planetanews Posted June 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted June 4, 2010 http://blogs.menmedia.co.uk/old/eurovision/spain%20flag.jpg მუნდიალი ახლოვდება, გუნდები კი ძალას იკრებენ. მსოფლიო ჩემპიონატის ერთ–ერთმა უდაო ფავორიტმა, ესპანეთის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩებში არც თუ ისე კარგად ჩაატარა… ჯერ იყო და მოულოდნელად ესპანეთის ნაკრებს მედგარი წინააღმდეგობა საუდის არაბეთმა გაუწია. თუმცა ესპანეთი რისი ესპანეთი იქნებოდა ეს თამაში რომ მოწინააღმდეგისთვის დაეთმო. საბოლოოდ მაინც მოახერხა და 3:2 იმარჯვა. გუშინ კი, სამხრეთ კორეამ კინაღამ დაჯაბნა. ესპანეთმა კვლავ გადაარჩინა თამაში და მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლია მეტოქეს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გუნდის წამყვანი ფეხბურთელები სათადარიგო სკამზე დასხა დელ ბოსკემ. ზოგიერთ მათგანს მხოლოდ რამოდენიმე წუთი მიეცათ თავის გამოჩენისთვის. გუშინდელი მატჩის დასრულებისთანავე, დელ ბოსკემ კომენტარი გააკეთა: “ოპტიმისტურადაა განწყობილი თითოეული ჩვენთაგანი. რაც შეეხება ფერნანდო ტორესს, მან აპრილში მუხლის ოპერაცია გადაიტანა. ფერნანდო მალე შემოგვიერთდება. ყველა მოუთმენლად ელის მას.” კორეასთან მატჩში ყველაზე აქტიური და გამორჩეული ფიგურა მაინც არსენალის კაპიტანი, ფრანსესკ ფაბრეგასი იყო: “პირველ ტაიმში თავს შედარებით უფრო მშვიდად ვგრძნობდი, თუმცა განწობა მაინც კარგი იყო.” კორეასთან მატჩისას ფაბრეგასმა მეტოქის კარის მიმართულებით რამოდენიმეჯერ არაზუსტად დაარტყა, ბურთი სულ რამოდენიმე სანტიმეტრით ცდებოდა კარს ან ძელს ხვდებოდა. წყარო: sportinglife.com View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts