Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ალასანიამ მეთოდურად წამოწიოს წინ თავისიანები, რომელთაგან მე ბევრს ვიცნობ პირადად და დიდ პატივს ვცემ

აი, ესაა მთავარი მიზეზი, გული რაზეც დაგწყდა

 

და მერე აი, ამას რომ აბრალებ

რესპუბლიკელების და სუბარის უზნეო ქცევამ, ალასანიას რომ მიწა დააყარეს. ველოდი, რომ მაშინ ალასანია გადაყრიდა სანაგვეზე ამ ყოვლად უხეირო ხალხს,

ესაა კლანური მენტალიტეტი, სხვა კი არაფერი :)

 

მოვიდა ახალგაზრდა მართლა ნორმალური ადამიანი ნუ გადარიეთ უკვე

Edited by Pompiero
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეუფ, რა გინდათ კაცო, ლევან ბერძენიშვილს მაინცდამაინც ტკბილი ენა არა აქვს

მაგრამ ლანძღვით ნაღდად არ ილანძღება,

არა მგონია რომ ისინი დიალოგის წინააღმდეგები იყვნენ სხვა პოლიტ. პარტიებთან,

მაგრამ ერთი სურვილი მაქვს, უსუფაშვილი გაააქტიურდეს, ძალიან ჩრდილშია,

ივლიანე ხაინდრავაც-უწესიერესი ადამიანი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალასანიამ მეთოდურად წამოწიოს წინ თავისიანები, რომელთაგან მე ბევრს ვიცნობ პირადად და დიდ პატივს ვცემ

 

აი, ესაა მთავარი მიზეზი, გული რაზეც დაგწყდა

 

და მერე აი, ამას რომ აბრალებ

murTazi, on დღეს, 04:29 AM, said:

რესპუბლიკელების და სუბარის უზნეო ქცევამ, ალასანიას რომ მიწა დააყარეს. ველოდი, რომ მაშინ ალასანია გადაყრიდა სანაგვეზე ამ ყოვლად უხეირო ხალხს,

 

 

ესაა კლანური მენტალიტეტი, სხვა კი არაფერი

 

მოვიდა ახალგაზრდა მართლა ნორმალური ადამიანი ნუ გადარიეთ უკვე

მე რაც დავწერე იმის თქმა მინდოდა ზუსტად და ძნელად გამოსაცნობი არაფერი დამიწერია. მე რაზე დამწყდა გული ეგ ერთია და გულში მაინც დამეთანხმეთ, რომ ყველა ის რეიტინგის დამგდები გამონათქვამი და იარლიყი, რესპუბლიკელების განსაკუთრებით დავით ბერძენიშვილის დამსახურებაა, რაც სიხარულით ააფრიალეს და განავრცეს ნაცებმა.

სწორედ ახალგაზრდა და სიბინძურეში კარგად ვერგათვითცნობიერებული კაცი რომაა, ამიტომ ვაძლევ რჩევას ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებით, რომ ვინც ერთხელ გიმტრობს, ვინც ცნობილია როგორც არასანდო და არაკეთილი, ის არ შეიცვლება და მისგან საფრთხე ყოველ გაუთვალისწინებელ მომენტში იქნება.

Edited by murTazi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

მისი ყველა ნაბიჯი ოპტიმალური არ იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ,თუნდაც ამ ორი თვის განმავლობაში ამ ახალგაზრდა კაცმა საგრძნობი პროგრესი განიცადა ;

მაგის პროგრესის განსაცდელად უჭერ მაგას მხარს? გინდა რომ მაგიც მიშასავით ჩვენს ხელში გაიზარდოს???

:what:

 

ვაი საქართველოს პატრონს უბედურს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

მაგის პროგრესის განსაცდელად უჭერ მაგას მხარს? გინდა რომ მაგიც მიშასავით ჩვენს ხელში გაიზარდოს???

http://s8.rimg.info/739c995c7d7ba2b854cff0834d19b6d7.gif

 

ვაი საქართველოს პატრონს უბედურს...

http://s8.rimg.info/739c995c7d7ba2b854cff0834d19b6d7.gif

 

რაღა დაგვრჩენია პაცა გავიცნოთ :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

murTazi

პოლიტიკაში მტერ-მოყვარის გარჩევას მინიმუმ დიდი გამოცდილება ჭირდება, ამიტომაც ეს უნარი კორელაციაშია ასაკთან. თქვენი პასუხი ცოტა ახალგაზრდულად გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ წერთ

ვაძლევ რჩევას ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებით,

 

მე რაზე დამწყდა გული ეგ ერთია და გულში მაინც დამეთანხმეთ, რომ ყველა ის რეიტინგის დამგდები გამონათქვამი და იარლიყი, რესპუბლიკელების განსაკუთრებით დავით ბერძენიშვილის დამსახურებაა,

არავითარი იარლიყიი არ მიუწებებია, მხოლოდ ის თქვა, რომ არასწორად მიაჩნია ის ნაბიჯი იმ მომენტში. ეს რომ არ ერთქვა, მაშინ გენახათ რეიტინგის დავარდნა. ვერ ხვდებით, რომ ეროვნულ საბჭოს და ალიანსს სხვადასხვა ამომრჩეველი ყავს? იქ არაფერი შეემატებოდა, თავისას დაკარგავდა და თან მართლა გაურკვეველი პოლიტიკანების ჭკუაზე უნდა გადართულიყო. კარგია,რომ თვითონვე მალე მიხვდა, ვისთანაც ექნებოდა საქმე. მე შეიძლება სულ არ მეხატებოდეს გულზე ბევრი რესპი , მაგრამ ვერ დავუკარგავ მათ ცოდნას, გამოცდილებას, კანონის პატივისცემას, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის აუცილებლობის რწმენას, პრინციპულობას და კორუფციული გარიგებებისგან ძალიან შორს დგომას. ამის გულისთვის როგორმე ავიტან, თუ მომეჩვენა ვიღაცისგან იაზვობა, ამბიციურობა, ქედმაღლობა . . . ან თუნდაც არც მეჩვენებოდეს და ასეც იყოს. დამიჯერეთ, იგივე არანაკლები დოზით აქვს პოლიტიკაში აქტიურად ჩართულ ნებისმიერ ადამიანს და გაცილებით უფრო აუტანელია, როცა ასეთ პრეტენზიებს უვიცი რეგვენები გიყენებენ. ილუზიაა, თითქოს ისინი უფრო ადვილი სამართავები არიან. ალასანიას ეს არ უნდა შეეშალოს, თორემ ცუდად იქნება მისი საქმე. სწორედ უვიცი ამბიციური ადამიანები არიან დაუნდობლები

 

ვინც ერთხელ გიმტრობს, ვინც ცნობილია როგორც არასანდო და არაკეთილი

აი, მაგაზე ერთი მოიგავო ანეკდოტი უნდა მოგიყვეთ:D (იმედია, იუმორი გიყვართ :) ):

 

ძალიან მაღლა აფრენილ ჩიტს ფრთები მოეყინა და გონწასული ჩამოვარდა მიწაზე.

ჩამოიარა ძროხამ და ზედ დააქაქა. ჩიტი გათბა, გონს მოვიდა, ამოყო თავი და აჭიკჭიკდა. ყური მოკრა კატამ, მიეპარა, ამოათრია ქაქიდან და შესანსლა.

 

ამ იგავიდან 3 დასკვნა:

1. ვინც თავზე დაგაქაქავს, ყველა შენი მტერი არაა.

2. ვინც ქაქიდან ამოგათრევს, ყველა შენი მეგობარი არაა.

3. როცა ყელამდე ქაქში ხარ, ჭიკჭიკს თავი დაანებე

Edited by Pompiero
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Pompiero

ამ იგავიდან 3 დასკვნა:

1. ვინც თავზე დაგაქაქავს, ყველა შენი მტერი არაა.

2. ვინც ქაქიდან ამოგათრევს, ყველა შენი მეგობარი არაა.

3. როცა ყელამდე ქაქში ხარ, ჭიკჭიკს თავი დაანებე

 

ხოდა მოდი მეც ნუ ჩამთვლით რესპუბლიკელების მტრებად, რადგან ვაქაქავ თავზე. ჩაიხედონ სარკეში და დასკვნა გააკეთონ, რატომ ვერ იტანს ხალხი. მათ მიმართ უზარმაზარი უარყოფითი დამოკიდებულებაა და მთლად შემთხვევით არაფერი არ ხდება.

 

ების ჭკუაზე უნდა გადართულიყო. კარგია,რომ თვითონვე მალე მიხვდა, ვისთანაც ექნებოდა საქმე. მე შეიძლება სულ არ მეხატებოდეს გულზე ბევრი რესპი , მაგრამ ვერ დავუკარგავ მათ ცოდნას, გამოცდილებას, კანონის პატივისცემას, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის აუცილებლობის რწმენას, პრინციპულობას და კორუფციული გარიგებებისგან ძალიან შორს დგომას. ამის გულისთვის როგორმე ავიტან, თუ მომეჩვენა ვიღაცისგან იაზვობა, ამბიციურობა, ქედმაღლობა . . . ან თუნდაც არც მეჩვენებოდეს და ასეც იყოს. დამიჯერეთ, იგივე არანაკლები დოზით აქვს პოლიტიკაში აქტიურად ჩართულ ნებისმიერ ადამიანს და გაცილებით უფრო აუტანელია, როცა ასეთ პრეტენზიებს უვიცი რეგვენები გიყენებენ.

 

ცდებით. მაღალი ინტელექტის ადამიანები რაც ენაზე მოადგებათ პირდაპირ ტელევიზორში არ განიხილავენ. მითუმეტეს პრეტენზიის მქონენი პოლიტიკურ მასშტაბზე. კულისები არსებობს მოსალაპარაკებლად შენივე გუნდის წევრთან.

მათ ძალიან ბევრი ავნეს ალასანიას, თუ დამიჯერებთ ასეა და ნება თქვენია ისე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლიტიკაში მტერ-მოყვარის გარჩევას მინიმუმ დიდი გამოცდილება ჭირდება, ამიტომაც ეს უნარი კორელაციაშია ასაკთან. თქვენი პასუხი ცოტა ახალგაზრდულად გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ წერთ

murTazi, on დღეს, 12:15 AM, said:

ვაძლევ რჩევას ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებით,

 

აი თუნდაც დააკვირდით - ესაა რესპუბლიკელების სტილი, როგორც კი ოდნავ, სულ ოდნავ შეეკამათები შეურაცხყოფაზე გადადიან ხალხის.

პირდაპირ სულელურად გამოიყურებაო აღარ თქვით.

ამასაც სარკეში მინდა ჩაგახედოთ, თორემ რა მრჯის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კულისები არსებობს მოსალაპარაკებლად შენივე გუნდის წევრთან.

სრულიად გეთანხმებით თეზის შინაარსში, მაგრამ ამ კუთხით მოვლენების ინტერპრეტაციის შინაარსში კი მხოლოდ ნაწილობრივ. თანაგუნდელებს შორის აზრთა სხვადასვაობის დროს მოლაპარაკება მანამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ საერთო შეთანხმებას არ მიაღწევენ. არაავტორიტარული ლიდერი ასეთ დროს მედიატორის ფუნქციას უნდა ასრულებდეს. მოლაპარაკების შედეგად განხორციელებული მოქმედებები შესაძლოა კომპრომისული იყოს ორივე მხრიდან და ასეც მოჩანდა შორიდან: არცერთ მხარეს არ გადაუდგავს მეორისთვის მოულოდნელი ნაბიჯი და არ უთქვამს მოულოდნელი სიტყვა. თქვენ გერჩივნათ, რომ ალასანიას რაც მიაჩნდა სწორად, იმას უსიტყვოდ დამორჩილებოდნენ რესპები, მიუხედავად იმისა, რომ პრინციპულად სხვანაირად მიაჩნდათ? მე ალასანიაში სწორედ ის მომწონს, რომ ავტორიტარული არაა და რაღაც წრე თუ მას ამისკებ უბიძგებს და დაიყოლიებს, მიშას რაღას ვერჩით? მოლაპარაკების შემდეგ გადადგეს ის ნაბიჯები, რაც ორივეს სწორად მიაჩნდა, ზურგში მახვილი არ ჩაუციათ ერთმანეთისთის. ამას მივესალმები და ორივეს ამის გამო ვცემ პატივს.

 

მაღალი ინტელექტის ადამიანები რაც ენაზე მოადგებათ პირდაპირ ტელევიზორში არ განიხილავენ.

ინტელექტი თუ ტაქტი გინდოდათ გეთქვათ? რესპებს მართლაც ზოგჯერ აკლიათ დიპლომატისთის ტიპიური ტაქტიანობა, ოღონდ ნამდვილად არ მიუყენებიათ შეურაცხყოფა და ამას არც მე ავიტანდი. ალასანიაში რაც მე მომწონს, ეს სწორედ ტაქტიანობაა -- ს ძალიან აკლია მთელ პოლიტიკურ სპექტრს და ამ მხრივაც ალიანსში შემავალი სუბიექტები ყველაზე უკეთესები არიან დღევანდელ დღეს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

murTazi

აი თუნდაც დააკვირდით - ესაა რესპუბლიკელების სტილი, როგორც კი ოდნავ, სულ ოდნავ შეეკამათები შეურაცხყოფაზე გადადიან ხალხის.

პირდაპირ სულელურად გამოიყურებაო აღარ თქვით.

ამასაც სარკეში მინდა ჩაგახედოთ, თორემ რა მრჯის

გარწმუნებთ, რაც თქვენ იფიქრეთ, გულში არ გამივლია და თუ ასე წაიკითხეთ, ძალიან ვწუხვარ და ბოდიშს გიხდით გულწრფელად. :)

 

მიჭირს ისეთი შემთხვევის გახსენება, როდესაც ვინმეს ვაწყენინე უნებლიედ. გაბრაზებულიც კი ვცდილობ ხოლმე, რომ არავის ვაწყენინო, თუმცა ასეთ შემთხვევებში მთლად ანგელოზი აღარ ვარ ხოლმე :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

? გინდა რომ მაგიც მიშასავით ჩვენს ხელში გაიზარდოს???

მიშას პროგრესირებადობაზე გიული და ნიკო არ საუბროდნენ და :007:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ პირადად მე უკვე ყელში მაქვს რესპების ინტელექტუალური სნობიზმი. აქამდე არანაირი გაღიზიანება არ მქონდა ამ პარტიის მიმართ, უბრალოდ არჩევნების შემდეგ ძალიან დაუკრეფავში გადავიდნენ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ პირადად მე უკვე ყელში მაქვს რესპების ინტელექტუალური სნობიზმი

მეტი პრეტენზია არ გაქვთ? :D

 

ისეთ პოლიტიკურ ძალას იცნობთ, რომელსაც მხოლოდ ის ერთი ნაკლი აქვს, რომ ნაკლი სრულებით არა აქვს? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...