FIORENTINO Posted August 16, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 16, 2008 რუსეთმა კიდევ რამდენიმე ქართული ტანკი მიითვისა რუსმა სამხედროებმა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების მიერ დაკავებული 44 ქართული ტანკი მიითვისა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი", სოხუმში დისლოცირებული რუსული ჯარის პოლკოვნიკ იგორ კონაშენკოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით არცელებს. კონაშენკოვის თქმით, საბრძოლო მოქმედებების დროს, კონფლიქტის ზონაში რუსმა სამშვიდობოებმა ქართული არმიის კუთვნილი 65 ტანკი ჩაიგდეს ხელში. 20 ტანკი ადგილზე გაანადგურეს. თექნიკის ლიკვიდაცია გაუმართაობის და სიძველის გამო გახდა საჭირო. პოლკოვნიკმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსულმა არმიამ რამდენიმე ერთეული სხვა სახის ბრონიტექნიკის ხელში ჩაგდება შეძლო. ბრონიტექნიკის ძირითადი ნაწილი უკრაინული წარმოებისაა. აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, უკანდახევის დროს ქართულმა სამხედროებმა ქალაქ გორის მახლობლად სამხედრო ბაზებში 15 ტანკი, ათეულობით ბრონიტექნიკა და საარტილერიო დანადგარები დატოვეს. ტექნიკის ნაწილი განადრურდა, ნაწილი კი საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანეს. რუსულმა ჯარებმა სენაკის სამხედრო ბაზიდან, რომლებიც ქართველმა სამხედროებმა ბრძოლის გარეშე დატოვეს, 1728 ერთეული სხვადასხვა სახის იარაღი, მათ შორის 764 ცალი ვინტოვკა "ემ-16", რომელიც ამერიკული წარმოებისაა, ასევე ამერიკული წარმოების 28 ცალი პულიმიოტი "ემ-40" და 754 კალაშნიკოვის ავტომატი წაიღეს. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.