lasha_alo Posted June 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2010 (edited) 1) დიახ, მხარი დავუჭირე ალასანიას და არ ვნანობ . მისი ყველა ნაბიჯი ოპტიმალური არ იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში ,თუნდაც ამ ორი თვის განმავლობაში ამ ახალგაზრდა კაცმა საგრძნობი პროგრესი განიცადა ; 2)შიდასამზარეულოს შემხედვარე ღიად შეიძლება ითქვას - ალიანსს არანაირი ფული სააკაშვილისაგან არ აუღია . ბენზინის ჩასასხმელი თანხა არ ჰქონდათ და თავიანთი შტაბის თანამშრომლებს ხელფასებს ვერ უხდიდნენ. მაქვს პარტიებთან ურთიერთობის გამოცდილება.ნება მომეცით ამაში დარწმუნებული ვიყო; 3) არანაირი მეორე მიშა- ირაკლი სრულიად სხვა მსოფლმხედველობის კაცია. იცის მოსმენა , ყურადღებას აქცევს თითოეულ მომენტს .ხანდახან იღებს არასწორ გადაწყვეტილებებსაც ,მაგრამ ლიდერს უნდა ქონდეს უფლება აიღოს ინიციატივა . ის არაა ბელადი ,არამედ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობს პოლიტიკურ ძალას . 4) ყველაზე დიდი ხარვეზი ალიანსის ნაკლებკოორდინირებულობა იყო. სუბარი , გუნცაძე ღირსეულად მოიქცნენ,როცა ეს კავშირი არ დატოვეს არჩევნებამდე ,მაგრამ ცუდად გამოუვიდათ საკუთარი პასუხისმგებლობის საკითხის სხვებზე გადაბრალება უკვე შემდეგ; მემარჯვენე და რესპებს თუ სურთ ავტონომია ...წავიდნენ ცალკე. აუტანელია ,როცა ალიანსის წევრები განსხვავებულ აზრებს აფიქსირებენ. უნდა მოწესრიგდეს გადაწყვეტილების მიღების ,აზრის გამოხატვის მექანიზმი ,რაც ნამდვილად საზიზღრობა იყო,თუმცა მოხერხდა მაინც პირობითად ერთად ყოფნა. ასე არ გამოვა ან უნდა იყვენენ ერთი გუნდი ან აკეთონ პოლიტიკა ცალცალკე .ეს შუალედური ვარიანტი მეც არ მომწონს. სწრაფად უნდა გაერკვნენ და შემდეგ სასწრაფოდ საქმე. 5) ფორუმელებო, ვეცდები თქვენი პარტია ნაკლებად ვაკრიტიკო.მხოლოდ ერთი კითხვა- ნუთუ გუბაზის არ შეეძლო ვანოს წინადადებაზე არჩევნებამდე ეთქვა ? ეს არჩევნებში მონაწილე ოპოზიციას ირიბად წაადგებოდა ,რადგანაც გარკვეული დასკვნის გაკეთების საშუალება ხალხს ექნებოდა.იმედი მაქვს სანიკიძე და ფორუმი შესრულებს საკუთარ სიტყვას და ქვებს ერთმნანეთს კი არ ესვრიან ბოსტანში,არამედ ქვეყნის განვითარებისათვის გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევენ.ამას მივესალმები.6)სპექტაკლებზე საუბარზე მეცინება . ყველამ დავინახეთ ხელისუფლების ელექტორატი იყო მობილიზირებული ანუ ყველგან არჩევნები შედგებოდა, გარკვეული ძალები ოპობექგრაუნდს შეუქმნიდნენ. იგივე დიდუბეში, ვაკეში მაჟორიტარული არჩევნები მანამდე გაიმართა და დიდი კომპლექსები ამასთან დაკავშირებით არავის გასჩენია ანუ ბრძოლაში ჩაბმა აუცილებელი გახლდათ და თუ ვინმემ პარტიული ინტერესი ვერ გადადო, მოდით თვითკრიტიკულები ვიყოთ .ნუ გაუხურეთ საქმე ალიანსს ,რომელიც იბრძოდა მაინც თქვენგან განსხვავებით; 7)პატარა ისტორიული ექსკურსი -საპარლამენტოს რეზულტატი- აჩვენა მანდატების დახევის მორალური სისწორე ,თუმცა ქდმს თუ ჯონდის სვლის შემდეგ აბსურდული იყო ეს ჟესტი ,თან აქციის შეწყვეტა არაფრის გამო პატრიარქის სიტყვაზეც კი არ შეიძლებოდა. მიდიხარ ბოლომდე? უნდა შეეწირო ან არ უნდა გადადგა ეს ნაბიჯი . ხალხს ეუბნები სიტყვას? მზად უნდა იყო სიკვდილისათვისაც . მწარედ ჟღერს ,მაგრამ სიმართლეა. საკნებში ხელისუფლებამ ტაქტიკური გამარჯვება მოიპოვა.მიზეზი? რატომ არ ჩაჯდნენ საკანში "ინტილიგენცია" ან პარტიული ბოსები? სამარცხვინო სახე მისცეს და აქაც ალიანსს ნუ ადანაშაულებთ ზომიერებაში. საკნები რომ ანაქრონიზმად იქცა ყველას ბრალია.ალიანსი ყველაზე ადრე მიხვდა მხოლოდ.... 8)ნოღაიდელის ,ბურჯანაძის და პუტინთან მოთამაშე ყველა არაკაცის(ქალის) დედა ვატირე . აი ასე პირდაპირ და ერთმნიშვნილოვნად . იგივე ითქმის ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ინტერესების გამტარებლებზე .ქვეყნის პოლიტიკური ძალა არ შეიძლება იყოს პროდასავლური ან პრორუსული... დესოვეტიზაცია კითხვის ნიშნებს არ ექვემდებარება,ისე როგორც ღია უნდა იყოს რუსეთთან საუბრის თემა. ....ოღონდ ხელისუფლების(ვინც არის) მხრიდან !!!!!!!!! ოპოების მისვლა რაღაც მემორიალებთან, ჟირიკასთან უმსგავსო შეხვედრა "კრისობააა" და მეტი არაფერი. იმედი მაქვს ძიძი მაინც გაახელს თვალებს ......ბევრზე ხელი ჩავიქნიე ;) 9)ოპოზიციამ კრახი განიცადა. ეს არაა ალიანსის წაგება .ეს მთლიანად ოპოზიციის ფიასკოა. დიახ , ვითამაშეთ მიშას ველზე ,თუმცა ცხოვრება სპორტია ,ხელი არ უნდა ჩამოვუშვათ.ჩერჩილს სამარცხვინო წაგებები ქონდა ,თუმცა მაინც ჩერჩილად დარჩა . არავის ვადარებ მაგრამ ვრჩები ალიანსის გვერდით ,თუ ბრძოლა გააგრძელეს ,თუ არა დავაპაშოლებ ,თან გარკვევით .რაც შეეხება მილოცვას ეს სიცრუეა-ვაღიაროთ მოსახლეობის უმრავლესობამ მართლა შემოხაზა ხუთიანი და ირაკლი პირველი ლიდერია , ვინც შეეცადა მათთვისაც გაეგო.ესაა პოლიტიკა და არა იარლიყები .ამ ხალხის პროცენტი დიდი ყოფილა .მეტიც,მათ შორის ნოემბრის აქციებზე მოსიარულე მოქალაქეებიც გახლდათ.ვიცი, შემოვარდებიან ამ თემაში ალასანფობები და ტყავს გამაძრობენ.... ბოლოს კი ვიტყვი-ღმერთია მოწამე მხარდაჭერისთვის ფული არ ამიღია ,თუმცა ნებისმიერი სამუშაო თუ გავაკეთებდი.... საერთოდ ანაზღაურებას ექვემდებარება . ამისთვის არ ვაქტიურობდი. ვინც სხვაგვარად ფიქრობს, არ ვიდარდებ ამაზე . Edited June 5, 2010 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted June 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2010 თვალებთან რაღაც პრობლემა მაქვს,თუ აზრები გაფანტულია...მომიტევეთ კონტექსტს კი მიხვდებით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Blaugranator Posted June 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2010 (edited) lasha_aloფორუმელებო, ვეცდები თქვენი პარტია ნაკლებად ვაკრიტიკო.მხოლოდ ერთი კითხვა- ნუთუ გუბაზის არ შეეძლო ვანოს წინადადებაზე არჩევნებამდე ეთქვა ? ეს არჩევნებში მონაწილე ოპოზიციას ირიბად წაადგებოდა ,რადგანაც გარკვეული დასკვნის გაკეთების საშუალება ხალხს ექნებოდა.ფორუმელი არ ვარ მაგრამ აგერ ბატონო 2010-03-23 – გინდათ, კიდევ ერთი ჭორი გითხრათ? "ეროვნულ ფორუმს" შევარდნაძე აფინანსებსო. – ჩვენი დამფინანსებლები დაგისახელოთ? რუსეთი, მერაბიშვილი, სააკაშვილი, ახლა შევარდნაძე! შევარდნაძე თუ გვაფინანსებს, ეს ხელისუფლებამ ვერ შეიტყო?! – შეუტყვია და, როგორც მითხრეს, ამაზე გაბრაზებული სააკაშვილი გამსახურდიას კომისიით ცდილობს, შევარდნაძეზე ჯავრი იყაროსო. – როგორი საინტერესო კომბინაციაა! პატიოსანი ვარ ქვეყნის და ხალხის წინაშე, თუმცა შემოთავაზებები ბევრი გვქონდა. – ხელისუფლებამ შემოგთავაზათ? – აბა, ოპოზიციას ფული არ აქვს, გაღლეტილი დადის. – რამდენი შემოგთავაზეს? – ბევრი, რამდენიმე ათეული მილიონი. – თქვენს ადგილზე შეიძლება ბევრისთვის სულს წაეძლია. – ვისაც ასეთი ჭორების სჯერა, ფიქრობენ: "25 მილიონს თუ სთავზობს ხელისუფლება, მე რომ შემომთავზოს, ხომ ავიღებდი? მე თუ ავიღებდი, ე. ი. გუბაზმაც აიღო". ჭკვიანი კაცი ფულს ხელს მოკიდებს. – მით უმეტეს, როცა ქვეყანაში პოლიტიკა აღარ კეთდება. – გეთანხმებით. მაგრამ ვიღაც მაინც უნდა იყოს, ვინც რაღაცეებს არ იკადრებს. რაღა დაგიმალოთ და, ძალიან მსიამოვნებს, როცა ერთ ადგილზე ვაგზავნი ადამიანებს, შემოთავზებებით რომ მოდიან. 25 მლნ რომ გითხარით, კი არ შემოუთავზებიათ, ამას ხალხი ამბობს, რომ ავიღეთ. – აბა, რამდენი შემოგთავაზეს? – ბოლო შემოთავაზება იყო, შენ თვითონ დაწერე ციფრი, რამდენი გინდაო. სულ ბოლო შემოთავაზება რა იყო, არ გაინტერესებთ?! რა გინდა, გაგვაგებინეო. რაც მე მინდა, თქვენ ვერასოდეს მიხვდებით, ამიტომ თქმას აზრი არ აქვს–მეთქი, ვუპასუხე. http://sana.ge/index.php?katid=3&id=6317&poz=ML3 Edited June 5, 2010 by Blaugranator Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted June 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2010 Blaugranatorკონკრეტიკა აკლია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Blaugranator Posted June 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2010 lasha_aloკონკრეტიკა აკლია ანუ ის რომ სახელდობრ მერობაზე კანდიდატურის დაყენებას სთავაზობდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted June 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2010 ზოგადად გეთანხმები, მხოლოდ ორი რამ უნდა გავითვალისწინოთ.1. ალიანსს არანაირი ფული სააკაშვილისაგან არ აუღია . ბენზინის ჩასასხმელი თანხა არ ჰქონდათ და თავიანთი შტაბის თანამშრომლებს ხელფასებს ვერ უხდიდნენ. ფული თუ აიღეს, ეს ფული ეხლა უნდა გამოჩნდეს. და გამოჩნდება კიდეც...2. ნოღაიდელის ,ბურჯანაძის და პუტინთან მოთამაშე ყველა არაკაცის(ქალის) დედა ვატირე . აი ასე პირდაპირ და ერთმნიშვნილოვნად . იგივე ითქმის ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ინტერესების გამტარებლებზე .ქვეყნის პოლიტიკური ძალა არ შეიძლება იყოს პროდასავლური ან პრორუსული... ჩემის აზრით, სასაცილოა ალიანსი ქართული ინტერესების გამტარებელ პოლიტიკურ ძალად წარმოიდგინო...სანამ შემეკამათებიტ უყურეთ ზურაბიშვილის და დარჩიაშვილის დებატებს. ზურაბშივლის სიტყყვებია - ჩვენ ვართ რეალურად პროდასავლური ძალა. ხოდა მოგიდღან პატრონი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted June 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2010 direპროს პოლიტიკოსები ცუდად ხმარობენ . მე ყელში მაქვს ამოსული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Blaugranator Posted June 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2010 იცით რა ვერ გავიგე ამდენი ხანია, რა არის პროდასავლურობა? დღევანდელ საქართველოში პროდასავლურობად ამერიკის ტრაკის ლოკვაა მიჩნეული და არა მაგალითად დემოკრატიული ფასეულობები. ესეთი პროდასავლურობის კიდევ **** ****** მიშმაკაკები რომ ვინმეს რუსეთუმეობაზე ილაპარაკებენ იქ დამთავრებულია საუბარი. მაგ ხალხს არ ესმის საერთოდ რას ნიშნავს ეს ტერმინი. ერთ-ერთ ინტერვიუში ირაკლი მელაშვილმა ესეთი რამ თქვა რასაც ვეთანხმები ხელისუფლება ოპოზიციას და სხვათა შორის, თავად ოპოზიციაც ოპოზიციას ყოფს პროდასავლურ და პრორუსულ ოპოზიციად. „ფორუმი“ საკუთარ თავს ეროვნულს, ანუ, ქართულ ძალას უწოდებს. რეალურად რამდენი მიმართულების ოპოზიცია გვყავს დღეს? -ეს ყველაფერი ხელოვნურია, არც ერთი არსებობს, არც მეორე და არც - მესამე. არსებობს ზოგადად პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარ სახელმწიფოზე ზრუნავს და არსებობს სხვა ქვეყნის აგენტი, რომელიც შენი ქვეყნის სათავეშია მოსული და მზად არის ხელისუფლების შესანარჩუნებლად ნებისმიერ ხვრელს მოერგო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted June 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2010 დემოკრატიული ფასეულობებიესაა ჩემთვის პრიორიტეტი.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted June 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2010 თვალებთან რაღაც პრობლემა მაქვს,თუ აზრები გაფანტულია...მომიტევეთ კონტექსტს კი მიხვდებით აზრბის გაფანტვას არ უშლის თვალები. აზრები სულ სხვა ადგილზე ლაგდება რამდენა მახსოვს. ის ჩემი თემა გადმიტანთ აქ ერთი და იგივე საუბარია. პ.ს.ალიანსის დაცული ხმები სად დევს ხომ არ შემახსენებს ინმე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Blaugranator Posted June 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2010 lasha_aloესაა ჩემთვის პრიორიტეტი....ჩემიც. ალასა თავიდან რომ გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში (ნუ ხელმეორედ გამოჩენაზე ვამბობ 1.5 წლის წინ) ვფიქრობდი რომ ეგეც მიშასავით ბოდიშით ამერიკის ერთი ადგილის მლოკველი იქნებოდა. მერე უკვე შემეცვალა აზრი. ჩემი მთავარი მოთხოვნა ალასანიას მიმართ არის ის რომ იყოს იმის დამცველი რაც იგულისხმება დასავლურ ფასეულობებში და არა ამერიკის ყურმოჭრილი მონა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted June 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2010 აზრბის გაფანტვას არ უშლის თვალები. აზრები სულ სხვა ადგილზე ლაგდება რამდენა მახსოვს.დაიკავე მარლა ერთ თვალზე და ისე პოსტე აპა ის ჩემი თემა გადმიტანთ აქ ერთი და იგივე საუბარია.ჯობიაცალცალკე იყოს ,თუმცა მოდერაციამ გადაწყვიტოს. ის შენი იმჰოა ,ეს ჩემი ორივეს გვაქვს საკუტარი აზრი და ეს ნორმალურია ...ალიანსის დაცული ხმები სად დევს ხომ არ შემახსენებს ინმე?200დე საჩივარზე იყო საუბარი + ღია ფაბრიკაციები რომ არაა ეს "დაცულობა არა. კი "ქალების" ინსტიტუტი აქვთ ,მაგრამ მექანიზმების ანალიზის საშუალებაც გვეძლევა ...თუ რა საჭირო.პარდიოონ ...ცოტა გავუმჯობესდები და შემდეგ სემოვალ. ძლივს გავქაჩე რამდენიმე ტემა ...ჰა ბურთი,ჰა მოედანი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pompiero Posted June 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2010 მემარჯვენე და რესპებს თუ სურთ ავტონომია ...წავიდნენ ცალკე. აუტანელია ,როცა ალიანსის წევრები განსხვავებულ აზრებს აფიქსირებენ. უნდა მოწესრიგდეს გადაწყვეტილების მიღების ,აზრის გამოხატვის მექანიზმი არაავტორიტარული, ლიბერალური ლიდერის ფუნქცია პირველ რიგში არის მოსმენა, აზრთა შეჯერება და ამის შემდეგ საკუთარი კომპრომისული ვარიანტის შეთავაზება, კვლავ მოსმენა და ა.შ. საბოლოო შეჯერებული ვარიანტის მიღებამდე. ამის შემდეგ აღარ იქნება ლებეძ, რაკ და შჩუკა. ჯერჯერობით მე იმედი მაქვს, რომ ალასანიას აქვს ამის პოტენციალი. ბოლო-ბოლო. დიპლომატი იყო კაცი. მე რისაც მეშინია ყველაზე მეტად, რომ პოპულარობა თავში არ აუვარდეს, თორემ იქვე შეწყდება მისი ზრდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted June 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2010 Pompieroპოპულარობა თავში არ აუვარდესესაა მისი სისუსტე .ნამეტანი დიპლომატიურია. ცოტა მეტი სიხისტე და ამბიციურობა. ცხადია გინდი გულისხმობს სინქრონულ ქმედებებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted June 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 5, 2010 იცით რა ვერ გავიგე ამდენი ხანია, რა არის პროდასავლურობა?ჩემთვის პროდასავლურობა ევროპული ტიპის დემოკრატიული/სოციალური სახელმწიფოს მშენებლობის მხარდაჭერაა. დღევანდელ საქართველოში პროდასავლურობად ამერიკის ტრაკის ლოკვაა მიჩნეული################## ამერიკის შეერთებულ შტატებს, რუსეთთან და გვინეა ბისაუსთან ერთად! ცივილიზებული სახელმწიფო თუ გვინდა, ევროპული გზით უნდა ვიაროთ და არაუშავს ევროპელები რომ არ ვართ, არც იაპონელები არიან.. ევროპელები :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.