planetanews Posted June 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg ბრაიან ვაითმორი თბილისი – მოსკოვზე ცუდი წინათგრძნობა ყოველთვის თვალსაჩინოა საქართველოს მოუწესრიგებელ, ქაოტურ და მომხიბვლელ დედაქალაქში როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხმის მისაცემად 30 მაისის მუნიციპალურ არჩევნებზე მივიდა, მან მკვეთრად განაცხადა, რომ მისი მთავრობის რეალური მოწინააღმდეგე არა ქართული ოპოზიცია, არამედ რუსული არმიაა, რომელიც აჯანყებულ აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთშია დაბანაკებული. როდესაც ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ ამ არჩევნების შესახებ გარკვეულწილად კრიტიკული დასკნა გამოაქვეყნა, ზოგიერთი ქართველი ღიად სვამდა კითხვებს მოსკოვის გავლენის არსებობის შესახებ. და როდესაც ბრიუსელიდან ინფორმაცია გავრცელდა, რომ ევროკავშირი სამხრეთ-კავკასიასა და მოლდავეთში მისი სპეციალური წარმომადგენლების პოსტების გაუქმების საკითხს განიხილავდა, ბევრმა ქართველმა ფრთხილად აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ევროკავშირი-რუსეთის სამიტს უძღოდა წინ, რომელსაც ყველა დიდი ინტერესით ელოდა. ეს მოსკოვისთვის გაკეთებული საჩუქარი გახლდათ? ევროკავშირის ჩინოვნიკები კრემლთან დაახლოვებისთვის ქართველებს ავტობუსის ქვეშ აგდებენ? შიშები გასაგებია. რუსეთის არმია თბილისიდან სულ რაღაც 30 კილომეტრში დგას. რეჟიმის შეცვლა აქ მოსკოვის ოფიციალური პოლიტიკაა და კრემლი დიდი ხანია საქართველოს სუვერენიტეტის პირობებში თავს აშკარად არაკომფორტულად გრძნობს. წინათგრძნობის ყველაზე სერიოზული წყარო, რა თქმა უნდა ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკაა და ის თუ რას შეიძლება ეს საქართველოს მომავლისთვის ნიშნავდეს. როდესაც გასულ თვეში ობამამ, რუსეთთან ბირთვულ თანამშრომლობაზე „123“ ხელშეკრულება კონგრესს რატიფიკაციისთვის ხელახლა წარუდგინა (ყოფილმა პრეზიდენტმა ბუშმა შეთანხმება 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ გამოითხოვა), წინათგრძნობა შფოთში გადაიზარდა და არამხოლოდ საქართველოში. 15 მაისს Washington Post-ში გამოქვეყნებულ დევიდ კრამერის (ბუშის ადმინისტრაციის დროს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე) ღია წერილში, ნათქვამია რომ ობამას ადმინისტრაციამ მიდგომა „პირველ რიგში რუსეთი“, შეცვალა მიდგომით „მხოლოდ რუსეთი“. „როგორც ობამას, ასევე აშშ-ს სხვა მაღალჩინოსნებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ არ აღიარებენ რუსეთის „გავლენის სფეროს“ უფლებას, მაგრამ ქმედებები (ისევე როგორც უმოქმედობა) განცხადებებზე მეტს მეტყველებენ“ – წერს კრამერი – „რეგიონში რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნების უგულებელყოფით, ადმინისტრაცია მოსკოვს სწორედ ამ სფეროს უთმობს“. თბილისში რეპორტაჟის მომზადების დროს, მე საგარეო პოლიტიკაში რამდენიმე ყველაზე გონიერ მოაზროვნეს (და მოთამაშეს) შევხვდი და ვკითხე მათ, მართლა ეშინიათ თუ არა იმის, რომ მოსკოვის მიმართ შეერთებული შტატების ახალი პოზიცია, თბილისის ინტერესებს ავნებს და აღმოვაჩინე, რომ ადამიანები, რომლებიც არიან (ან იყვნენ) რეალურად პასუხისმგებლები საქართველოს უსაფრთხოებაზე, გაცილებით მსუბუქად უდგებიან „გადატვირთვის“ პოლიტიკას, ვიდრე მთელი ამ ხმაურით მოსჩანს. იმ ადამიანებში რომლებიც საქმის კურსში არიან, იალტის სინდრომი თბილისში საგრძნობლად გაზვიადებულია. „მე არსებითად არ ვეთანხმები იმ ანალიზს, რომ ვაშინგტონმა თბილისი მიატოვა” – მითხრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერიამ – „ადმინისტრაციის პოლიტიკაში არანაირი ცვლილება არ არის. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთთან მათ „გადატვირთვა“ აქვთ და მოსკოვთან განსახილველი მნიშვნელოვანი პრობლემები გააჩნიათ, მაგრამ ამ პროცესში არ ყოფილა არც ერთი ისეთი პუნქტი, სადაც საქართველოს სუვერენიტეტი და უსაფრთხოება პირველ პლანზე არ იდგა“. ბოკერიას რელური ძალაუფლება და გავლენა საქართველოში ბევრად აღემატება მის ოფიციალურ სტატუსს (ის სააკაშვილის უახლოესი ნდობით აღჭურვილი პირია). მან დასძინა, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ხელს უწყობდა სიტუაციის დამშვიდებას 2009 წლის დაძაბული ზაფხულის განმავლობაში, როდესაც ბევრ ანალიტიკოსს შეიარაღებული შეტაკების განახლების ეშინოდა: „როდესაც სიტუაცია ყველაზე კრიტიკული იყო, პრეზიდენტ ობამას მოსკოვში ვიზიტის დროს, მან უკიდურესად მკაფიოდ გამოსთქვა შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით. ის გზავნილი სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 2009 წლის ზაფხულში, ყველაზე სახიფათო სიტუაციაში, როდესაც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ძალიან ღია და მკაფიო განცხადებები გააკეთა საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენების განზრახვის არსებობაზე, პრეზიდენტმა ობამამ პრეზიდენტ მედვედევს დაურეკა იმის ხაზგასასმელად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი შეერთებული შტატებისა და რეგიონისთვის. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გახლდათ. იმან რაც ჩვენ საჯაროდ მოვისმინეთ ზაფხულში პრეზიდენტ ობამასგან, როდესაც სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო, სტაბილურობაზე ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. მე არ ვამბობ, რომ პრობლემა ამოწურულია. ოკუპაცია გრძელდება, ეთნიკური წმენდა აღკვეთილი არ არის, რუსეთისთვის ჩვენი სუვერენიტეტი მიუღებელია, მათ სურთ დომინირება თავის ე.წ. გავლენის სფეროში, მაგრამ რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი თავდასხმის უშუალო საფრთხე, თუ ბოლომდე არ აღიკვეთა, დიდწლად შემცირდა აშშ-ს ადმინისტრაციის ძალიან აქტიური პოზიციის წყალობით“. ოპოზიციის ლიდერმა და გაერო-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ირაკლი ალასანიამაც ანალოგიურად განმიცხადა, რომ აშშ-რუსეთის გაუმჯობესებული ურთიერთობებით საქართველოც უფრო დაცული ხდება. ალასანია, რომელმაც აპლოდისმენტები დაიმსახურა მისი სიმშვიდის გამო 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს, ამბობს რომ თბილისს სჭირდება ვაშინგტონი, რომელიც მოსკოვით იქნება დაკავებული, რომ საქართველომ საბოლოო ჯამში შესძლოს რუსეთთან მისი პირადი ურთიერთობების უფრო თანაბარ პირობებზე ნორმალიზება: „მე მტკიცედ მჯერა, რომ თუკი აშშ–რუსეთის ურთიერთობები უფრო გაფართოვდება და ქვეყნები დაახლოვდებიან, ეს საქართველოს მხოლოდ წაადგება. ჩვენ უსაფრთხოების თვალსაზრისით უამრავი პრობლემა გვაქვს, განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს შემდეგ და ჩვენ მარტო ამ პრობლემებს ვერ გადავწყვეტთ. ამ ეტაპზე ჩვენ რისი გაკეთებაც შეგვიძლია არის ის, რომ მოვითხოვოთ რუსეთმა აგრესიული ქმედებები აღარ განახორციელოს, სიტუაცია დამშვიდდეს და მოვაგვაროთ პრობლემები, რომლებიც ომის გზით ვერ მოგვარდება. ჩვენ ძლიერი პარტნიორები გვჭირდება და რომ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს (შეერთებულ შტატებს) რუსეთის ფედერაციასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. ეს არის ის რის გამოც მე ასევე მჯერა, რომ უკეთესი ურთიერთობები რუსეთის ფედერაციას, ევროკავშირს და შეერთებულ შტატებს შორის, ამ პრობლემების გადაწყვეტის პერსპექტივებს გააუმჯობესებს. ამის გამო მჯერა, რომ აშშ-რუსეთის ურთიერთობების აღდგენა არანაირ საფრთხეს არ შეიცავს. მე მტკიცედ მწამს, რომ არ არსებობს არანაირი გზა იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები, ქართული დემოკრატია ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ამ ურთიერთობებს შეეწირება“. როგორც მე მანამდეც ვწერდი, ეს როგორც სჩანს საქართველოსთან მიმართებაში ობამას არა მხოლოდ საჯარო განცხადებების, არამედ მედვედევთან და პუტინთან მისი პირადი საუბრების დამსახურებაცაა, რამაც დაარწმუნა რუსეთი მორიგი კონფლიქტისგან უკან დაეხია. როგორც მე ვწერდი, ობამას მთავარი მრჩეველი რუსეთის საკითხებში მაიკლ მაკფოლი დიდხანს ამტკიცებდა, რომ ვაშინგტონი უფრო ეფექტურად შესძლებდა მოსკოვის ქმედებებზე გავლენის მოხდენას, როდესაც ის კრემლთან მუშაობს და მასთან ფართო ორმხრივი დღის წესრიგი აქვს. თბილისში რუსეთის შიში ძლიერია, მაგრამ ისეთი ცივი გონების ადამიანებისთვის – და ჩემი აზრით ბოკერია და ალასანია თბილისში ორი ყველაზე ცივი გონების ადამიანია – ობამას „გადატვირთვა“ რუსეთთან გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე მთელი ეს პანიკური ვარაუდები. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts