Jump to content
Planeta.Ge

მედვედევმა ხელი მოაწერა!


Recommended Posts

მედვედევმა ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების გეგმას ხელი მოაწერა

 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების გეგმას ხელი მოაწერა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, ნატალია ტიმაკოვამ განაცხადა.

 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა განცხადება 15 აგვისტოსაც გაკეთა. მაშინ ტიმაკოვამ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია ექვს-პუნქტიან შეთანხმებას საქართველოში სიტუაციის რეგულირებასთან დაკავშირებით შუამავლის სტატუსით მხოლოდ თბილისის შემდეგ მოაწერს ხელს.

 

კრემლის პრეს-ცენტრის განცხადებით, გეგმას იმ სახით მოეწერება ხელი, როგორც საფრანგეთისა და რუსეთის პირველმა პირებმა შეათანხმეს.

 

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში დიმიტრი მედვედევმა და ნიკოლა სარკოზიმ საქართველოში კონფლიქტის რეგულირების ექვს-პუნქტიანი გეგმა შეათანხეს.

 

მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ დოკუმენტის მეექსვე პუნქტში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, ამოიღებულ იქნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრის აუცილებლობა და შენარჩუნებულ იქნა მხოლოდ ამ რეგიონებში საერთაშორისო ნორმალიზაციისა და მშვიდობის საკითხების განხილვის.

 

15 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისტან სეხვედრისას დოკუმენტს ხელი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოაწერა.

 

http://itnexclusive.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...