Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

რო გეტყვიან, შვილს გამოვუშვებთ ციხიდანო და ხმა მოგვეციო, პლიუს ნაც აქტივისტი იყავიო...

ამ შემთხვევაში სასურველია, ჭკუა ეყოს და მიხვდეს, რომ არჩევნების მერე ან ისევ მალევე ციხეში უკრავენ თავს, ან ისეთ საქმეებს დაავალებენ, საბოლოო ჯამში მაინც ციხით ან სისხლიანი კრიმინალური რაზბორკით რომ მთავრდება. ეს მისთვის პერსონალურად, თორემ მთელ ქვეყანას რომ ერხევა და შესაბამისად ვარდთაც და ნეხვთაც, ეს უფრო ნაცმოძრაობას უნდა შევაგნებინოთ როგორმე -- ნაწილს მაინც :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

 

ახლი თემის გახსნა მეზარება, თორე გადასარევი იქნებოდა ლაშას ციტატა პატარა დამატებით და იმ დამატებას ლაშას დავუსვამ კითხვის სახით: - რატომ ეძებთ, რა ხეირი თქვენ პირადად?

 

აგე არის ეს თემა გახსნილი :)

 

http://planeta.ge/index.php?showtopic=24843

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

 

ახლი თემის გახსნა მეზარება, თორე გადასარევი იქნებოდა ლაშას ციტატა პატარა დამატებით და იმ დამატებას ლაშას დავუსვამ კითხვის სახით: - რატომ ეძებთ, რა ხეირი თქვენ პირადად?

ანუ, მხოლოდ პირადი ხეირი და საქართველოს დედაც?

ჩაიქცევა ეს საქართველო და ყველას ჩაგვიტანს თან,

მხოლოდ ნაცმოძრაობის უმაღლესი ეშელონების შთამომავლობა მოახერხებს უცხოეთში

ნებიერად ჩAლპობას :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ანუ, მხოლოდ პირადი ხეირი და საქართველოს დედაც?

არა მხოლოდ პირადი!

 

 

კონსტრუქციული ძალების ძებნა და ბელადების ძებნა ერთი და იგივე მგონია მე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

არა მხოლოდ პირადი!

 

 

კონსტრუქციული ძალების ძებნა და ბელადების ძებნა ერთი და იგივე მგონია მე.

როდესაც ექიმი სჭირდება შენს ახლობელ ადამიანს (ჯვარი წერია) ექიმს ეძებ თუ იმედოვნებ რომ თავისით განიკურნება?

 

საქართველოში აუციელებელია მოხდეს პოლიტიკური სახის ცვლილებები, ხოლო პოლიტიკური ძალის გარეშე ეს წარმოუდგენელია,

ეხლა თუკი ადამიანი პირად გამორჩენას ელის რომელიმე პოლიტიკური ძალისგან ეს სხვა საქმეა

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კონსტრუქციული ძალების ძებნა და ბელადების ძებნა ერთი და იგივე მგონია მე.

რაღაც ისეთ სპეციფიურ შინაარსს დებ ამ ორ სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებაში, მარტო შენ რომ გესმის და მაშინ კარგა დაწვრილებითაც უნდა ახსნა, თორემ ასე ვერავინ მიგიხვდება. :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Pompiero

ამ შემთხვევაში სასურველია, ჭკუა ეყოს და მიხვდეს, რომ არჩევნების მერე ან ისევ მალევე ციხეში უკრავენ თავს, ან ისეთ საქმეებს დაავალებენ, საბოლოო ჯამში მაინც ციხით ან სისხლიანი კრიმინალური რაზბორკით რომ მთავრდება.

არ არის მასე მარტივად...დამიჯერე....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

არ არის მასე მარტივად...დამიჯერე....

მარტივად დავწერე, თორემ ვიცი, რომ მარტივად არაა. თუმცა ჯამში მაინც ძირითადად ან ისე უნდა იყოს ან არაფერი აღარ იქნება. საზოგადოების ზრდა ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ მაგაზე უფრო მოკლე გზაც არ გვაქვს. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაფერი სწორად გაქვს დანაული, ლაშა, მე, ალიანსის "შიდა კუხნაში" ნაკლებად ვარ ჩახედული, მაგრამ რაც დაწერე

დარწმუნებული ვარ მასე იქნებოდა.

 

 

ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ყველამ, არჩევნებს საქართველოში ,გეგმავს და ახორციელებს, ვანო, კონკრეტულად კუდ-ი,

ეს მათთვის არის ,მორიგი სპეცოპერაცია, ყველა შესაბამისი ატრიბუტით.

 

"ნაცმდედრიონი" იყო წინა "პლანზე",მაგრამ მათ უკან იყო, ვირტუალური კორპუსები, თავისი ვირტუალური ადამიანებით, "გაორებული" ადამიანებით. ვიცი რაზეც ვწერ.

 

 

იმ შემთხვევაში, თუ საარჩევო გარემო, კარდინალურად არ შეიცვლება,არჩევნებში მონაწილეობა ყოველგვარ აზრს კარგავს.

 

უბრალდ აუცილებელია, ახალი, ბიომეტრიული, პლასტიკური პირადობის მოწმობების შემოღება და უაზრო მარკირების მაგირად,

ელექტრონული "ჩეკინგი" , ამომრჩეველის იდეტიფიკაცია მოხდება ისევე ,როგორც ეს ხდება ბანკში, ფულის გამოსატანად,რომ მიდიხართ.

 

 

ეს არის მაქსიმუმ, 12 თვის ამბავი, 2012-ისთვის თავისუფლად მოესწრება, ამაზე გრანტს ამერიკაც მოგვცემს და ევროპაც.

აი მერე კი,ვეღარ შექმნიან, ვირტუალურ "ორეულებს".

 

 

თუ ეს არ გაკეთდა, არჩევნებში "ნაცებთან" გაყოლას არანაირი აზრი არ აქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

როდესაც ექიმი სჭირდება შენს ახლობელ ადამიანს (ჯვარი წერია) ექიმს ეძებ თუ იმედოვნებ რომ თავისით განიკურნება?

არ არის მთლად მართებული შედარება.

ვიმედოვნებ რა - იაღოველი ვარ?! :D :D :D

წამალია საჭირო და არა ექიმი, თუნდაც ლეგენდარული ჰაუსი! :givi:

 

ჩვენ არ ვეძებთ ჩვენ თვითონ წამალს, არამედ ვეძებთ ექიმს, რომელმაც ან იცის იმ დაავადების მკურნალობა ან არა!

 

ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ალაფანების სამწუხაროდ, - ექიმი არაკომპეტენტური გამოდგა.

მიუხედავად იმისა რომ გვერდით ერთ კაცში განსხეულებული ექიმი, მეწარმე და ლიდერი ედგა! :givi: :givi: :givi: :givi: :givi:

Pompiero

erfiro, on დღეს, 07:02 PM, said:
კონსტრუქციული ძალების ძებნა და ბელადების ძებნა ერთი და იგივე მგონია მე.

რაღაც ისეთ სპეციფიურ შინაარსს დებ ამ ორ სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებაში, მარტო შენ რომ გესმის და მაშინ კარგა დაწვრილებითაც უნდა ახსნა, თორემ ასე ვერავინ მიგიხვდება.

ურთიერთ საწინააღმდეგო რომაა და ამ დროს მოსალოდნელი შედეგიდან გამომდინარე ერთთი და იგივე - მანდაა სწორედ ძაღლის თავი დამარხული!

Edited by erfiro
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აგერ მოვედი კიდევ ერთი ალაფანი ჩემი აღსარებით. კარგა ხანს ავად ვიყავი, მერე ხალისი არ მქონდა ფორუმზე აქტიურობის. ხალისი გამიფუჭა რესპუბლიკელების და სუბარის უზნეო ქცევამ, ალასანიას რომ მიწა დააყარეს. ველოდი, რომ მაშინ ალასანია გადაყრიდა სანაგვეზე ამ ყოვლად უხეირო ხალხს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, ჯერ გული გამიტყდა, მერე ვიფიქრე, ამ ეტაპზე ალბათ უარესს გამოიწვევდა, ეს ბუნებით მიზანტროპი ხალხიც რომ მტრად მოკიდებოდა.

მოკლედ საბოლოო ჩემი შეჯამება ისაა, რომ ალასანიას მხრიდან ამ უდიდესმა რისკმა, რაც იყო შინ და გარეთ მტრულ ვითარებაში ბრძოლაში ჩაბმა, უფრო გაამართლა ვიდრე არ გაამართლა.

ეს ბიჭი გარეგნულად ძალიან მშვიდად გამოიყურება, მაგრამ მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე ჩანს რომ პირველი და შეუპოვრად მიძვრება სარისკო სიტუაციებში.

ჩემი აზრით აჯობებს დაშორდნენ ეს არამსგავსი ადამიანები ერთმანეთს (ალიანსს ვგულისხმობ) და ალასანიამ მეთოდურად წამოწიოს წინ თავისიანები, რომელთაგან მე ბევრს ვიცნობ პირადად და დიდ პატივს ვცემ და რაც მთავარია, შეცდომების დრო ახლა დამთავრდა.

აქამდე ალასანიას გამამართლებელი უამრავი ფაქტორია:

1. ერთი წელია პოლიტიკაში შედგა ფეხი

2. ამ ერთი წლიდან ნახევარზე მეტი არანორმალურ ვითარებას, მიტინგებს, საკნებს, ოპოზიციის საშინელ წინააღმდეგობას (როგორც კლასში ახალ ბავშვს მტრობენ, ისე არ უნდოდა არავის მისთვის განძრევის საშუალება მიეცა) შეალია

3. ხალხს რომ გაეცნო ამის საშუალება მხოლოდ ბოლოსკენ ერთი-ორი თვე მიეცა

4. ავტორიტეტი დააკარგვინა რესპუბლიკელების და მემარჯვენეების (განსაკუთრებით რესპუბლიკელების) ბოღმამ და ენის ტლიკინმა

5. არჩევნებში ოპოზიციის ნახევარმა ხმა გაუყო, მეორე ნახევარმა ბოიკოტი გამოუცხადა, სააკაშვილი აღარავის ახსოვდა.

6. უფულობა

 

რა რჩებოდა ალასანიას? უარი ეთქვა არჩევნებზე? მაშინ რა იქნებოდა? მაინც 2012-თვის უნდა დაეცადა ხომ?

დაცდა მაინც უწევს, სმააგიეროდ შეიძინა გამოცდილება და მოიპოვა უფლება ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს ზედმეტად აღარ გაუყადროს თავი და დასახოს ახალი გეგმა.

 

მისთვის ახლა ძალიან ნაყოფიერი პერიოდი უნდა დადგეს, თუკი ჩამოიფერთხავს ყველა ტვირთს, თავად გამოვა ასპარეზზე, ამიტომ მთავარია ყველა მის გვერდზე მდგომი ადამიანი იყოს მობილიზებული და ჭკუით, უშეცდომოდ გაიარონ გზა, რომელიც აუცილებლად მივა მიზნამდე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

murTazi

5. არჩევნებში ოპოზიციის ნახევარმა ხმა გაუყო, მეორე ნახევარმა ბოიკოტი გამოუცხადა, სააკაშვილი აღარავის ახსოვდა.

და შედეგ ეს ტიპები რა ამაყად საუბრობენ ერთიანობაზე :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

murTazi

აქამდე ალასანიას გამამართლებელი უამრავი ფაქტორია:

1. ერთი წელია პოლიტიკაში შედგა ფეხი

2. ამ ერთი წლიდან ნახევარზე მეტი არანორმალურ ვითარებას, მიტინგებს, საკნებს, ოპოზიციის საშინელ წინააღმდეგობას (როგორც კლასში ახალ ბავშვს მტრობენ, ისე არ უნდოდა არავის მისთვის განძრევის საშუალება მიეცა) შეალია

3. ხალხს რომ გაეცნო ამის საშუალება მხოლოდ ბოლოსკენ ერთი-ორი თვე მიეცა

4. ავტორიტეტი დააკარგვინა რესპუბლიკელების და მემარჯვენეების (განსაკუთრებით რესპუბლიკელების) ბოღმამ და ენის ტლიკინმა

5. არჩევნებში ოპოზიციის ნახევარმა ხმა გაუყო, მეორე ნახევარმა ბოიკოტი გამოუცხადა, სააკაშვილი აღარავის ახსოვდა.

6. უფულობა

მთავარია ეხლა არ დაუშვას შეცდომები...ანუ როგორი გუნდი ეოლება, ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...