლებს სტელსის კლასის B-2 და F-117 ბომბდამშენებისა და მეხუთე თაობის F-22 გამანადგურებელ ბომბდამშენის ნეიტრალიზებას) აღნიშნული კონტარქტის განხორციელებისა და ირანისთვის საკმარისი რაოდენობა საზენიტო სისტემების მიწოდების შემთხვევაში მოსკოვი დანას გამოუსმევს ვაშინგტონის სამხედრო ამბიციებს, რადგან ირანის ცაში უპირატესობის მოპოვება პენტაგონს ომის წაგებად შეიძლება დაუჯდეს. შესაბამისად ლოგიკური იქნება თუ ვივარაუდებთ, რომ ვაშინგტონი ყველაფერს გააკეთებს რათა მოსკოვი არ გააღიზიანოს და საქართველოს დეზინტეგრაციის ერთ ერთი მიზეზი სწორედ ეს შეიძლება გახდეს. კრემლი არ მალავს, რომ მას აინტერესებს, როგორც სამეგრელო ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში გადასასვლელი ხეოების კონტროლი. 2. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთს ჩინეთის გაძლიერება გარკვეულ დისკომფორტს უქმნის და არ არის გამორიცხული პეკინის წინააღმდეგ მიმართულ გეოპოლიტიკურ თამაშში მოსკოვმა ვაშინგტონის მხარდაჭერა გადაწყვიტოს. უფრო მეტიც მოსკოვი შესაძლოა აქტიურად ჩაებას ავღანეთის ოპერაციებში და ირანის ოკუპირებაზე გადასროლილი ამერიკული ქვედანაყოფები, რუსეთის არმიის სამხედრო კონტინგენტით ჩაანაცვლოს. ამ ვერსიაში ჯდება მოსკოვში ობამა მედვედევის მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმება, რუსეთის ტერიტორიის გავლით ავღანეთისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირების შესახებ და ყირგიზეთის ხელიუფლების მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილების მოულოდნელი შეცვლა და ვაშინგტონისთვის “მანასის” სამხედრო საავიაციო ბაზის გამოყენებაზე ნებართვის მიცემა. მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაშიც რუსეთი იკავებს მისთვის საინტერესო საქართველოს ტერიტორიებს (სამეგრელო, პანკისის ხეობა, მცხეტა თიანეთის რიგი ხეობები, ყაზბეგის რაიონი და სხვა …) და ვაშინგტონს უტოვებს თბილისს და დანარჩენ საქართველოს. 3. ვაშინგტონმა შესაძლოა გადაწყვიტოს რომ ენერგოდფერეფანში მონაწლეობა სომხეთმაც უნდა მიიღოს და ირანის ოკუპაციის შემდეგ ირანული ნავთობისა და ბუნებრივი აირის, აგრეთვე შუააზიური ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება დასავლეთისკენ არა საქართველოს არამედ სომხეთის ტერიტორიის გავლით განხოირციელდეს. სამაგიეროდ კი ერევანს გეოპოლიტიკურ თამაშში მონაწილეობის გამო ერთის მხრივ ყარაბახისა და სხვა ოკუპირებული ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის დაბრუნება შეიძლება მოუხდეს, რაზეც ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის მსჯელობა და მოლაპარაკებებს აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველი პირებიც კი აწარმოებენ, მეორეს მხრივ კი ყარაბახის კონფლიქტის მოგვარების საქმეში სომხეთის სტიმულირებისთვის ვაშინგტონმა ერევანს შესაძლოა სამცხე ჯავახეთისა და აჭარის ოკუპაციის უფლება მიეცეს. დღეს ეს სცენარი ბევრს არარეალურად შეიძლება მოეჩვენოს, მაგრამ როცა საქმე ზესახემწიფოებთან გაქვს ყველაფერი რაც თეორიულად შეიძლება მოხდეს, პრაქტიკაშიც შეიძლება განხორციელდეს, მით უმეტეს რომ მილსადენების ირანიდან საქართველომდე და საქართველოდან თურქეთამდე მიყვანა მინიმუმ რამდენიმე ასეული კილომეტრით დააგრძელებს და ერთი წლით დროში გაწელავს ნებისმიერ შესაძლო ენერგოპროექტს, რომელიც ირანის ოკუპაციის შემდეგ რეგიონში შეიძლება განხორციელდეს. ზედმეტი ფული და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ზედმეტი დრო არც ამერიკის შეერთებულ შტატებს და არც ევროკავშირს არ გააჩნია, რაც ნიშნავს იმას, რომ ენერგოდერეფანი სომხეთზე გაივლის და არანაირი საერთაშორისო წინააღმდეგობა სომხეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას არ მოყვება. ტყვილა არ ამბობენ, რომ პოლიტკაში არსეობს მხოლოდ მუდმივი ინტერესი და არა მუდმივი მტერი ან მეგობრი … შესაძლოა ვინმემ იკითხოს თუ რატომ უნდა გაიაროს ირანიდან მილსადენმა სომხეთზე როცა თუქრეთი ირანის მოსაზღვრე ქვეყანაა და პასუხი ერთობ მარტივია. თურქეთისა და ირანის სახელმწიფო საზღვარი ეგრეთწოდებულ ქურთისტანის ტერიტორიას წარმოადგენს და ამ ტერიტორიის ადეკვატურ კონტროლს ვერც თურქეთი ახორციელებს და ვერც ამერიკის მიერ ირანში ინსტალრებული ახალი მთვრობა შეძლებს, რაც ზედმეტად მაღალი რისკის ფქტორია, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი ამ რისკზე წავიდეს. შესაძლოა ვინმემ იკითხოს თუ რატომ უნდა გაიაროს შუააზიიდან დასავეთსკენ მიმავალმა მილსადენებმა ირანზე როცა კასპიის ზღვის ფსკერზე მისი გატარება და აზერბაიჯანი-საქართველო-თუქეთის მარშრუტის რეალიზებაა შესაძლებელი და პასუხი აქაც მარტივია, კასპიის ზღვის ფსკერის საკითხი დღემდე დაურეგულირებელია კასპიის აკვატორიის ქვეყნებს შორის და ვერანაირი პროექტი ასეთ პირობებში უბრლოდ ვერ გნხორციედება. ნავთობისა და თხევადი გაზის ტანკერების მეშვეობით აზერბაიჯანამდე ტრანსპორტირება და შემდეგ მილსადენის სისტემაში გაშვება დროტევადი საქმეა რაც პარალელურად ენერგომატარებლების ღირებულებაზეც ნეგატიურად აისახება. ძვირადღირებული ომების შემდეგ ძვირი ენერგომატარებლები კი ის არ არის რაც დასავლეთის ინტერესებში იქნება … ასე და ამრიგად იკვეთება სამი სცენრი იმისა თუ როგორ და რატომ შეძლება აღმოჩნდეს საქართველო დეზინტეგრაციის ახალი საფრთხის წინაშე და რაც უფრო საგანგაშოა სამივე სცენარის ერთდროული განხორცეოლებაა შესაძლებელი. ის თუ რა მოტივით შეიძება დაიწყოს საქართველოს ტერიტორიზე ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები ჩემზე კარგად რუსეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სომხეთის სპეც-სამსახურებმა იციან, თუმცა ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის არსებობის პირობებში ომის დწყების მიზეზის პრობლემა არც სომხეთს და არც რუსეთს არ ექნება… ბოლო ბოლო ვაშინგტონი მოახერხებს სააკაშვილის ზედმიწევნით კარგად ინსტრუქტირებას იმის თაობაზე თუ ეს უკნასკნელი სად რა პროვოკაციას მოაქწყობს და ვის რა ტერიტორიას გადასცემს … =============================================================================== :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nostradamusi Posted June 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2010 asesino_141 ჭკუაზე და ფულზე მარტო არ არის.. ინტერნეტშიც ნახავ ატომური ბომბის ნახაზებს, მაგრამ ამ ნახაზების სისრულეში მოყვანას მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული კომპლექსი ჭირდება, რომელსაც ირანი არ ფლობს.. დარწმუნებული ხარ რომ არ ფლობს? ქვეყანას რომელსაც შესწევს ურანის 20 პროცენტამდე გამდიდრების უნარი დროთა მანძილზე 90 პროცენტამდე აიყვანს. ამერიკა არის დამნასავე. თავიდან ირანზე რომ განეხორციელებინა თავდასხმა ერაყის პრობლემა ავტომატურ რეჟიმში გადაიჭრებოდა და ამით ერთს კი არა უამრავ კურდღელს დაიჭერდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შაქროII Posted June 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2010 ირანი ბევრ რამეს ფლობს.სადამ ჰუსეინმა სატამაშო ჯოისტიკებით მარტვადი რაკეტების აწყობა სცადა და არ დასცალდა.რაც შეეხება ირანს ყოველწელიწადს ცხადდება ახალგაზრდა მეცნიერტა კონფერენცია ფიზიკაში ჯილდო 10 000$.ირანული საიტებზე ნახავ უამრავ ინგლისურენოვან ძირიტადად აშშ წიგნებს მაღალ ტექნოლოგიებში და ენერგეტიკაში.ასე რომ 100-200 კაციანი სამUშაო ჯგუფის დაფინანსება და ბომბზე მუშაობა ირანისტვის პრობლემა არაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted June 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 6, 2010 და გამოდის საქართველო იყიდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted June 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 6, 2010 Private Nodariდა გამოდის საქართველო იყიდა? არა. ეგ არ გამოდის. რუსეთს საქართველო როგორც სახელმწიფო არ აინტერესებს, ცალკეული რეგიონეი კი, მაგრამ სახელმწიფო არა და ამდენად ირანის სანაცვლოდ მოსკოვმა შესაძლოა საქართველოს რეგიონები მიიღო.. რას გაიგებ.. მოსკოვი დასავლეთის მარიონეტია და როგორც დასავლეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებში ჯდება ისე განვიარბდება მოვლენები საქართველოსთან დაკავშირებითაც.. თუ საქართველო დასავლეთს აინტერესებს, რუსეთი ხელს არ ახლებს, თუ არა და მაშინ ომი.. აინტერესებს დასავლეთს საქართველო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted June 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 6, 2010 მოსკოვი დასავლეთის მარიონეტიამე პირიქით მგონია. აინტერესებს დასავლეთს საქართველო?ქინძზეც კიდია. ცალკეული რეგიონეი კი, მაგრამ სახელმწიფო არაცალკეული რეგიონების ოკუპაციით სახელმწიფოებრიობას ეხება, ზნაჩეტ აინტერესებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted June 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 6, 2010 Private Nodariმე პირიქით მგონია.მოსკოვია დასავლეთის მარიონეტი http://s2.rimg.info/5e85e0c1fef2746feb6c1041509346dc.gif ქინძზეც კიდია.დღეს თუ დასავლეთს საქართველო ქინძზე კიდია ეს საქართველოს ბრალი უფროა ვიდრე დასავლეთის.. ცალკეული რეგიონების ოკუპაციით სახელმწიფოებრიობას ეხება, ზნაჩეტ აინტერესებს. პრინციპში მეც ეგ ვთქვი სხვა სიტყვებით, საქართველო როგორც სახელმწიფო ოკუპირებისთვის არ აინტერესებს, მაგრამ საქართველოს ცალკეული რეგიონები კი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted June 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 6, 2010 დღეს თუ დასავლეთს საქართველო ქინძზე კიდია ეს საქართველოს ბრალი უფროა ვიდრე დასავლეთის..+1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.