Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

სახლემწიფო შედგაო გვეუბნებიან...

არცერთი სახელმწიფოს ატრიბუტი არ არის ქვეყანაში...

ყვეალ ატრიბუტი უზურპირებულია ერთი კონა გოთვერნების მიერ.

და გადაქცეული შპს-თ.

კორუფცია მოვსპეთო

კორუფცია კი არა, წვრილმანი კონკურენტები მოიცილეს...

აი ეს დავწერე გვერდით თემაში და დამაფიქრა რა.

რაში გამოიხატება სახელმწიფო რომ შედგა?

პოლიცია? რომელიც აშინებს და ატერორებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს?

მაშინ ეს პოლიცია სახელმწიფოს მსახური კი არა, არამეტ მისი ბატონის - მმართVელის.

 

სასამართლო? მასმედია? სასაცილოა.

 

კანონი? ერთადერთი კანონი, შენ გაქვს უფლება იყო გაუპატიურებული იმის მიერ ვისაც ამის უფელბა აქვს. შენ გაქვს უფლება გააპროტესტო ეს და იქნა ამისთვის ასმაგად დასჯილი.

 

პიროვნების პატივისცემა? :) თქვენ მართლა გგონიათ რომ პედერასტის და ლესბოსელის ეთერში გაოყვანა და ფორუმზე სევდიანი მწუხარებით მათი უფლებების მოხსენიება რამეს ნიშნავს? იმ დროს როდესაც უფლება არ აქვს ადამიანს იყოს დამოუკიდებელი? არ აქვს უფლება ჩაერიოს იმ თემებში სადაც "კლანის" მიერ ტაბუ დადებული. არ აქვს უფლება მოიპოვოს იმაზე მეტი გავლენა, პატივისცემა ან ფული ვიდრე ეს მის მართVადობისთვის საჭიროა?

 

სახელმწიფო იდეაში იმისთვის არსებობს რომ მისი მოქალაქეების ცხოვრება უკეთესი გახადოს? რაში გახადა?

სრული ჩაურთველობა ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებიდან, დაგეგმვა-განხილვა-შესრულებამდე.

გადაწყვეტილების მირება, პრიორიტეტების განსაზღვრა, ფინანსური ნაკადები გაკონტროლება - ეს ყვეალფერი მხოლოდ ხუთიოდე, არც თუ ჭკვიანი ადამიანის ხელშია. რატომ? სახელმწიფო მხოლოდ ეს ხუთი ადამიანია?

 

არანაირი პასუხისმგებლობა არავის წინაშე! მხოლოდ ბანდის მეთაურის პირადი ერთგულების მოთხოვნა.

 

ხელშეუხებელთა კასტა.

 

ამაზრზენი დამოკიდებულება "მატრიცის" ( ნაცმოს ვერხუშკის ) მკბვებავი მასის ( მოქალაქეების ) მიმართ.

 

სადღა შედგა სახელმწიფო?

 

ააა... ხო... დამავიწყდა... გზები ხომ კეტდება? ორმაგ ფასებში და ნახევარ ხარისხში. ხიდი. და "პაკრიშკებს" აღარ ვწვათ...

ანუ სახელმწიფო თუ შედგა. გამოდის რომ სახელმწიფო ყოფილა რამოდენიმე გზა + დენი? სულ ეს ვართ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგრეა... რეალურ ფუნქციას ჩვენი დღევანდელი "სახელმწიფო" არ/ვერ ასრულებს...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სახელმწიფო შედგა?

არა..

რატომ? პასუხები ქვემოთ..

 

ხელოვნური სახელმწიფო – საქართველო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხელოვნური სახელმწიფო – საქართველო

არ გეთნხმები.

საზოგადოება რა შუაშია? რომელი საზოგადოება? სადაა საზოგადოება? ან სად იყო? ან როდესმე თუ გვქონია?

არა.

ამიტომ. ნუ დაადანაშაულებ მას, რაც არ არსებობს.

მიშას ამოცანა, იდეაში უნდა ყოფილიყო საზოგადოების აღზრდა.

და ამის ნაცვალდ, მან ფულის საჭრელ მანქანად აქცია ქვეყანა,

ხოლო საგოდაების აღზრდაზე ზრუნვა მარტივად.

პიდარასტოფილებათ და ჰომოფობებათ დაყოფით ჩაანაცვლა.

სანამ ეს ორი კატეგორია ერთმანეთს ხოცავს, ის ბედნიერი ხითხითებს... მას არაფერი ემუქრება.

იმიტომ რომ ერთ მხარეს ის ქვეცნობიერად თავის მომხრედ მიაჩნია, მეორეს კი მტრად.

არადა ამ დროს.

მაგარი ახატიაააააა....

ტიპი ცხოვრებით ტკბება... სულ ესაა და ეს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კანონი სანამ არ ამუშავდება..............წაიკითხეთ ჩემი სიგნაჩური.სახელმწიფო,ეგ მიშასთვის და მაგის ბანდისთვის შედგა,თორემ უბრალო ხალხისთვის,ვერა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

სადღა შედგა სახელმწიფო?

ჯერ ძალიან ბევრი გვიკლია მაქამდე

 

მარა გამოსავალია მოსაძებნი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხშირად ვავლებ ხოლმე პარალელებს. რომელ ქვეყანას გავს საქართველო ყველაზე მეტად და მინდა არ მინდა ერთ დასკვნამდე მივდივარ: რ უ ს ე თ ს !

ერთპარტიული მმართველობა, ფიქტიური არჩევნები, მართული ტელესივრცე, შსს-ს და უშიშროების თანამშრომლების ფინანსურ ელიტად გადაქცევა. ოპოზიციური აზრის მუდმივი დევნა სახელმწიფო დონეზე. ფიქტიური საპარლამენტო არჩევნები. მილიონებიანი პომპეზური პროექტები და იმის იქეთ გაღატაკებული და მშიერი მოსახლეობა. ფაშისტური და ქსენოფობიური იდეოლოგიის სახელმწიფო დონეზე აყვანა. ნარკოტრაფიკები, იარაღით ვაჭრობა. ადამიანის უფლებების პერმანენტული დარღვევები, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებები...ამავდროულად კუბასავით ან ირანივით ოფიციალურად იზოლაციაში არ ვართ მოქცეულები, ისევე როგორც რუსეთი. თუ ეს ხელისუფლება არ მოშორდა, მცირე პერიოდში მივიღებთ პრემიერ-მინისტრ სააკაშვილს და "კუკლა" პრეზიდენტს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

საზოგადოება რა შუაშია? რომელი საზოგადოება? სადაა საზოგადოება? ან სად იყო? ან როდესმე თუ გვქონია?

საზოგადოება არ ქვია ხახლსის მასას?

 

სამოქალაქო საზოგადოება ხომ არ წერია კაცო? საზოგადოება ანუ ხალხი წერია, ხალხი რომელიც არის კიდეც ყველაფერში დამნაშავე..

 

ამიტომ. ნუ დაადანაშაულებ მას, რაც არ არსებობს.

ხალხი ხომ არსებბს? ეს ხალხი ხომ იღებს გადაწყვეტილებებს? ესეიგი არსებობს და ესეიგი პასუხისმგებელია მიღებულ გადაწყვეტილებებზე..

 

მიშას ამოცანა, იდეაში უნდა ყოფილიყო საზოგადოების აღზრდა.

და ამის ნაცვალდ, მან ფულის საჭრელ მანქანად აქცია ქვეყანა,

ხოლო საგოდაების აღზრდაზე ზრუნვა მარტივად.

პიდარასტოფილებათ და ჰომოფობებათ დაყოფით ჩაანაცვლა.

სანამ ეს ორი კატეგორია ერთმანეთს ხოცავს, ის ბედნიერი ხითხითებს... მას არაფერი ემუქრება.

იმიტომ რომ ერთ მხარეს ის ქვეცნობიერად თავის მომხრედ მიაჩნია, მეორეს კი მტრად.

არადა ამ დროს.

მაგარი ახატიაააააა....

ტიპი ცხოვრებით ტკბება... სულ ესაა და ეს...

სააკაშვილი რა მოსატანი იყო კაცო.. ლენგლიმ ეგ ტიპი ვაშინგტონის ინტერესების სამსახურისთვის დასვა მანდ და არა ქართული საზოგადოების სამოქალაქო საზოგადოებაში ტრანსფორმირებისთვის..

 

რაც დაავალეს იმას აკეთებს და მეტი რა ქნას? ხალხი, როგორც 10 წლის წინ ეკიდა ისევე კიდია ეხლაც.. რატომ არ უნდა ეკიდოს რო? როდისმე არ ეკიდა?

 

ხალხის/საზოგადოების ბრალია ყველაფერი, აბსოლიტურად ყველაფერი 110%..

 

როგორიც საზოგადოებაა, ანუ როგორიც ხალხია, ეგეთივეა სააკაშვილიც და სააკაშვილის საძუკნეთიც..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

 

მე უფრო 1960-70-იანების ლათინოამერიკულ ულტრამემარჯვენე რეჟიმებს შევადარებდი - ბატისტა, სამოსა და მსგავსი სასტავი. რუსეთი მაინც ლევაკურ პოლიტიკას აწვება და გიჟის რეჟიმთან ანალოგია არ არის სწორი. ნუ, ისიც ავტორიტარულია და ესეც და ასეთ რეჟიმებს, საერთოდ, აქვთ მსგავსი ატრიბუტები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

analgin

 

მე უფრო 1960-70-იანების ლათინოამერიკულ ულტრამემარჯვენე რეჟიმებს შევადარებდი - ბატისტა, სამოსა და მსგავსი სასტავი. რუსეთი მაინც ლევაკურ პოლიტიკას აწვება და გიჟის რეჟიმთან ანალოგია არ არის სწორი. ნუ, ისიც ავტორიტარულია და ესეც და ასეთ რეჟიმებს, საერთოდ, აქვთ მსგავსი ატრიბუტები.

110%

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

ფსევდოლევაკურს. :) ისევე როგორც ეს ფსევდო მემარჯვენე-დემოკრატიულს.

ფაქტია იდეაში მემარცხენეობა და შოვინიზმი, მემარცხენეობა და ქსენოფობია, მითუმეტეს მემარცხენეობა და ფაშიზმი ერთად გამორიცხულია და ფაქტია, რომ სწორედ შოვინიზმი, ქსენოფობია და ფაშიზმია როგორც რუსეთის, ისე საქართველოს სახელმწიფო იდეოლოგიისა და მათი პირველი პირებისთვის.

ბატისტას არარ გავს ბუშის შემდეგ, აშკარად და გამოხატულად პუტინს ემსგავსება. :D

სამოსაზე სიმართლე გითხრა ბევრი ინფორმაცია არ მაქვს, ისევე როგორც ნიკარაგუაზე. :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

. რომელ ქვეყანას გავს საქართველო ყველაზე მეტად და მინდა არ მინდა ერთ დასკვნამდე მივდივარ: რ უ ს ე თ ს !

ეგ არის რა! ზუსტი შეფასებაა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სახელმწიფო არა ის...

ახლობლის სასამარტლო პროცესი სამჯერ გადაიდო მაგ სტაჟიორი

პროკურორების გამო, მოჩერჩეტდება ყოველ პროცესზე ახალი და ამბობს დღეს გადმომცეს საქმე

და ჯერ არ ვარ გაცნობილიო, სამ ტვეში სამი პროკურორი,

პატარა ბაცანკალები,

გაგვაგიჟეს....

სად ვიჩივლოთ არ ვიცით, ან აზრი აქვს?

Edited by Marta1
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა მნიშვნელობა აქვს რომელ ქვეყანას ვგავართ;კანონი სანამ არ იმუშავებს ყველასთვის ერთნაირად სახელმწიფოდ ვერ შევდგებით.ჯერ ეს გავაკეთოდ და ტერიტორიებსაც დავიბრუნებთ შემდეგ. :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სახელმწიფო შედგა.

ესაა ანცების სახელმწიფო, სადაც საშუალო ფენას , განატლებულს არ აქვს არავიტარი უფლება ტავისუფლებები.

ამ სახელმწიფოს განსაზღვავრს 2 ტიპისადამაინები :

1. მმარტველები ანც მოძრაობა, მიშა დ ა.შ. ანუ არქიფო და თაბაგარები და

2. მატგან კონტროლირებად დაბალი, ბნელი ფენა ე.წ. არქიფოს მრევლი რაც სამწუხაროდ 25-30% შეადგენს.

 

ეს ამათი სახელმწიფოა. კანონებიც შესაბამისია. ასეთ სახელმწიფოში კანონმორჩილება ანუ არქიფოს კანონის მორჩილება არქიფოს მრევლობას ნიშნავს.

ასეთ სახელმწიფოში ყველა ტავისუფლად მოაზროვნე ადამიანი უნდა იყოს კანონდამრღვევი ანუ დამნაშავე არქიფოს კანონების მიხედვით

 

ამ ტემას ეხმაურება ჩემი ტემა რესპუბლიკელთა ფორუმზე

http://republicans.ge/index.php?module=Forum&func=viewtopic&topic=99&start=10

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...