Jump to content
Planeta.Ge

გალის რაიონში რა ხდება?


Recommended Posts

მამენტ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აფხაზეთში, გალის რაიონი ტერიტორიაზე ტერაქტების სერია განხორციელდა და მათ ორგანიზებაში და ვითარების დაძაბვაში სოხუმის ხელისუფლება ოფიციალურ თბილისს ადანაშაულებს..

 

აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში საპასუხო ზომებითაც იმუქრება, რაც არ მინდა ზედმეტად დავძაბო ვინმე, მაგრამ აგვისტოს ომის წინაპერიოდს მახსენებს..

 

რამდენად დასაშვებია ალბათობა იმისა, რომ ვითარების ხელოვნურ დაძაბვასთან გვაქვს საქმე და რამდენად შესაძლებელია სააკაშვილის რეჟიმი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმდებების პროვოცირებაზე წავიდეს?

 

 

P.s. პირადად მე საქართველო რუსეთს შორის ომის განახლების ალბათობას/საშიშროებას 2011-2012 წლებს უფრო უკავშირებ და დღეის მდგომარეობით ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციები, მიმდინარე წელს ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების განახლების პროგნოზირების საშუალებას არ მაძლევს, მაგრამ ერთია რა ვიცი და რას ვფიქრობ მე და მეორე რა იცით და რას ფიქრობთ თქვენ..

 

და მაინც, რა იცით და რას ფიქრობთ და ფიქრობთ თუ არა საერთოდ ამ თემაზე? რატომ იძაბება ვითარება გალის რაიონში?

 

 

 

სოხუმი ოფიციალურ თბილისს ტერორიზმში ადანაშაულებს

 

სერგეი ბაღაფშმა დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია

სოხუმის რეჟიმის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა გალის რაიონში შექმნილი ვითარების განსახილველად დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “აპსნი პრესი” იუწყება.

 

ბაღაფშის მტკიცებით, ბოლო დროინდელი დანაშაულების ხელწერა ნაცნობია და ქართული კვალი აშკარაა. მისივე თქმით, აფხაზურ ძალოვან სტრუქტურებს ყველა აუცილებელი ტექნიკური საშუალება აქვთ და ამ ინციდენტებს აუცილებლად გამოიძიებენ.

 

ე.წ. პრეზიდენტმა დე-ფაქტო შსს-ს, უშიშროების სამსახურს და რამდენიმე სხვა უწყებას ვითარების სტაბილიზების ერთობლივი გეგმის რამდენიმე დღეში შემუშავება დაავალა. დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს კი ბაღაფშმა უბრძანა, გალის რაიონში გახშირებული ტერაქტების საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებშიც წამოსწიონ.

 

ნათლად უნდა ვთქვათ, რომ თუ ქართული მხარე დივერსიულ საქმიანობას არ შეწყვეტს, იძულებული ვიქნებით, ადეკვატური ზომები მივიღოთ. ტერაქტების ორგანიზატორებს უნდა ესმოდეთ, რომ ლოკალურმა დესტაბილიზაციამ შესაძლოა, ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო გამწვავება გამოიწვიოს რეგიონში, რომელშიც დევნილები დაბრუნდნენ”, – განაცხადა ბაღაფშმა.

 

1 ივნისს გალის რაიონში აფხაზური საბაჟო სამსახურის თანამშრომელი, 3 ივნისს კი სოფელ რეფის აფხაზური ადმინისტრაციის უფროსი დიმიტრი კაცია მოკლეს. ორივე დანაშაულის ორგანიზებაში სოხუმის რეჟიმი ქართულ სპეცსმსახურებს ადანაშაულებს. ქართული მხარის ვერსიით, კი მკვლელობების მიზეზი ქართული მოსახლეობიდან ძალით ამოღებული გადასახადების განაწილება გახდა.

 

=======================================

ინფორმაცია ინტერპრესს ეკუთვნის, მაგრამ ლინკი საიდანაც დილით გადმოვწერე ჩემთან აღარ იხსნება. ავტორიზაცია გაიარეთო და ალბათ მაყუთიც დაყაჭეო მერმე მეტყვის ხოდა ეგრე..

 

მაინც დავდებ..

http://new.interpressnews.ge/ge/konfliqtebi/136620-sergei-baghafshma-de-faqto-ushishroebis-sabtcos-sagangebo-skhdoma-moitsvia.html

 

===================================

 

თქვენ რატომ არ ხსნით ამ ყველაფერზე თემებს? მარტო მე მაინტერესებს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

არა ეს კაკ რაზ მაინტერესებს.

თუ შემოვარდნენ ამ მიზეზით+ჩრდილო კავკასიური არეულობაც მიამატეს...

ვარიანტები ესეთია.

1. ვინაიდან ჩვენები არ აპროტესტებან და ხმას არ იღებენ ამაზე, შეიძლება მართლა ჩვენები იცილებენ განსაკუთრებით ნაბოზარ ტიპებს.

2. დადგმულია და გმაზადებენ გასაჟიმად.

3. მიშასგან იტხოვენ რაღაც დათმობებს და ამით აშინებენ, ესეთი პრეცენდენტები ჩემი დაკვირვებით უკვე იყო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Private Nodari

აქეთ რო შევცვივდეთ?

მაგარს ვიკაიფებ რუსეთს რომ დავარტყათ. არადა თუ კარგად/ძალიან კარგად იქნება ყველაფერი გათვლილი და სომხეთის მიმართულება საფუძვიანად დაცული, ჩრდილოეთ კავკასიას დაღესტანიდან დაწყებული და სოჭით დამთავრებული 48-96 საათში ავიღებთ.. მოულოდნელობის ეფექტზე წარმატების 50% მაინც მოვა..

 

მერმე რა იქნება სხვა საკითხია, მაგრამ თავიდან ავიღებთ/გავათავისუფლებთ და ჩრდილოეთ კავკასიაში, ადგილებზე თუ მხარდაჭერაც იქნება, რასაც იასნა ზარანეე საკაიფოდ შემზადება ჭირდება, შეიძლება რუსეთი წაკუზულზე გაღიმებული დავტოვოთ :018:

 

დანარჩენი მსოფლიოც :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

asds

ამათ ეგ უნდათ კიდევ? :(

:018:

 

ჩათვალე რომ გეგმა იწერება უკვე :yes:

მეეჭვება მაგათ მაგდენი გაბედონ..

ჩამაბარეთ ბელადობა 12 თვით და თბილისი, სოხუმი და ცხინვალი გაბედავს :givi:

 

უმირატ ტაკ ს მუზიკოი. მაგის დედაც ჯეკ :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...